ძალადობა

images (13)
ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარგამიზნული გამოყენება მიმართული საკუთარი თავის, სხვა ადამიანის ან საზოგადოების წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ადგილი აქვს (ან არსებობს ამის დიდი ალბათობა) სიკვდილს, სხეულის დაზიანებას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, ნორმალური განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს.
2 . სინონიმები: აგრესია, სასტიკი მოპყრობა, შეურაცხოფა, იძულება, ხელყოფა, წამება, მუქარა. ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებელი ულებები. ძალადობის დღოს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება, და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებია. რა თქმა უნდა, ძალადობა შეიძლება განხორციელდეს არა მარტო ადამიანის მიმართ. ძალადობის მსხვერპლი ხშირად დაუცველი ცხოველიც ხდება. სასტიკი მოპყრობა განსაკუთრებით საზარელია მაშინ, როდესაც მას სუსტი და დაუცველი არსებების მიმართ სჩადიან. როგორც წესი, სწორედ ასეც ხდება. ძალადობას შეიძლება ახორციელებდეს ერთი ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ან მთელი საზოგადოება. მათი ძალადობრივი ქცევა შეიძლება ეხებოდეს მეორე ადამიანს ან სხვა ჯგუფს. ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია. მას კრძალავს და სჯის კანონი.

images (14)</

3.ძალზე მრავლისმომცველი ცნებაა და რამდენიმე ასპექტს აერთიანებს – ფსიქოლოგიურს, იურიდიულსა და სოციალურს. იურისპრუდენციაში მიღებული ზოგადი განმარტება ასეთია: ძალადობა მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს, გამოხატულს მუქარით ან ქმედებით, რომელსაც შედეგად მოჰყვება ქონების დაზიანება ან განადგურება, ანდა პიროვნების შეურაცხყოფა ან სიკვდილი. ოჯახი სახელმწიფოს საფუძველია, იგი არის სახელმწიფო სახელმწიფოში, ანუ გარკვეული მიკროსისტემა. მაკრო და მიკრო სისტემებს შორის გასაოცარი შინაგანი კანონზომიერება არსებობს, ერთის მდგომარეობა და კეთილდღეობა განსაზღვრავს მეორის მდგომარეობასა და კეთილდღეობას, და პირუკუ. ამდენად, ძალადობის განმარტება ოჯახზეც ვრცელდება, ოღონდ მოქმედების შემცირებული მასშტაბით
dzaladoba-00012

. 4.არამარტო ფიზიკური ძალმომრეობა, არამედ პიროვნების შეურაცხყოფა და მისი აბუჩად აგდება. ძალადობა შედგება სამი კომპონენტისაგან: მსხვერპლი, დამნაშავე და თვით ქმედება. თავისი ხასიათისა და შედეგების გათვალისწინებით, იგი ხშირად მოიაზრება როგორც კრიმინალი. ძალადობა მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს, გამოხატულს მუქარით ან ქმედებით, რომელსაც შედეგად მოჰყვება ქონების დაზიანება ან განადგურება, ანდა პიროვნების შეურაცხყოფა ან სიკვდილი. ოჯახში ძალადობის ფორმებია: ფიზიკური ძალადობა (ცემა), სექსუალური ძალადობა, მუქარა, ემოციური ძალადობა (სისტემატური ყვირილი, გინება), საზოგადოებისგან იზოლაცია, რაიმე ქმედების მუქარით აკრძალვა, დაშინება და ა.შ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი (პირობითად ასე ვუწოდოთ მათ) შეიძლება იყოს ქალი, ბავშვი, ინვალიდი, მოხუცი და, იშვიათად, მამაკაცი. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქმრის ძალადობა ცოლზე და მშობლების – შვილებზე.
qartuli_agzrda

562017_486220211402878_1813294723_n
წყარო: http://www.nplg.gov.ge

Advertisements

6 thoughts on “ძალადობა

  1. არა ძალადობას! მართალი ხარ ელენე, ყველაფერი ცუდი მოდის ძალადობიდან, მე მოხარული ვიქნები თუ შენ ბევრი ადამიანი მოგბაძავს და ყველა გაათვითცნობიერებს რომ ძალადობით ვერაფერს მიაგწევ ჯანსაგად მოაზროვნე ადამიანთან! ვიყოთ ცივილურები, მე მოხარული ვარ რომ შენხელა გოგო ხვდება რა შედეგი შეიძლება მოყვეს ყველაფერ ამას, ძალადობას, დაშინებას და ზეწოლას. ვისურვებ რომ ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულად გიხილო. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s