ღარიბაშვილი კონსტიტუციაში ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის ჩაწერის ინიციატივით გამოდის.

saz-1-irakli-ra
დაირღვევა თუა არა ამ ინიცივატით უმცირესობების უფლებები?
ჩემი აზრით მიუხედავათ იმისა რომ ყვლას აქვს უფლება იცხოვროს ის როგორც მას სურს.
ყველა თანასწორია მე თვითონაც ვთვლი რომ არ შეიძლება ადამიანის რაიმე ნიშნით დისკრიმაცია, მაგარამ ეს კანონი ჩემთვის მისაღეიბია რადგან როგროც ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა; ოჯახი ეს არს ქალის და მამაკაცის ერთობა. ეს კანონო მღებულია სვადასხვა ქვეყვებშიდაც.
მათი უფლებები დაირღვევა მაშინ როდესაც იქნება მათ მიერ შეურაცყოფა საზოგარდოების მხრიდან.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსტიტუციაში ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის ჩაწერის ინიციატივით გამოდის.

აღნიშნული ინიციატივით ღარიბაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მთავრობის სხდომის დაწყებისას მიმართა.

პრემიერის შეფასებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტი ასახავს ქართველი ხალხის შემწყნარებლობის ტრადიციას, რომლის თანახმადაც, განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების და განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად ცხოვრობენ.

“შესაძლოა, იყოს განსხვავებული მიდგომები და არ უნდა მოხდეს ამ თემით სპეკულირება, გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი – ხორვატია, ევროკავშირში შესვლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსებული კანონმდებლობით ოჯახი ისედაც განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, ვფიქრობ სასურველია ამ საკონსტიტუციო ჩანაწერის არსებობა. ეს კანონი არ ქმნის არავისთვის რაიმე ტიპის ახალ უფლებას; ის საზოგადოების არც ერთ ჯგუფს რაიმე ტიპის პრივილეგიას არ ანიჭებს.კანონი უზრუნველყოფს მხოლოდ იმას, რომ ყველამ თანაბრად ვისარგებლოთ იმ უფლებებით, რაც უკვე გვაქვს უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშილის განმარტებით, ოჯახის დეფინიციის კონსტიტუციით გამყარების ინიციატივა განხილული და მოწონებულია კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ.
წყარო:news.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s