როგორ შეიძლება დავეხმარო სახალხო დამცველს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში?

загруженное (2)
სახალხო დამცველი და მისი აპარატი ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ადამიანებს თავისუფლება ეზღუდებათ, სწავლობს ინდივიდუალურ საჩივრებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს დარღვეული უფლებების აღსადგენად, ახორციელებს სამოქალაქო განათლების პროცესს, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია ადამიანის უფლებების და მისი დაცვის შესაძლებლობებზე. სახალხო დამცველს აქვს საკმაოდ ძლიერი და ფართო მანდატი, რომელიც იცავს თითოეულ მოქალაქეს.
უნდა ითქვას, რომ რთულია ერთმა ომბუდსმენმა და მისმა 65 ადამიანისგან შემდგარმა ოფისმა ცალმხრივად დაიცვას 4 მილიონზე მეტი ადამიანის უფლებები. საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, რათა ქვეყანაში ადამიანის უფლებები იყოს უფრო დაცული და რეალიზებული! ომბუდსმენის წარმომადგენელი არამხოლოდ მისი რეგიონული ოფისები და თანამშრომლებია – ომბუდსმენის წარმომადგენელი არის თითოეული მოქალაქე, რომელიც მოქმედებს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი უფლებების დასაცავად, რომელსაც ესმის, რომ მისი უფლებების დაცვა არ არის წერტილი, არამედ სხვისი უფლებების დაცვაზე გავლებული ხაზია.
ნებისმიერი მოქმედება, რომლითაც თქვენ საკუთარი ან სხვისი უფლებების დაცვას ეცდებით მაშინ, როცა ბავშვის მიმართ ძალადობენ, როცა განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანს დევნიან, ხანდაზმულის უფლებებს არღვევენ, დასაქმებულს უსამართლოდ ეპყრობიან, პატიმარს აწამებენ ან არაადამიანურად ეპყრობიან, უმცირესობაში მყოფ მოქალაქეებს ავიწროებენ, განსხვავებების გამო უფლებას ართმევენ, თავისუფლებას უკანონოდ უზღუდავენ – არის მოქმედება ადამიანის უფლებების დაცვისთვის და შესაბამისად მხარდაჭერა ომბუდსმენის ინსტიტუტის ფუნქციონირებისადმი.
წყარო : http://www.ombudsman.ge

Advertisements

One thought on “როგორ შეიძლება დავეხმარო სახალხო დამცველს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s