ჰომოფობია

დღეს შევეცადე დამედო ისეთი პოსტი, რომელიც არანაკლებ აქტუალურია დღევანდელ საზოგადოებაში. ვიმედოვნებ რომ გაითვალიწინებთ ჩემს რჩევებს და დამეხმარებით არსებული პრობლემის ერთად მოგვარებაში. თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენრატის სახით.

ტერმინი ჰომოფობია ნიშნავს უსაფუძვლო შიშს, განდგომას, ან დისკრიმინაციას ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ.
ევროპარლამენტის მიერ 2006 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ტერმინი ჰომოფობია ასეა განმარტებული:

ჰომოფობია წარმოადგენს წინასწარგანწყობაზე დაფუძნებულ ირაციონალურ შიშსა და სიძულვილს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა
.images (1)
მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც 1990 წლის 17 მაისს ჰომოსექსუალობა ფსიქიურ დაავადებათა სიიდან ამოიღო. თუმცა, ამით ლგბტ ადამიანთა ბრძოლა თანაბარი უფლებებისათვის არ დასრულებულა. ამ დღის აღიარება საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რომელიც გმობს ადამიანთა დისკრიმინაციას რასობრივი, ეროვნული, კულტურული, რელიგიური თუ სხვა რამ ნიშნით, გარკვეულ ვალდებულებებს აყენებს იმ სახელმწიფოთა წინაშეც, რომლებიც არასაკმარის ყურადღებას უთმობენ ჰომოფობიასა და ლგბტ ადამიანების მდგომარეობას ქვეყანაში.
2005 წლიდან 17 მაისს, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (International Day Against Homophobia – IDAHO), მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღისათვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭების იდეა ფრანგ მეცნიერსა და მწერალს ლუი-ჟორჟ ტენს ეკუთვნის. გაეროში გაგზავნილ მიმართვას, ხელი ადამიანთა უფლებებისათვის მებრძოლმა 10 000-ზე მეტმა აქტივისტმა მოაწერა მსოფლიოს 35 ქვეყნიდან. ამ მოთხოვნას, ცხადია, თავისი მიზეზები ჰქონდა.

images (2)

XXI საუკუნეში მსოფლიოს ოთხმოცდაექვს ქვეყანაში ჰომოსექსუალობა კანონითაა აკრძალული და ისჯება – ზოგ ქვეყანაში სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს, ზოგან კი ადამიანებს სიკვდილით სჯიან. რაღა თქმა უნდა, ჰომოსექსუალობის ამოღება ფსიქიკურ დაავადებათა სიიდან და მისი დეკრიმინალიზაცია წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ანტიდისკრიმინაციული კანონის არარსებობის პირობებში, ლგბტ (ლეზბი-გეი-ბისექსუალი-ტრანსსექსუალი) ადამიანები ხშირად ხდებიან საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიის მსხვერპლნ.

ჰომოსექსუალების ჯარში მსახურებას, შეგახსენებთ ევროსასამართლოს ერთ–ერთ გადაწყვეტილებას UK–ის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც დიდმა ბრიტანეთმა გააუქმა ჰომოსექსუალებისთვის სამხედრო ძალებში მსახურების აკრძალვ.

ჰომოფობია შეიძლება განისაზღვროს როგორც სიძულვილი გეი ან ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ ან მათი ცხოვრების სტილის ან კულტურის მიმართ ან ზოგადად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ. მსოფლიოს ბევრ ნაწილში განსხვავებული (განსხვავებული უმრავლესობისაგან) ორიენტაციის მქონე ინდივიდები არიან დისკრიმინაციის საგანი, რაც ვარირებს შეურაცყოფიდან მკვლელობამდე. ბევრ ქვეყანაში ჰომოსექსუალობის პრაქტიკა ჯერ კიდევ დანაშაულად ითვლება და ზოგიერთ მათგანში სიკვდილით ისჯება. თუმცა, ევროპის ფარგლებში პროგრესი მიღწეულია ცვალებად კანონმდებლობაში ბევრი ადამიანი კვლავ განიხილავს ჰომოსექსუალობას როგორც დაავადებას, ფსიქოლოგიურ დარღვევას ან არაბუნებრივ მდგომარეობას.

a24634
ანტიპათია ან სიძულვილი ჰომოსექსუალების ან ლესბოსელების, მათი ცხოვრების წესის, კულტურის, ანდა საერთოდ იმ ხალხის მიმართ, რომლებსაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვთ, მათ შორის ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების მიმართ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s