უფლებები

1948 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ იქნა საერთაშორისო აქტი ადამიანის უფლებებზე. რომლის მიხედვით საზოგადოების თითოეულ წევრს, კანონით მინიჭებული უფლებების გარდა, აქვს ძირითადი, ფუნდამენტური უფლებები. დეკლარაციაში გამოცხადებულია ადამიანის ძირითადი უფლებები – სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის შერჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევბენის მეშვეობით სახელმწიფოს მართვა გამგეობაში მონაწილეობეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების ,დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა.შ. დეკლარაციის მიღების დღე 10 დეკემბერი გამოცხადებულია ადამიანის უფლებათა დღედ და საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნება. ყოველ ადამიანს აქვს :რელიგიის, მრწამსის, კრებების და ასოციაციების თავისუფლება. სიცოცხლის, თავისუფლების და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.

აკრძალულია: მონობა, მონებით ვაჭრობა, წამება, სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი ქმედება. ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის, სისხლის საპროცესო სამართლისა და საოჯახო სამართლის ძირითადი დემოკრატიული პრინციპები.

დეკლარაციის მოთხოვნაა ეს უფლებები და თავისუფლებები ვრცელდებოდეს ყველა ადამიანზე განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, ეროვნული თუ სოციალური წამომავლობისა, წოდებრივი თუ ქონებრივი ცენზისა. ადამიანის უფლებები ყველა კონსტიტუციებსა და კანონმდებლობაზე მაღლა დგას. ადამიანის უფლებები ზღუდავს სახელმწიფოს ქმედებებს, უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლე ს და თავისუფლებას. სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა, ადამიანის უფლებების აღიარება და დაცვა. ადამიანები იბადებიან და რჩებიან თავისუფალნი და თანასწორუფლებიანები. მიუხედავად საერთაშორისო სამართლის არსებობისა, ადამიანთა უფლებების დარღვევა და შეზღუდვა გრძელდება. დისკრიმინაცია, ბავშვთა უფლებების დარღვევა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არათავისუფალი მედია, რასიზმი, ქსენოფობია, ჰომოფობია სამწუხაროდ, დღემდე ქართული რეალობის ნაწილია.

დისკრიმინაცია – ადმიანის უფლებათა რაიმე შეზღუდვა სოციალური, რასობრივი, ერვნულიენობრივი, სქესობრივი კუთვნილების, პოლიტიკური, რელიგიური ან სხვაგვარ შეხედულებათა, აგრეთვე ქონებრივი, ასაკობრივი, სოციალური ან სხვაგვარი მდგომარეობის მიხედვით.

რასიზმი – ნებისმიერი განსხვავება, გამონაკლისი, შეზღუდვა, ან უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ნაციონალური ან ეთნიკური კუთვნილების მიხედვით. ქსენოფობია(ბერძნ: „შიში უცხოელის მიმართ“) – შფოთვა, რომელიც ყოველივე უცხოს მიმართ ნეგატიური სტერეოტიპული დამოკიდებულებებითა და წინასწარ განსჯებით ხასიათდება. სამყაროს ქსენოფობიური აღქმის სოციალური და კულტურული ფენომენებია დაყოფა „ჩვენება“ (კარგებად) და „სხვებად“ (უცხოებად/ცუდებად). სიძულვილის დამთესავი განცხადება – ნებისმიერი განცხადება (ზეპირი თუ წერილობითი), რომელიც მიზნად ისახავას, დათეოსოს სიძულვილი ადამიანის ჯგუფის მიმართ და ეფუძნება ამ ადამიანების გარკვეულ დამახასიათებელ ნიშნებს – რასას, კანის ფერს, რელიგიას, მოქალაქეობას, ეროვნულ წამრმომავლობას თუ სექსუალურ ორიენტაციას. სიძულვილის დამთესავი განცხადება არ თავსდება სიტყვის თავისუფლების ჩარჩოებში და აკრძალულია საერთაშორისო სამართლით!!

ჰომოფობია – შიში ან ზიზღი სექსუალური უმცირესობების, მათი ცხოვრების სტილის ან, ზოგადად, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ.

წყარო: http://www.google.ge/

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s