10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

preview10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა შესახებ, საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. მას შემდეგ 10 დე­კემბერი გამოცხადებულია ადამიანის უფლებათა დაც­ვის დღედ და იგი აღინიშნება ყველა ქვეყანაში, რომელიც მი­ერ­თებულია ამ დეკლარაციას. დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. კერძოდ, დოკუმენტით გათვალისწინებულია სიცოცხლის, პირადი ხელშეუხებლობის უფლებები, გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება, მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დაცვის უფლება და სხვა. საყოველთაო დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო, იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა. მაგრამ მისი დაცვა თითქმის ყველა ქვეყანამ მისთვის სავალდებულო ნორმების შემცველ საერთაშორისო ჩვეულებით სამართლად აქცია. დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის, ისეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, როგორებიცაა: ხელშეკრულება საერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, რომლებიც მიიღეს 1966 წელს და ძალაში შევიდა 1976 წელს. მისი სათაო ოფისი განთავსებულია ჟენევაში და წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში. წყარი :www.nplg.gov.ge/

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s