რელიგიის თავისუფლება.

1e3945c60f89
რადგან ადამიანის უფლებები უფრო მეტად მსოფლმხედველობის საკითხია ვიდრე იურდიული კაზუისტიკის, ჩემი საუბარი შეძლებისდაგვარად მოწყვეტილი იქნება სამართლებრივი ორბიტიდან და უფრო მეტად სოციალურ გარემოზე გავაკეთებ ხაზგასმებს. ადამიანის უფლებები არის რწმენა იმისა, რომ არსებობს ღირებულებათა სისტემა, რომელსაც ემყარება სოციალური ურთიერთობები. უფლებები კონცეფცია იძლევა შანსს გავიაზროთ, რომ ჩვენ, ადამიანებს, რომელებიც ერთმანეთისგან აბსოლუტურად განვსხვავდებით, შეგვიძლია ერთმანეთის გვერდით თანაცხოვრება. ამ აზრით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არის თავისუფალი თავის მრწამსსა და პიროვნების თავისუფალ განვითარებაში. ადამიანის უფლებები ნიშნავს გწამდეს ადამიანის.

საქართველოში სტატისტიკური მონაცემებით, ორ ათეულამდე გაერთიანება ეწევა რელიგიურ საქმიანობას. მე არა ვარ თეოლოგი, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ყველა ამ რელიგიის უმთავრესი ღირებულება არის ადამიანის თავისუფლების კონცეფცია, ის რაც ადამიანს ღმერთის პირისპირ ყოფნის შანსს აძლევს.
faith symbols around globe
არსებობს არარელიგიური და ფილოსოფიური შეხედულებების სისტემები, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანის, როგორც უზენაესი ღირებულების, კონცეფციას ეყრდნობა.

იგივე შეიძება ითქვას ათეიზმზე.

თუ ადამიანის უფლებებისა და რელიგიურ დოქტრინას წარმოვიდგენთ, როგორც ჯაჭვის ორ ბოლოს, მაშინ რელიგიის თავისუფლება ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ ადამანის თავისთავადობის კონცეფცია, იქნება ის რგოლი, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს. სწორედ ამიტომ, მინდა ვისაუბრო რელიგიის თავისუფლებაზე, არა როგორც სამართლებრივ სტანდარტზე, არამედ როგორც სოციალური თანაცხოვრების ფორმაზე, რომელიც ტოლერანტულ გარემოს უზრუნველყოფს. შესაბამისად, ამ მოხსენებაში ჩემს მიერ, მოხმობილი მაგალითები არ მინდა აღიქვათ როგორც ურიდიული კაზუსები, რადგან ეს მდგომარეობა ჩვენი ყოველდღიურობის თანმდევია, ეს არის გარემო, რომელშიც ყველა ჩვენთაგანს უწევს არსებობა.

რელიგიის თავისუფლება ადამიანის თვითგამორკვევის საწყისია. მისი მეშვეობით ყალიბდება შეხედულებები სამყაროზე და ადამიანები საკუთარ ცხოვრებას წარმართავენ იმგვარად, როგორც ეს მათი რწმენის რელევანტურია. რელიგიის გამოხატვა არ არის მხოლოდ კონკრეტული პირის სურვილი, რომელიც შეიძლება საკუთარ თავშივე დაითრგუნოს, იგი ცხოვრების წესია და ეს წესი არის ვალდებულება, რომელიც თითოეულ მორწმუნეს საკუთარი რელიგიის უზენაესი ძალის მიმართ აქვს აღებული. მისმა შეუსრულებლობამ, ან შესრულებაში ხელშეშლამ (იმისდა მიუხედავად, იქნება ეს ფიზიკური თუ მორალური ზეწოლის შედეგად გამოწვეული) პირი სულიერ ტანჯვამდე შეიძლება მიიყვანოს. ადამიანის რელიგიური შეხედულება, რომელსაც ეფუძნება ადამიანის ქმედებები წარმოადგენს გამოხატვას და სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება არ ჩაერიოს მასში, არ დაუშვას მესამე პირისგან ზეწოლის შემთხვევები, იმ შემთხვევაში კი, როდესაც არსებული რეალობა არ აძლევს საშულებას პირს ისარგებლოს ამ უფლებით, გაატაროს პოზიტირუი ღონისძიებები ამ უკანასკნელის გასაძლიერებლად.

თავისუფლება გაიაზრება, როგორც თვითნებობის უარყოფა.

ეს ნიშნავს, არსებობს პრეზუმფცია, რომ ნებისმიერი თავისუფლებით და მათ შორის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობა კეთილსინდისიერად იქნება განხორციელებული. ჩვეულებრივ რელიგიები საფრთხის შემცველნი არ არიან. რელიგიური მოთხოვნები თავის თავში გულისხმობს მათ სერიოზულობასაც. კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული რელიგიური წესი შეიძლება კონკრეტული რელიგიის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენდეს, ამიტომ სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელმაც შეიძება სათანადოდ ვერ უზრუნველყოს პირის მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობა აღქმული უნდა იყოს, როგორც სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევა უფლებით სარგებლობაში.

2. არსებული პრობლემები

როდესაც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტურიდან დამიკავშირდნენ და დისკუსიაში მონაწილეობა, შესაბამისად მოხსენების მომზადება, მთხოვეს. გადავწყვიტე, რომ პრობლემები, რომლებიც ამ კუთხით არსებობს ორ ნაწილად გამეყო. მინდოდა ერთი ნაწილი განმეხილა, როგორც უკვე ძირძველი საკითხები, ხოლო მეორეს მხრივ წარმომეჩინა ტენდენციები, რომლებმა უკანასკნელ პერიოდში იჩინა თავი.

თუმცა, მას შემდეგ რაც კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი სახალხო დამცველის ანგარიშებს 2004 წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, მივხვდი, რომ ყველა პრობლემას რომელიც დღეს დღეობით ამ კუთხით არსებობს თავისი წინამორბედი შემთხვევა ან წარსულში არსებული მიზეზი გააჩნია.

საქართველოში ყველაზე ცოტა უკანასკნელი თხუთმეტი წელია, არსებობს პრობლემები, რომლებიც უკვე ტრადიციულადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. უხეშად რომ, ვთქვათ მათგან ერთი ნაწილი საზოგადოებიდან – ხოლო, მეორე ნაწილი კი ხელისუფლებისგან მოდის. მაგრამ თუ შევთანხმდებით, რომ ხელისუფლება, ადრე თუ გვიან, მაინც საზოგადოების კრიტიკული მასის დაკვეთის შემსრულებელია, მაშინ ალბათ იმ დასკვნამდეც მივალთ, რომ ნებისმიერი პრობლემის არსებობაში ჩვენი წილი ნეგატიური პასუხისმგებლობა გაგვაჩნია.

2.1 კონსტიტუციური შეთანხმება

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია შორის არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება. რომელთან დაკავშირებითაც ორი პრობლემა იკვეთება, ერთი ის არის რომ სახლემწიფო დღემდე სადავოა შეთანხმებით აღებულ ზოგიერთ ვალდებულების სახელმწიფოს მიერ შესრულება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რელიგიისადმის სახელმწიფოს რევერანსულ–ფასადურ დამოკიდებულებაზე.

მეორე პრობლემა, უკავშირდება უფლებრივ მდგომარეობას საქართველოს სამოციქულო–ავტოკეფალურ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს შორის.
ზოგადად აღიარებულია, რომ თავითავად სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებას შორის ხელშეკრულების არსებობა არ წარმოადგენს სხვა რელიგიური გაერთიანებებისადმი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს. უფლებებისათვის მნიშვნელოვანია, არა სამართლებრივი ფორმები, არამედ სამართლებრივი მდგომარეობა, უფლების გამოხატულება სოციალურ ცხოვრებაში. შესაბამისად, სახელმწიფოს შეუძლია ერთ რელიგიურ გართიანებასთან დადოს ინდივიდუალური ხელშეკრულება, სხვებითან კოლექტიური შეთანხმება, დანარჩენების სტატუსი განსაზღვროს კანონით და ა.შ.

მთავარია ყველა ამ სუბიექტს უფლებრივი მდგომარეობა ფაქტობრივად იყოს თანაბარი.

კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს გარკვეული საგადასახადო შეღავათებით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებზე კი არაფერია ნათქვამი. ასევე ბუნდოვანია სხვა რელიგიური გაერთიანებების საკულტო ნაგებობების სახლემწიფოს მიერ გადაცემის საკითხი. რაც მათ ირიბ (ეს ტერმინი სრულიად არ არბილებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც სახლემწიფოს აწევს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე) დისკრიმინაციას იწვევს.

2.2 სახელმწიფო დაფინანსება;

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის სახელმწიფოს მიერ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება. უფლებების თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ რელიგიის დაფინანსება დარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს უნდა ემყარებოდეს გონივრულ ფორმულას და არათანაბარ მდგომარეობაში არ უნდა აყენებდეს რელიგიურ ორგანიზაციებს, როგორც ეს ამჟამად საქართველოშია.

2.3 რელიგიური შეუწყნარებლობა

ეს თემა შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად ერთი საჯარო მოხელეების მიერ რელიგიური უმცირესობების უფლებების შელახვა და მეორე კერძო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემთხვევები.

რამდენიმე თვის წინ სახალხო დამცველს მიმართეს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ინციდენტის შესახებ, განმცხადებლების ინფორმაციით სოფლის რწმუნებულმა ერთ–ერთი რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებს რელიგიურ ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა (ამჟამად საქმე შეშწავლის პროცესშია;). სხვა შემთხვევაში ევანგელურ–ორმოცდაათიანული ეკლესიის იმერეთის რეგიონის პასტორის, ახსნა–განმარტების მიხედვით, კი ვანის შს სამმართველოს უფროსის მოადგილემ მას განუცხადა, რომ ვინაიდან ქალაქ ვანის მაცხოვრებლები ორმოცდაათიანელთა რელიგიური შეკრებების წინააღმდეგნი იყვნენ, რელიგიური თემის წარმომადგენლებს ღვთისმსახურების შესაძლებლობას ვერ მისცემდნენ. პასტორი აღნიშნავდა, რომ მას აღნიშნულმა პირმა შემდეგი სიტყვებით: ,,ჩვენ ვართ ქართველები, მართლმადიდებლები და ჩვენთვის მიუღებელია ჩვენს ქალაქში სექტების არსებობა“ (იხ: სახალხო დაცველის 2008 წლის მეორე ნახევრის მოხსენება) საჯარო მოხელების მხრიდან რელიგიის თავისუფლების დარღვევას და დისკრიმინაციას წარსულში რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. მაგ: შეუწყნარებლობის გამო დევნა შსს კონსტიტუციური უსაფრთხობის დაცვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომელმა განახორციელა, ხოლო საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორისადმი წერილში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას ,,ძირგამომთხრელი,, უწოდა და გაამართლა შსს ოფიცრის დანაშაულებრივი ქმედება (იხ: სახალხო დაცველის 2007 წლის პირველი ნახევრის მოხსენება).

დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოვლინდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საპასუხო წერილში თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის გიორგი ქორქაშვილის მიმართვაზე, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვდა განემარტა, შესაძლებელი იყო თუ არა რელიგიური გაერთიანება ,,იეჰოვას მოწმის’’ ხუცესს, ესარგებლა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებით.

ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავდა, რომ იეჰოვას მოწმე სასულიერო პირი ვერ ისარგებლებს კანონით გათვალისწინებული საშეღავათო ნორმით. ამის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ იეჰოვას მოწმეთა ხუცესები ასევე უნდა სარგებლობდნენ გადავადებით, როგორც სხვა რელიგიათა მღვდელმსახურები (იხ: სახალხო დაცველის 2007 წლის პირველი ნახევრის მოხსენება).

2007 წლის 10 მარტს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზოტში სამმართველოს უფრომა ბესარიონ გელენიძემ ადგილობრევ მუსლიმ მოსახლეობას შემდეგი სიტყვებით მიმართა – ,,თქვენ რა ქართველები ხართ, თათრები ხართ! თუ ქართველები ხართ თავზე რატომ გახურავთ?“ ბესარიონ გელენიძეს შს მინისტრის 2007 წლის 18 ივნისის #874 ბრძანებით შეეფარდა დისციპლინური სახდელი – საყვედური (იხ: სახალხო დაცველის 2007 წლის პირველი ნახევრის მოხსენება).

მეორეს მხრივ ხშირია რელიგიური უმცირესობების დევნა კერძო პირების მიერ (იხ: სახალხო დაცველის მოხსენებები 2004 წლის მეორე ნახევრიდან 2007 წლის მეორე ნახევრამდე, ასევე 2008 წლის მეორე ნახევრის მოხსენება;). საინტერესოა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშებში დაფიქსირებულია ორი შემთხვევა, როდესაც ძალადობას საქართველოს რეალობაში უმცირესობაში მყოფი, მაგრამ კონკრეტულ რეგიონში უმრავლესობაში მყოფი რელიგიური გაერთიანების მიმდევრები ახორციელებდნენ (იხ: სახალხო დაცველის 2006 წლის პირველი ნახევრის და 2005 წლის მეორე ნახევრის მოხსენებები).

ამგვარი ფაქტები გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ საზოგადოებაში ზოგადად არსებობს არატოლერანტული გარემო, რომელიც არ არის მზად შეეგუოს განსხვავებულის არსებობას.

2.3 სიძულვილის ენა

საქართველოს კანონმდებლობით სიძულვილის შემცველი განცხადებების გამონათქვამები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ექცევა, სიძლვილის გამონათქვამის ობიექტებს სამოქალაქო წესით შეუძილიათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. რაც შეეხება სახელმწიფოს, იგი ქართული კანონმდებლობის თანახმად მსგავს შემთხვევებში ნეიტრალურია.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია (ECRI) საქარველოს შესახებ მეორე მოხსენებაში (2006 წელი) რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას რასობრივი შეურაცხყოფა და რასისტული განცხადებების შემცველი მასალების საჯარო გახმაურება ან გავრცელება მიაკუთვნოს სისხლის სამართლის დანაშაულს, თუმცა აღნიშნული რეკომენდაცია დღემდე არავის დაუთვალისწინებია. ქართლი მედია, კი გაჯერებულია ამგვარი გამოთქმებით.

3. დასასრულს

საქართველოში სახელმწიფო რელიგიასთან მიმართებით კონფორმისტული, არათანმიმდევრული და ყალბია, ერთის მხრივ შებოჭილია საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებებით, ხოლო მეორეს მხრივ ამ საქართველოში არსებული სიტუაციით არის შემოფარგლული. ეს არ ც არის გასაკვირი, ხელისუფლება (იგულისხმება ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც კონკრეტულ მომენტში იღებს გადაწყვეტილებას) თავად არის საზოგადოების ნაწილი, ამიტომ განპირობებულია მისით და სრულიად არ ეხალისება საკუთარი შეხედულებების წინააღმდეგ მოქმედება.

თუ კარგად დავუკვირდებით ეს პრობლემები არსებითად ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი.

ეს ნიშნავს, რომ ამ მხრივ საქართველოში არის სისტემური პრობლემები. ამ მდგომარეობას ერთის მხრივ ხელისუფლბის უმოქმდება განაპირობებს, რომელიც ერიდება ნაკლები ყურადღება გაამახვილოს საზოგადოებისათვის სენსიტიურ თემაზე, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოება, ხედავს რა ხელისუფლების ამგვარ დამოკიდებულებას უფრო და უფრო მეტად არატოლერანტული ხდება. ეს ჩაკეტილი წრეა.

წყარო: lib.ge

უფლებები

1948 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ იქნა საერთაშორისო აქტი ადამიანის უფლებებზე. რომლის მიხედვით საზოგადოების თითოეულ წევრს, კანონით მინიჭებული უფლებების გარდა, აქვს ძირითადი, ფუნდამენტური უფლებები. დეკლარაციაში გამოცხადებულია ადამიანის ძირითადი უფლებები – სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის შერჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევბენის მეშვეობით სახელმწიფოს მართვა გამგეობაში მონაწილეობეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების ,დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა.შ. დეკლარაციის მიღების დღე 10 დეკემბერი გამოცხადებულია ადამიანის უფლებათა დღედ და საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნება. ყოველ ადამიანს აქვს :რელიგიის, მრწამსის, კრებების და ასოციაციების თავისუფლება. სიცოცხლის, თავისუფლების და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.

აკრძალულია: მონობა, მონებით ვაჭრობა, წამება, სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი ქმედება. ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის, სისხლის საპროცესო სამართლისა და საოჯახო სამართლის ძირითადი დემოკრატიული პრინციპები.

დეკლარაციის მოთხოვნაა ეს უფლებები და თავისუფლებები ვრცელდებოდეს ყველა ადამიანზე განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, ეროვნული თუ სოციალური წამომავლობისა, წოდებრივი თუ ქონებრივი ცენზისა. ადამიანის უფლებები ყველა კონსტიტუციებსა და კანონმდებლობაზე მაღლა დგას. ადამიანის უფლებები ზღუდავს სახელმწიფოს ქმედებებს, უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლე ს და თავისუფლებას. სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა, ადამიანის უფლებების აღიარება და დაცვა. ადამიანები იბადებიან და რჩებიან თავისუფალნი და თანასწორუფლებიანები. მიუხედავად საერთაშორისო სამართლის არსებობისა, ადამიანთა უფლებების დარღვევა და შეზღუდვა გრძელდება. დისკრიმინაცია, ბავშვთა უფლებების დარღვევა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არათავისუფალი მედია, რასიზმი, ქსენოფობია, ჰომოფობია სამწუხაროდ, დღემდე ქართული რეალობის ნაწილია.

დისკრიმინაცია – ადმიანის უფლებათა რაიმე შეზღუდვა სოციალური, რასობრივი, ერვნულიენობრივი, სქესობრივი კუთვნილების, პოლიტიკური, რელიგიური ან სხვაგვარ შეხედულებათა, აგრეთვე ქონებრივი, ასაკობრივი, სოციალური ან სხვაგვარი მდგომარეობის მიხედვით.

რასიზმი – ნებისმიერი განსხვავება, გამონაკლისი, შეზღუდვა, ან უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ნაციონალური ან ეთნიკური კუთვნილების მიხედვით. ქსენოფობია(ბერძნ: „შიში უცხოელის მიმართ“) – შფოთვა, რომელიც ყოველივე უცხოს მიმართ ნეგატიური სტერეოტიპული დამოკიდებულებებითა და წინასწარ განსჯებით ხასიათდება. სამყაროს ქსენოფობიური აღქმის სოციალური და კულტურული ფენომენებია დაყოფა „ჩვენება“ (კარგებად) და „სხვებად“ (უცხოებად/ცუდებად). სიძულვილის დამთესავი განცხადება – ნებისმიერი განცხადება (ზეპირი თუ წერილობითი), რომელიც მიზნად ისახავას, დათეოსოს სიძულვილი ადამიანის ჯგუფის მიმართ და ეფუძნება ამ ადამიანების გარკვეულ დამახასიათებელ ნიშნებს – რასას, კანის ფერს, რელიგიას, მოქალაქეობას, ეროვნულ წამრმომავლობას თუ სექსუალურ ორიენტაციას. სიძულვილის დამთესავი განცხადება არ თავსდება სიტყვის თავისუფლების ჩარჩოებში და აკრძალულია საერთაშორისო სამართლით!!

ჰომოფობია – შიში ან ზიზღი სექსუალური უმცირესობების, მათი ცხოვრების სტილის ან, ზოგადად, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ.

წყარო: http://www.google.ge/

სასამართლოს მეგობარი (Amicus Curiae)

სასამართლოს მეგობრის” ინსტიტუტი, რომელიც ცნობილია ლათინური ტერმინით “Amicus Curiae”, წარმოადგენს სიახლეს ქართული სისხლის საპროცესო სამართლისთვის. იგი თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინერგა და დღემდე დიდი წარმატებით მოქმედებს. მოგვიანებით, ეს ინსტიტუტი კონტინენტური ევროპის სამართლებრივი სისტემის მქონე ქვეყნებში ამუშავდა, რომელსაც წარმატებით იყენებს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. საქართველოში ,,სასამართლოს მეგობარი” პირველად დაინერგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში 2009 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებასთან ერთად 2010 წლის 1 ოქტომბრიდან აღნიშნული ინსტიტუტი ამოქმედდა ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში.

,,სასამართლოს მეგობრის” ინსტიტუტის მიზანია, რომ პირს ან პირთა ჯგუფს, რომელთა ინტერესის სფეროში შედის სასამართლოში განსახილველი საკითხი, მაგრამ ის არ არის რომელიმე მხარე, შეეძლოს სასამართლოსთვის თავისი არგუმენტების წარდგენა და პროცესში უშუალოდ ჩართვა. შესაბამისად, სასამართლოს მეგობარი შეიძლება იყოს ნებისმიერი კერძო პირი, სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, მეცნიერი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სტუდენტი, სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი და ა.შ. სასამართლოს მეგობარი, როგორც წესი, არის კვალიფიციური პირი, რომლის მოსაზრებებმაც შეიძლება სასამართლოს გაუწიოს დახმარება. ამგვარად, აღნიშნულ ინსტიტუტს შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებების ხარისხლის ამაღლებაზე, რადგან სასამართლო უფრო მეტ წყაროს ეყრდნობა. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს საზოგადოების უფრო მეტ ჩართულობას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ ნდობის ხარისხს და ამყარებს საზოგადოებისა და სასამართლოს შორის კავშირს.

მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით სასამართლოს მეგობარი წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთ მონაწილეს. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მეგობარი ვერ იქნება ის პირი, რომელიც პროცესიში წარმოადგენს მხარეს ან გვევლინება პროცესის სხვა მონაწილედ. სსსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის მხარე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით, რისი მიზანიც უნდა იყოს არა პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ იგი უნდა დაეხმაროს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება არ არის შედგენილი კანონის მოთხოვნათა დაცვით, იგი მას არ განიხილავს. ამასთან, სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები. სასამართლოს მეგობრის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრება მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. იგი შედგენილ უნდა იქნეს 3 ასლად, რომელთაგან 2 გადაეცემა მხარეებს, ხოლო 1 რჩება მოსამართლესთან. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან/და მხარის და წერილობითი მოსაზრების ავტორის წინასწარი თანხმობით საქმის არსებით განხილვაზე გამოიძახოს წერილობითი მოსაზრების ავტორი ზეპირი განმარტების მისაცემად.

ნაფიცი მსაჯული

a12017
ხალხის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მართლმსაჯულების განხორციელებაში. ისინი, როგორც წესი, ქმნიან დამოუკიდებელ კოლეგიას, რომელიც ვერდიქტის გამოტანით წყვეტს მხოლოდ ბრალდებულის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის საკითხს. ბრალეულად ცნობის შემთხვევაში განაჩენს ადგენენ და სასჯელს ნიშნავენ პროფესიონალი მოსამართლეები დამოუკიდებლად ან ნაფიც მსაჯულებთან ერთად.
სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები მუხლი 27. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა
1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 მსაჯულისგან და 2 სათადარიგო
მსაჯულისგან, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს ექვსზე
ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, რვაზე
ნაკლები – მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ათზე ნაკლები –
განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.
მუხლი 28. ნაფიცი მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) სოციალური
გარანტიები
1.ნაფიც მსაჯულს და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ დროულად
მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც პირდაპირაა
დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დღიური,
სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. საჯარო მოსამსახურეს და სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ
ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში
მონაწილეობის დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება.
3.სასამართლო ვალდებულია ინდივიდუალურად გაითვალისწინოს ნაფიცი
მსაჯულის კანონიერი ინტერესები. სასამართლო თავისუფლდება ამ
ვალდებულებისაგან, თუ ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესების აკომოდაციით
დაცული სიკეთე ნაკლებია, ვიდრე მართლმსაჯულებისათვის ან მესამე პირისათვის
მიყენებული ზიანი. ასეთ შემთხვევაში პირი უნდა გათავისუფლდეს ნაფიცი
მსაჯულის მოვალეობის შესრულებისაგან.
მუხლი 29. მოთხოვნები ნაფიცი მსაჯულისადმი
პირი უფლებამოსილია ნაფიც მსაჯულად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო
პროცესში, თუ:
ა) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეყვანილია
ამომრჩეველთა ერთიან სიაში;
ბ) იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს
განსჯადობაში, სადაც მიმდინარეობს პროცესი;
დ) შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც
ხელს არ შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.
მუხლი 30. შეუთავსებლობა
პირი ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას ნაფიც
მსაჯულად, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის აცილების
რომელიმე საფუძველი ან/და:
ა) იგი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია;
ბ) იგი გამომძიებელია;
გ) იგი პოლიციელია;
დ) იგი ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;
ე) იგი სასულიერო პირია;
ვ) იგი აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა;
ზ) იგი ბრალდებულია;
თ) იგი ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირია;
ი) მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად აღნიშნულ საქმეში აშკარად
უსამართლო იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი
გამოცდილების საფუძველზე;
კ) იგი ფსიქოლოგია;
ლ) იგი ფსიქიატრია;
მ) იგი იურისტია.
მუხლი 31. უარი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე
პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის
შესრულებაზე:
ა) თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;
ბ) თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს
მნიშვნელოვან ზიანს;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
დ) თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს
გარეთ;
ე) 70 წელს გადაცილებულია
კარი VI
წინასასამართლო სხდომა და საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
თავი XXII
წინასასამართლო სხდომა
მუხლი 221. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის შედგენა
1. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე
ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, თავის
მიერვე განსაზღვრული ბიჯის გამოყენებით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის
კანდიდატთა სიას 50 პირის შემადგენლობით. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს
მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე გონივრულ ვადაში საცხოვრებელი ადგილის
მისამართზე ეგზავნებათ მოსამართლის მიერ დამტკიცებული კითხვარი. ნაფიცი
მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს კითხვებს კითხვარში
მითითებულ ვადაში. კითხვარს მოსამართლე ამტკიცებს მხარეებთან მოთათბირების
საფუძველზე.
2. ამომრჩეველთა ერთიან სიას შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაცია
ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 ივლისისა, უგზავნის შესაბამის სასამართლოს.
3. სასამართლო ვალდებულია შეატყობინოს მხარეებს ნაფიც მსაჯულთა
შერჩევის ადგილისა და დროის შესახებ. მხარეებს უფლება აქვთ, დაესწრონ
მსაჯულების შერჩევის პროცედურას. მხარეს უფლება აქვს, ერთჯერადად, 24 საათის
განმავლობაში გაასაჩივროს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის
უკანონო გადაწყვეტილება ან მოქმედება. საჩივარი შეიტანება საქმის განმხილველი
სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით
წყვეტს მას შეტანიდან 24 საათის განმავლობაში.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით შერჩეულ
ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიაში ანბანური თანამიმდევრობით მიეთითება
პირის გვარი, სახელი და მისამართი. სიას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.
ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის ასლები გადაეცემა მხარეებს.
5. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე
ეგზავნებათ უწყება, სადაც მითითებულია სხდომის დაწყების დრო, ადგილი და
გამოცხადების სავალდებულოობა.
6. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია ამ კოდექსით
განსაზღვრული აცილების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ეს აცნობოს
სასამართლოს უწყების მიღებიდან 2 დღის განმავლობაში.
მუხლი 222. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა
1. სხდომის თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას, რის შემდეგაც
სხდომის მდივანი აცხადებს მსაჯულობის კანდიდატთა ვინაობას.
2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლოში მსაჯულობის 50-ზე ნაკლები
კანდიდატი გამოცხადდება, მოსამართლე უფლებამოსილია დაიწყოს სხდომა და
მსაჯულთა შერჩევის პროცედურა.
3. სხდომის თავმჯდომარე:
ა) წარადგენს საკუთარ თავს და სხდომის მდივანს;
ბ) მიმართავს მსაჯულობის კანდიდატებს და განუმარტავს მათ მოწვევის
მიზანს;გ) აცხადებს, რომელი საქმე განიხილება, და მსაჯულობის კანდიდატებს
გააცნობს წარდგენილი ბრალდების შინაარსს;
დ) მსაჯულობის კანდიდატებს განუმარტავს კანონს, რომელიც გამოყენებული
იქნება საქმის განხილვისას;
ე) აცხადებს საქმის განხილვაში მონაწილე მხარეებს;
ვ) განსაზღვრავს სხდომის ხანგრძლივობას და სხვა პროცედურულ საკითხებს.
4. სასამართლო მსაჯულობის კანდიდატებს მიაწვდის მხარეთა
მონაწილეობით მომზადებულ განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე.
მუხლი 223. ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, აცილება და თვითაცილება
1. მხარე უფლებამოსილია დააყენოს მსაჯულობის კანდიდატის აცილების
შესახებ შუამდგომლობა. აცილების უფლებას პირველად ახორციელებს ბრალდების
მხარე, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარე.
2. მოსამართლე ამოწმებს ყველა გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს
მსაჯულობის კანდიდატის აცილების (თვითაცილების) საფუძველი, და მხარეებს
საშუალებას აძლევს, შეკითხვები დაუსვან მსაჯულობის კანდიდატებს და
წარმოადგინონ დამატებითი მასალები აცილების თაობაზე.
3. მოსამართლე უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეებს მისთვის წინასწარ იმ
შეკითხვების წარდგენა, რომელთა მსაჯულობის კანდიდატებისთვის დასმასაც
აპირებენ.
4. მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია სწორი და ამომწურავი პასუხები
გასცეს მისთვის დასმულ შეკითხვებს, წარმოადგინოს სხვა აუცილებელი
ინფორმაცია მისი პიროვნებისა და განსახილველი საქმის მონაწილეებთან მისი
ურთიერთობის თაობაზე, აგრეთვე ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც
შეიძლება მას ხელი შეუშალოს საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად
განხილვაში.
5. მსაჯულობის კანდიდატისთვის დასმული შეკითხვები არ უნდა
ხელყოფდეს მის პირად, პროფესიულ ან/და კომერციულ საიდუმლოებას, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის.
მსაჯულობის კანდიდატს შეიძლება მოეთხოვოს აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ
მხარის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობისას. თუ აღნიშნული ინფორმაციის
გამჟღავნებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მის ინტერესებს,
მსაჯულობის კანდიდატი ინფორმაციას აწვდის მხოლოდ უშუალოდ სხდომის
თავმჯდომარეს.
6. დაუსაბუთებელი აცილება არ შეიძლება იმგვარად იყოს
გამოყენებული, რომ მოხდეს მსაჯულობის კანდიდატთა დისკრიმინაცია რასის,
კანის ფერის, ენის, სქესის, რწმენის, მსოფლმხედველობის, პოლიტიკური
შეხედულებების, რაიმე გაერთიანების წევრობის, ეთნიკური, კულტურული და
სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი
მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის,
ცხოვრების წესის, დაბადების ადგილის, ასაკის ან ნებისმიერი სხვა ნიშნის
საფუძველზე.
7. მსაჯულობის კანდიდატს შეუძლია მოსამართლის წინაშე დააყენოს
შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ და მიუთითოს იმ გარემოებაზე, რომელიც
მას ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებაში.
თვითაცილება დასაბუთებული უნდა იყოს. მხარეებს უფლება აქვთ, გამოთქვან
თავიანთი დამოკიდებულება მსაჯულობის კანდიდატის თვითაცილებისადმი.
8. აცილებისა და თვითაცილების შესახებ შუამდგომლობებს მოსამართლე
განიხილავს საჯაროდ და გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. აცილებულმა
მსაჯულობის კანდიდატმა უნდა დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.
9. თუ თვითაცილებისა და აცილების შემდეგ მსაჯულობის კანდიდატთა
რაოდენობა სიაში 14-ზე ნაკლებია, მოსამართლე გადადებს სხდომას არა უმეტეს 10
დღით და ამ თავით დადგენილი წესით მოიწვევს დამატებით არა უმეტეს 30
კანდიდატს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის ამ კოდექსით
დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად.
10. თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს უვადო
თავისუფლების აღკვეთას, მხარეს 12 დაუსაბუთებელი აცილების განცხადების
უფლება აქვს. დანარჩენ შემთხვევებში მხარე უფლებამოსილია განაცხადოს 6
დაუსაბუთებელი აცილება.
11. თუ საქმეში რამდენიმე ბრალდებულია, თითოეულ მათგანს დამატებით 3
კანდიდატის დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება ეძლევა. იგივე
უფლება ეძლევა ბრალდების მხარეს. თუ რომელიმე ბრალდებული სრულად არ
გამოიყენებს აცილების განცხადების საკუთარ კვოტას, მისი გამოყენების უფლება
ენიჭება იმავე საქმეში სხვა ბრალდებულს. ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე
სარგებლობს იმდენივე დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლებით,
რამდენითაც ისარგებლა ყველა ბრალდებულმა საერთო ჯამში.
მუხლი 224. კანდიდატის დანიშვნა ნაფიც მსაჯულად
1. აცილების შემდეგ დარჩენილი პირველი თოთხმეტი მსაჯულობის
კანდიდატი შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მათგან პირველ თორმეტ
კანდიდატს სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს ნაფიც მსაჯულად, ხოლო დანარჩენი
ორი საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც სათადარიგო მსაჯული.
საქმის სირთულიდან გამომდინარე, მოსამართლე უფლებამოსილია მიიღოს
გადაწყვეტილება უფრო მეტი სათადარიგო მსაჯულის დამტკიცების შესახებ. ეს
გადაწყვეტილება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
2. სათადარიგო მსაჯული ესწრება სასამართლო სხდომას და სასამართლოს
თათბირს. სათადარიგო მსაჯულს უფლება არა აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი,
გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე ან მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში.
3. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურის დასრულების შემდეგ სხდომის
თავმჯდომარე ნიშნავს საქმის განხილვის დღეს, რომელიც უნდა იყოს არა უგვიანეს
შერჩევის პროცედურის დასრულებიდან მესამე დღისა.
თავი XXIII
საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
მუხლი 226. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
1. თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა ერთობლივი შუამდგომლობის
საფუძველზე სასამართლო თანახმაა, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა
მონაწილეობის გარეშე. თუ, დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე,
შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან
სხვაგვარად არსებითად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა, აგრეთვე
როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს
ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მხარის შუამდგომლობის
საფუძველზე, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით და
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს
განიხილავს მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.
2. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს
მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
3. თუ შეუძლებელია საქმის სამართლიანად და ობიექტურად განხილვის
უზრუნველყოფა მასმედიით მისი ინტენსიური გაშუქების ან საქმისადმი
კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობის დამოკიდებულების გათვალისწინებით,
საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საქართველოს უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით დაადგინოს ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოს გადატანა ტერიტორიულად სხვა ადგილას მდებარე სასამართლოში.
მუხლი 231. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოსადმი
1. სხდომის გახსნისას და სათათბირო ოთახში გასვლამდე სხდომის
თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აძლევს განმარტებებს
გამოსაყენებელი კანონის თაობაზე. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები არ
შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, ამ კოდექსს და
საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს განმარტებები
ნაფიც მსაჯულებს წერილობითი სახითაც გადაეცემა.
2. აღნიშნული განმარტებები წერილობითი სახით გონივრული ვადით ადრე
უნდა გადაეცეთ მხარეებს. ისინი უფლებამოსილი არიან სხდომის თავმჯდომარეს
მიმართონ მასში ცვლილებების და დამატებების შეტანის შუამდგომლობით. თუ
მხარეები ამ უფლებას არ გამოიყენებენ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში
გასვლამდე, სხდომის თავმჯდომარის განმარტებათა სამართლიანობა და
კანონიერება არ შეიძლება გახდეს საკასაციო საჩივრის საფუძველი.
3. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სათათბირო ოთახში გასვლის
წინ ნაფიც მსაჯულებს მოკლედ განუმარტოს სხდომაზე განხილული ყველა
მტკიცებულების შეფასების წესი. იგი აღნიშნულ განმარტებებს იძლევა ამ მუხლის
მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით. განმარტებისას სხდომის თავმჯდომარეს
ეკრძალება რაიმე ფორმით თავისი პირადი შეხედულების გამოხატვა იმ
საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტაც ნაფიც მსაჯულთა
კომპეტენციას განეკუთვნება.
4. სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს:
ა) ბრალდების შინაარსს და მის სამართლებრივ საფუძველს;
ბ) მტკიცებულებათა შეფასების ძირითად წესს;
გ) უდანაშაულობის პრეზუმფციის ცნებას და იმ გარემოებას, რომ ყოველგვარი
ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება;
დ) რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს სხდომის
თავმჯდომარის მიერ განმარტებულ კანონს და სასამართლო განხილვის დროს
გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას;
ე) რომ სხდომის მიმდინარეობისას მათ უფლება აქვთ, აწარმოონ და
გამოიყენონ ჩანაწერები;
ვ) რომ ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სასამართლო პროცესის დროს
გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ უნდა იქნეს
მიღებული მხედველობაში სხვისი მითითებით, რომ ვერდიქტი არ უნდა იქნეს
გამოტანილი ვარაუდის საფუძველზე ან დაუშვებელ მტკიცებულებათა
გამოყენებით;
ზ) თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე ვერდიქტის გამოტანის წესს;
თ) რომ ჯერ კენჭი უნდა უყარონ ყველა წარდგენილ ბრალდებაზე
გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება
გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით;
ი) რომ მათ ხელი უნდა მოაწერონ თითოეული ბრალდებისათვის
წარდგენილი ვერდიქტის ფორმებიდან მხოლოდ ერთს – გამამართლებელი ან
გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმას.
5. სხდომის თავმჯდომარე განმარტებას ამთავრებს ნაფიცი მსაჯულებისათვის
იმის შეხსენებით, რომ მათ ფიცი დადეს.
6. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მოსმენის შემდეგ ნაფიც
მსაჯულებს უფლება აქვთ, სხდომის თავმჯდომარეს წერილობით დაუსვან
დამატებითი შეკითხვები. დამატებითი განმარტებების მიცემა ხდება ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით.
7. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია მხარის შუამდგომლობით
განუმარტოს ნაფიც მსაჯულებს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა ჩაიდინა შედარებით
ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის შემადგენლობის ელემენტებს შეიცავს
წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ელემენტები. ამ
შემთხვევაში ნაფიც მსაჯულებს დამატებით წარედგინებათ გამამტყუნებელი
ვერდიქტის ფორმა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მუხლი 232. ნაფიცი მსაჯულის შეცვლა სათადარიგო მსაჯულით
1. თუ სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ ნაფიც
მსაჯულს არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობა, გამოვლინდა მისი აცილების
საფუძველი, ნაფიცმა მსაჯულმა დაარღვია ამ კოდექსის მოთხოვნები, სხდომის
თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულს ათავისუფლებს მისი მოვალეობის შესრულებისაგან
და მის ნაცვლად ნაფიც მსაჯულად ნიშნავს მსაჯულთა სიაში მომდევნო
სათადარიგო მსაჯულს.
2. თუ ნაფიც მსაჯულთა რაოდენობა ნაფიც მსაჯულთა ამ კოდექსით
განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, სხდომის თავმჯდომარე იწყებს
მსაჯულთა ხელახალ შერჩევას და საქმის განხილვა ამ კოდექსით დადგენილი წესით
იწყება თავიდან.
მუხლი 233. უფროსი მსაჯული
1. სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან
წილისყრის საფუძველზე ნიშნავს უფროს მსაჯულს.
2. უფროსი მსაჯული თავმჯდომარეობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს
თათბირს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სახელით წერილობითი შეკითხვით
მიმართავს სხდომის თავმჯდომარეს, აჯამებს კენჭისყრის საერთო შედეგებს, ადგენს
შესაბამის დოკუმენტებს, ხელს აწერს ვერდიქტს და სასამართლო სხდომაზე
აცხადებს მას.
3. უფროსი მსაჯულის გათავისუფლების შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო თავისი შემადგენლობიდან წილისყრის საფუძველზე ირჩევს ახალ
უფროს მსაჯულს.
მუხლი 234. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულთა მიერ ფიცის დადება
1. უფროსი მსაჯულის დანიშვნის (არჩევის) შემდეგ მსაჯულები დებენ ფიცს.
ფიცის ტექსტს კითხულობს სხდომის თავმჯდომარე: „ვფიცავ, პატიოსნად და
მიუკერძოებლად აღვასრულო ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა, გავითვალისწინო
ყველა კანონიერი მტკიცებულება, გადაწყვეტილება მივიღო შინაგანი რწმენის
საფუძველზე, როგორც შეეფერება სამართლიან ადამიანს!“.
2. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ მსაჯულთა სიაში რიგითობის მიხედვით
ყოველი მსაჯული ამბობს: „ვადასტურებ!“.
3. ასეთივე წესით დებენ ფიცს სათადარიგო მსაჯულები.
4. ფიცის დადების პროცედურა შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
5. ნაფიცი მსაჯული ფიცს ფეხზე ამდგარი დებს.
6. ფიცის დადების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს
განუმარტავს მათ უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 235. ნაფიც მსაჯულთა უფლებანი
1. ნაფიც მსაჯულს უფლება აქვს, თავის წერილობით მიმართვაზე მიიღოს:
ა) სასამართლოსგან განმარტება გამოსაყენებელი კანონის თაობაზე;
ბ) წინასწარი ინფორმაცია საქმის გარემოებებისა და გამოსაკვლევი
მტკიცებულებების შესახებ;
გ) სასამართლო სხდომის დროს დამატებითი განმარტება: სხდომის
თავმჯდომარისაგან – კანონის შესახებ, მოწმეთაგან – ფაქტობრივი გარემოებების
შესახებ, მხარეთაგან – დასკვნითი სიტყვების შესახებ;
დ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირის დროს დამატებითი
განმარტება მოსამართლისაგან კანონის შესახებ.
2. მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს სხდომის მიმდინარეობისას
ჩანაწერების გაკეთების უფლებას. ნაფიც მსაჯულებს სათათბირო ოთახში
გასვლამდე ეძლევათ სასამართლო სხდომის ოქმი, გარდა იმ ნაწილებისა, რომლებიც
ეხება დაუშვებელ მტკიცებულებებს.
მუხლი 236. ნაფიც მსაჯულთა (სათადარიგო მსაჯულთა, მსაჯულობის
კანდიდატთა) მოვალეობანი
1. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულებს ეკრძალებათ:
ა) სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვება;
ბ) ვერდიქტის გამოტანამდე საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის
გამჟღავნება ან საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით;
გ) განსახილველი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სხდომის
თავმჯდომარის გარდა სხვა პირებთან ურთიერთობა;
დ) განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება
სხდომის ფარგლებს გარეთ;
ე) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის
საიდუმლოების დარღვევა;
ვ) სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევა და სხდომის თავმჯდომარის
შესაბამისი მითითებების შეუსრულებლობა.
2. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაესწროს განსახილველ საქმესთან
დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს
თათბირს.
3. მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული
ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ პასუხისმგებლობას.
4. სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს ნაფიც მსაჯულებს, რომ
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე თავისი
ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გაათავისუფლებს მათ ნაფიც მსაჯულთა
მოვალეობის შესრულებისაგან.
მუხლი 237. ნაფიცი მსაჯულების სავალდებულო ინფორმირება საპროცესო
შეთანხმების არსებობის თაობაზე
სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს აწვდის ინფორმაციას
განსახილველ საქმესთან არსებითი კავშირის მქონე საკითხებზე საპროცესო
შეთანხმების არსებობის თაობაზე.
მუხლი 238. ბრალდებულის ნასამართლობა
ვერდიქტის გამოცხადებამდე ნაფიც მსაჯულებს არ უნდა ეცნობოთ
ბრალდებულის ადრინდელი სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ
პასუხისგებაში ყოფნის ან ნასამართლობის შესახებ (თუ ეს არ არის წარდგენილი
ბრალდების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი ან/და გამიზნული არ არის
ბრალდებულის ჩვენების სანდოობის შესამოწმებლად), აგრეთვე ნებისმიერი სხვა
მტკიცებულების შესახებ, რომელსაც კავშირი არა აქვს ბრალის დამტკიცებასთან.
3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი
ნაფიცი მსაჯულების გარეშე განიხილება
მუხლი 256. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირი
1. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მიღების შემდეგ ნაფიცი
მსაჯულები გადიან სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად. ნაფიც და
სათადარიგო მსაჯულთა გარდა, არავის არა აქვს უფლება, იმყოფებოდეს სათათბირო
ოთახში და რაიმე სახით გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე.
2. ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, შეწყვიტონ თათბირი მხოლოდ სხდომის
თავმჯდომარის თანხმობით.
3. ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის შემდეგ უფროსი მსაჯული
თანამიმდევრულად აყენებს ღია კენჭისყრაზე თითოეულ საკითხს სხდომის
თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული რიგითობით და ფორმულირებით. ჯერ კენჭი
ეყრება ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი
ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი
თანამიმდევრობით.
4. თითოეული ნაფიცი მსაჯული გამოხატავს თავის დადებით ან უარყოფით
დამოკიდებულებას საკითხისადმი. ნაფიც მსაჯულს უფლება არა აქვს, თავი
შეიკავოს ხმის მიცემისაგან. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაუყოვნებლივ
აცნობოს მოსამართლეს, თუ რომელიმე მსაჯული თავს იკავებს ხმის მიცემისაგან,
უგულებელყოფს მოსამართლის მიერ მიცემულ მითითებებს, ითვალისწინებს იმ
მტკიცებულებას, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლოში, გამოხატავს აშკარა
მიკერძოებას ან/და სხვაგვარად აშკარად არღვევს კანონს. ამ შემთხვევაში
მოსამართლე ვალდებულია გააფრთხილოს ნაფიცი მსაჯული და მის მიერ
დარღვევის განმეორების შემთხვევაში დაითხოვოს იგი. მოსამართლე ასევე
უფლებამოსილია ამავე საფუძვლით დაითხოვოს ნაფიც მსაჯულთა სრული
შემადგენლობა და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის
სხდომის თარიღი.
5. ნაფიცი მსაჯულები ხმას აძლევენ მსაჯულთა სიაში მათი რიგითობის
მიხედვით. უფროსი მსაჯული ხმას აძლევს ბოლოს და აჯამებს კენჭისყრის საერთო
შედეგებს.
მუხლი 257. დამატებითი განმარტებების მიღება
თუ სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას ან თათბირის პროცესში
ნაფიცი მსაჯული მიიჩნევს, რომ სჭირდება დამატებითი განმარტებები კანონის,
ფაქტობრივი გარემოებების, დასკვნითი სიტყვის შესახებ, იგი სხდომის
თავმჯდომარეს ერთჯერადად წერილობით წარუდგენს დამატებითი განმარტებების
თაობაზე მოთხოვნას შესაბამისი კითხვების მითითებით. სხდომის თავმჯდომარე ამ
კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით იღებს
გადაწყვეტილებას აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით.
წყარო: ახალი კონსტიტუცია

ღარიბაშვილი კონსტიტუციაში ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის ჩაწერის ინიციატივით გამოდის.

saz-1-irakli-ra
დაირღვევა თუა არა ამ ინიცივატით უმცირესობების უფლებები?
ჩემი აზრით მიუხედავათ იმისა რომ ყვლას აქვს უფლება იცხოვროს ის როგორც მას სურს.
ყველა თანასწორია მე თვითონაც ვთვლი რომ არ შეიძლება ადამიანის რაიმე ნიშნით დისკრიმაცია, მაგარამ ეს კანონი ჩემთვის მისაღეიბია რადგან როგროც ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა; ოჯახი ეს არს ქალის და მამაკაცის ერთობა. ეს კანონო მღებულია სვადასხვა ქვეყვებშიდაც.
მათი უფლებები დაირღვევა მაშინ როდესაც იქნება მათ მიერ შეურაცყოფა საზოგარდოების მხრიდან.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსტიტუციაში ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის ჩაწერის ინიციატივით გამოდის.

აღნიშნული ინიციატივით ღარიბაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მთავრობის სხდომის დაწყებისას მიმართა.

პრემიერის შეფასებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტი ასახავს ქართველი ხალხის შემწყნარებლობის ტრადიციას, რომლის თანახმადაც, განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების და განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად ცხოვრობენ.

“შესაძლოა, იყოს განსხვავებული მიდგომები და არ უნდა მოხდეს ამ თემით სპეკულირება, გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი – ხორვატია, ევროკავშირში შესვლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსებული კანონმდებლობით ოჯახი ისედაც განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, ვფიქრობ სასურველია ამ საკონსტიტუციო ჩანაწერის არსებობა. ეს კანონი არ ქმნის არავისთვის რაიმე ტიპის ახალ უფლებას; ის საზოგადოების არც ერთ ჯგუფს რაიმე ტიპის პრივილეგიას არ ანიჭებს.კანონი უზრუნველყოფს მხოლოდ იმას, რომ ყველამ თანაბრად ვისარგებლოთ იმ უფლებებით, რაც უკვე გვაქვს უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშილის განმარტებით, ოჯახის დეფინიციის კონსტიტუციით გამყარების ინიციატივა განხილული და მოწონებულია კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ.
წყარო:news.ge

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებ

სამქალაქო და პოლიტიკური უფლებები “პირველი თაობის ” უფლებებს მიეკუთვნება. ეს უფლებებია : სიცოცხლის, პირადი ხელშეუხებლობის , წამების აკრძალვის, სიტყვის თავისუფლების , რელიგიური მრაწამსის , სინდისის თავისუფლების, უდანაშაულობის პრეზუმციის , პირადი ინფორმაციის კონფედენციალურობის
ინფორმაცის მიღებისა და გაცნობის, სასამართლო წესით დაცვის , სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ( უფლება სამართლიან სასამართლოზე), გაერთიანებაში გაწევრიანების.
სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები
.სიცოცხლის უფლება
.ღირსების უფლება
.წამებისგან თავისუფლება
.დისკრიმინაციის დაუშვებლობა
.პირადი ხელშეუხებლობის უფლება
.სამართლიანი სასამართლოს უფლება
.პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება
.სამართლიანი სასამართლოს უფლება
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება
.უდანაშაულობის პრეზუმცია
.სითყვის, აზრის, საინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება
.გადადგილების უფლება
წყარო : nplg.gov.ge

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

preview10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა შესახებ, საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. მას შემდეგ 10 დე­კემბერი გამოცხადებულია ადამიანის უფლებათა დაც­ვის დღედ და იგი აღინიშნება ყველა ქვეყანაში, რომელიც მი­ერ­თებულია ამ დეკლარაციას. დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. კერძოდ, დოკუმენტით გათვალისწინებულია სიცოცხლის, პირადი ხელშეუხებლობის უფლებები, გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება, მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დაცვის უფლება და სხვა. საყოველთაო დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო, იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა. მაგრამ მისი დაცვა თითქმის ყველა ქვეყანამ მისთვის სავალდებულო ნორმების შემცველ საერთაშორისო ჩვეულებით სამართლად აქცია. დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის, ისეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, როგორებიცაა: ხელშეკრულება საერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, რომლებიც მიიღეს 1966 წელს და ძალაში შევიდა 1976 წელს. მისი სათაო ოფისი განთავსებულია ჟენევაში და წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში. წყარი :www.nplg.gov.ge/

რა ვალდებულება აქვს სახელმწიფოს?

სახელმწიფო ვალდებულია , რომ დაიცვას  ადამიანის უფლებები  და თავსიდუფლებები .

აესებობს სახელმწისფოს ვალდებულებათა სამი დონე.

პატივის ცემის ვალდებულება  – სახელმწიფო ვალდებულია , პატივი სცეს ადამიანის ღირსებას;

დაცვის ვალდებულება –  სალმწიფო ვალდებულია , საკანონმდებლო დონეზე აღიაროს ადამიანის უფლებები;

 შესრულების ვალდებულება – სახელმწიფო ვალდებულია , საკანონმდებლო დონეზე დეკლაცირებული  ადამიანის უფლებების დასაცავად ჩამოაყალიბოს გარკვეული მექანიზები. თავის მხრივ , შესრულების ვალდებულება არის ორი სახის : ადამიანის უფლებათა ხელშეწტობისა და უზრუნველყოფის.

წყარო: ucnauri.com

ადამიანთა გატაცება – ძველი ტრადიცია, ახალი მიზნები.

ადამიანის გატაცება როგორც შემდეგ თავში იქნება მოცემული ძირითადად სამჭოთა კავშირში იჩენდა თავს. თუმცა ვერ ვიტყვით რომ ეს პრობლემა როგორც საბჭოთა კავშირი, გაქრა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან. ეს თემა ოდიდგანვე იყო ადამიანში შიშისა და სინანულის მომგვრელი. მე მინდა უფრო ვრცლად გაგაცნოთ როდის იყო ადამიანის გატაცება ჩვეულებრივ მოვლენად აღიარებული და რა შეიცვალა საბჭოთა კავშირიდან დღემდე. ვიმედოვნებ ამ პოსტის ნახვის შემდეგ, უფრო მეტ ინფორმაციას შეიტყობთ.

images                                                                                                                                                        ევროკავშირის ექსპერტთა მონაცემების თანახმად, ადამიანთა გატაცების ფაქტებმა ყველაზე დიდი გავცელება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჰპოვა, რომელთა შორის ლიდერის პოზიცია ჩრდილოეთ კავკასიას, კერძოდ კი ჩეჩნეთს უკავია, რომელსაც პანკისის ხეობა ესაზღვრება. ადამიანთა ვაჭრობის ამ დანაშაულებრივმა სახემ- ადამიანების გატაცებამ 90-იანი წლებიდან დაიწყო „განვითარება“ და დღეს კრიმინალის ეს სახეობა შემოსავლებით ნარკოტიკებითა და იარაღის უკანონო ვაჭრობით ბიზნესს ხშირ შემთხვევაში უსწრებს კიდეც. ბოლო წლებში საქართველოში ადამიანების გატაცებამ პერმანენტული სახე მიიღო და ფულის გამოძალვასთან ერთად ამ გატაცებებს ძირითადად პოლიტიკური სარჩული ედო საფუძვლად. 2001-2003 წლებში პანკისის ხეობაში მომხდარი გახმაურებული გატაცებების შემდეგ მსოფლიო საზოგადოების თვალში საქართველოს იმიჯი საგრძნობლად დაეცა.

Continue reading

51 წლის მამაკაცმა 17 წლის გოგონა გააუპატიურა და შემდეგ წამებით მოკლა

მეგობრებო მინდა ჩემი, და არამარტო ჩემი ტკივილი გაგიზიაროთ. რამოდენიმე დღის წინ სოფ. თამარისში მოხდა საზარელი მკვლელობა, რომელმაც მთელი თამარისის და არამარტო თამარისის მოსახლეობა შეძრა. მინდა თვალი გადაავლოთ ინფორმაციას და იფრთხილოთ. დღესდღეისობით როგორც ჩანს სანდო აღარავინაა. უფალმა გაანათლოს მისი სული, ვუსამძიმრებ ოჯახს.

მეზობლების თქმით, თავდამსხმელმა მსხვერპლზე ჯერ სექსუალურად იძალადა, შემდეგ კი მას ბლაგვი საგანი ჩაარტყა და ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაიტანა, დაწვა და იქვე დამარხა.

загруженное

სოფელ თამარისის მცხოვრებლები ყვებიან, რომ მამაკაცმა არასრულწლოვანი გოგონას სახელით წერილიც დაწერა, სადაც ის მშობლებს საკუთარი გათხოვების შესახებ ატყობინებდა.
ვიდეო:   http://imedi.ge/index.php?pg=nws&id=26750
წერილის პოვნის შემდეგ, ოჯახის წევრებმა პოლიციას მიმართეს. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.მოკლულის ცხედარი ადგილზე კინოლოგების მიყვანის შემდეგ აღმოაჩინეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა მამაკაცმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა.

წყარო;http://droni.ge/