ქალების შრომითი უფლებები და კანონი.

8

საქართველოში ყველა სხვა უფლებებთან ერთად კანონით დაცულია ქალთა შრომის უფლებებიც. იგი დარეგულირებულია “საქართველოს შრომის კოდექსით”, რომელის ძალაში 2006 წელს შევიდა.საქართველოში ყველა სხვა უფლებებთან ერთად კანონით დაცულია ქალთა შრომის უფლებებიც. იგი დარეგულირებულია “საქართველოს შრომის კოდექსით”, რომელის ძალაში 2006 წელს შევიდა.

თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ახალ კოდექსში მანამდე მოქმედ “საქართველოს შრომის კანონთა კოდექსთან” შედარებით ქალთა შრომითი უფლებები შეიზღუდა. ძველ კოდექსში მკვეთრად იყო გათვალისწინებული და განსაზღვრული ქალთა შრომის პირობების თავისებურებანი, ის თუ რა სამუშაოს შესრულება ევალება ქალს და როგორ უნდა დაიცვას საკუთარი დარღვეული შრომითი უფლება. ამ უფლებებს ახალ შრომით კოდექსში ვერსად ნახავთ. თუმცა, პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც “საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში” ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. მანამდე, სანამ არსებული კანონის დახვეწა მოხდება, გთავაზობთ, კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, იურისტ ირაკლი ყანდაშვილისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერი მოსამართლე მირანდა ერემაძის განმარტებებს ქალთა შრომით უფლებებზე.

“საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის” 156-ე მუხლით, აკრძალული იყო ქალის შრომის გამოყენება მძიმე და შრომის მავნე პირობებიან სამუშაოებზე, აგრეთვე მიწისქვეშა სამუშაოზე, გარდა ზოგიერთი მიწისქვეშა სამუშაოებისა (არაფიზიკური მუშაობა ან მუშაობა სანიტარიული და საყოფაცხოვრებო მომსახურების დარგში). ძველი კანონმდებლობა დამქირავებელს უკრძალავდა “ქალის შრომის გამოყენებას ღამის სამუშაოებზე, სახალხო მეურნეობის იმ დარგების გარდა, სადაც ეს გამოწვეულია განსაკუთრებული აუცილებლობით და ნებადართულია როგორც დროებითი ღონისძიება.”

ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილის განმარტებით, დღეს მოქმედ “საქართველოს შრომის კოდექსში” კი, ქალებისა და მამაკაცების შრომის უფლებებში განსხვავებაა მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ორსულის, ახალნამშობიარების ან მეძუძური ქალის დასაქმებას ეხება.

დასაქმებულ ქალებს განსაკუთრებული შეღავათები შვებულების სახით მხოლოდ ორსულობის, მშობიარობისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ეძლევათ“შრომის კოდექსის მიხედვით, ქალები შვებულებით სარგებლობენ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 477 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში 140 კალენდარული დღე. საინტერესოა, რომ აღნიშნული შვებულება მანდილოსნებს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლიათ გადაანაწილონ ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე. რაც შეეხება მსგავსი შვებულების დაფინანსებას, უნდა აღინიშნოს, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება ასევე შეთანხმდნენ დამატებითი ანაზღაურების თაობაზეც,” – განმარტავს ირაკლი ყანდაშვილი.

შვებულება გაიცემა მშობიარობამდე 70 კალენდარული დღის ხანგრძლივობით, ხოლო მშობიარობის შემდეგ – 56 (გართულებული მშობიარობის ან ორი და მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში – 70) კალენდარული დღის ხანგრძლივობით.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s