რელიგიის თავისუფლება.

1e3945c60f89
რადგან ადამიანის უფლებები უფრო მეტად მსოფლმხედველობის საკითხია ვიდრე იურდიული კაზუისტიკის, ჩემი საუბარი შეძლებისდაგვარად მოწყვეტილი იქნება სამართლებრივი ორბიტიდან და უფრო მეტად სოციალურ გარემოზე გავაკეთებ ხაზგასმებს. ადამიანის უფლებები არის რწმენა იმისა, რომ არსებობს ღირებულებათა სისტემა, რომელსაც ემყარება სოციალური ურთიერთობები. უფლებები კონცეფცია იძლევა შანსს გავიაზროთ, რომ ჩვენ, ადამიანებს, რომელებიც ერთმანეთისგან აბსოლუტურად განვსხვავდებით, შეგვიძლია ერთმანეთის გვერდით თანაცხოვრება. ამ აზრით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არის თავისუფალი თავის მრწამსსა და პიროვნების თავისუფალ განვითარებაში. ადამიანის უფლებები ნიშნავს გწამდეს ადამიანის.

საქართველოში სტატისტიკური მონაცემებით, ორ ათეულამდე გაერთიანება ეწევა რელიგიურ საქმიანობას. მე არა ვარ თეოლოგი, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ყველა ამ რელიგიის უმთავრესი ღირებულება არის ადამიანის თავისუფლების კონცეფცია, ის რაც ადამიანს ღმერთის პირისპირ ყოფნის შანსს აძლევს.
faith symbols around globe
არსებობს არარელიგიური და ფილოსოფიური შეხედულებების სისტემები, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანის, როგორც უზენაესი ღირებულების, კონცეფციას ეყრდნობა.

იგივე შეიძება ითქვას ათეიზმზე.

თუ ადამიანის უფლებებისა და რელიგიურ დოქტრინას წარმოვიდგენთ, როგორც ჯაჭვის ორ ბოლოს, მაშინ რელიგიის თავისუფლება ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ ადამანის თავისთავადობის კონცეფცია, იქნება ის რგოლი, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს. სწორედ ამიტომ, მინდა ვისაუბრო რელიგიის თავისუფლებაზე, არა როგორც სამართლებრივ სტანდარტზე, არამედ როგორც სოციალური თანაცხოვრების ფორმაზე, რომელიც ტოლერანტულ გარემოს უზრუნველყოფს. შესაბამისად, ამ მოხსენებაში ჩემს მიერ, მოხმობილი მაგალითები არ მინდა აღიქვათ როგორც ურიდიული კაზუსები, რადგან ეს მდგომარეობა ჩვენი ყოველდღიურობის თანმდევია, ეს არის გარემო, რომელშიც ყველა ჩვენთაგანს უწევს არსებობა.

რელიგიის თავისუფლება ადამიანის თვითგამორკვევის საწყისია. მისი მეშვეობით ყალიბდება შეხედულებები სამყაროზე და ადამიანები საკუთარ ცხოვრებას წარმართავენ იმგვარად, როგორც ეს მათი რწმენის რელევანტურია. რელიგიის გამოხატვა არ არის მხოლოდ კონკრეტული პირის სურვილი, რომელიც შეიძლება საკუთარ თავშივე დაითრგუნოს, იგი ცხოვრების წესია და ეს წესი არის ვალდებულება, რომელიც თითოეულ მორწმუნეს საკუთარი რელიგიის უზენაესი ძალის მიმართ აქვს აღებული. მისმა შეუსრულებლობამ, ან შესრულებაში ხელშეშლამ (იმისდა მიუხედავად, იქნება ეს ფიზიკური თუ მორალური ზეწოლის შედეგად გამოწვეული) პირი სულიერ ტანჯვამდე შეიძლება მიიყვანოს. ადამიანის რელიგიური შეხედულება, რომელსაც ეფუძნება ადამიანის ქმედებები წარმოადგენს გამოხატვას და სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება არ ჩაერიოს მასში, არ დაუშვას მესამე პირისგან ზეწოლის შემთხვევები, იმ შემთხვევაში კი, როდესაც არსებული რეალობა არ აძლევს საშულებას პირს ისარგებლოს ამ უფლებით, გაატაროს პოზიტირუი ღონისძიებები ამ უკანასკნელის გასაძლიერებლად.

თავისუფლება გაიაზრება, როგორც თვითნებობის უარყოფა.

ეს ნიშნავს, არსებობს პრეზუმფცია, რომ ნებისმიერი თავისუფლებით და მათ შორის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობა კეთილსინდისიერად იქნება განხორციელებული. ჩვეულებრივ რელიგიები საფრთხის შემცველნი არ არიან. რელიგიური მოთხოვნები თავის თავში გულისხმობს მათ სერიოზულობასაც. კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული რელიგიური წესი შეიძლება კონკრეტული რელიგიის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენდეს, ამიტომ სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელმაც შეიძება სათანადოდ ვერ უზრუნველყოს პირის მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობა აღქმული უნდა იყოს, როგორც სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევა უფლებით სარგებლობაში.

2. არსებული პრობლემები

როდესაც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტურიდან დამიკავშირდნენ და დისკუსიაში მონაწილეობა, შესაბამისად მოხსენების მომზადება, მთხოვეს. გადავწყვიტე, რომ პრობლემები, რომლებიც ამ კუთხით არსებობს ორ ნაწილად გამეყო. მინდოდა ერთი ნაწილი განმეხილა, როგორც უკვე ძირძველი საკითხები, ხოლო მეორეს მხრივ წარმომეჩინა ტენდენციები, რომლებმა უკანასკნელ პერიოდში იჩინა თავი.

თუმცა, მას შემდეგ რაც კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი სახალხო დამცველის ანგარიშებს 2004 წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, მივხვდი, რომ ყველა პრობლემას რომელიც დღეს დღეობით ამ კუთხით არსებობს თავისი წინამორბედი შემთხვევა ან წარსულში არსებული მიზეზი გააჩნია.

საქართველოში ყველაზე ცოტა უკანასკნელი თხუთმეტი წელია, არსებობს პრობლემები, რომლებიც უკვე ტრადიციულადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. უხეშად რომ, ვთქვათ მათგან ერთი ნაწილი საზოგადოებიდან – ხოლო, მეორე ნაწილი კი ხელისუფლებისგან მოდის. მაგრამ თუ შევთანხმდებით, რომ ხელისუფლება, ადრე თუ გვიან, მაინც საზოგადოების კრიტიკული მასის დაკვეთის შემსრულებელია, მაშინ ალბათ იმ დასკვნამდეც მივალთ, რომ ნებისმიერი პრობლემის არსებობაში ჩვენი წილი ნეგატიური პასუხისმგებლობა გაგვაჩნია.

2.1 კონსტიტუციური შეთანხმება

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია შორის არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება. რომელთან დაკავშირებითაც ორი პრობლემა იკვეთება, ერთი ის არის რომ სახლემწიფო დღემდე სადავოა შეთანხმებით აღებულ ზოგიერთ ვალდებულების სახელმწიფოს მიერ შესრულება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რელიგიისადმის სახელმწიფოს რევერანსულ–ფასადურ დამოკიდებულებაზე.

მეორე პრობლემა, უკავშირდება უფლებრივ მდგომარეობას საქართველოს სამოციქულო–ავტოკეფალურ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს შორის.
ზოგადად აღიარებულია, რომ თავითავად სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებას შორის ხელშეკრულების არსებობა არ წარმოადგენს სხვა რელიგიური გაერთიანებებისადმი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს. უფლებებისათვის მნიშვნელოვანია, არა სამართლებრივი ფორმები, არამედ სამართლებრივი მდგომარეობა, უფლების გამოხატულება სოციალურ ცხოვრებაში. შესაბამისად, სახელმწიფოს შეუძლია ერთ რელიგიურ გართიანებასთან დადოს ინდივიდუალური ხელშეკრულება, სხვებითან კოლექტიური შეთანხმება, დანარჩენების სტატუსი განსაზღვროს კანონით და ა.შ.

მთავარია ყველა ამ სუბიექტს უფლებრივი მდგომარეობა ფაქტობრივად იყოს თანაბარი.

კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს გარკვეული საგადასახადო შეღავათებით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებზე კი არაფერია ნათქვამი. ასევე ბუნდოვანია სხვა რელიგიური გაერთიანებების საკულტო ნაგებობების სახლემწიფოს მიერ გადაცემის საკითხი. რაც მათ ირიბ (ეს ტერმინი სრულიად არ არბილებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც სახლემწიფოს აწევს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე) დისკრიმინაციას იწვევს.

2.2 სახელმწიფო დაფინანსება;

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის სახელმწიფოს მიერ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება. უფლებების თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ რელიგიის დაფინანსება დარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს უნდა ემყარებოდეს გონივრულ ფორმულას და არათანაბარ მდგომარეობაში არ უნდა აყენებდეს რელიგიურ ორგანიზაციებს, როგორც ეს ამჟამად საქართველოშია.

2.3 რელიგიური შეუწყნარებლობა

ეს თემა შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად ერთი საჯარო მოხელეების მიერ რელიგიური უმცირესობების უფლებების შელახვა და მეორე კერძო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემთხვევები.

რამდენიმე თვის წინ სახალხო დამცველს მიმართეს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ინციდენტის შესახებ, განმცხადებლების ინფორმაციით სოფლის რწმუნებულმა ერთ–ერთი რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებს რელიგიურ ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა (ამჟამად საქმე შეშწავლის პროცესშია;). სხვა შემთხვევაში ევანგელურ–ორმოცდაათიანული ეკლესიის იმერეთის რეგიონის პასტორის, ახსნა–განმარტების მიხედვით, კი ვანის შს სამმართველოს უფროსის მოადგილემ მას განუცხადა, რომ ვინაიდან ქალაქ ვანის მაცხოვრებლები ორმოცდაათიანელთა რელიგიური შეკრებების წინააღმდეგნი იყვნენ, რელიგიური თემის წარმომადგენლებს ღვთისმსახურების შესაძლებლობას ვერ მისცემდნენ. პასტორი აღნიშნავდა, რომ მას აღნიშნულმა პირმა შემდეგი სიტყვებით: ,,ჩვენ ვართ ქართველები, მართლმადიდებლები და ჩვენთვის მიუღებელია ჩვენს ქალაქში სექტების არსებობა“ (იხ: სახალხო დაცველის 2008 წლის მეორე ნახევრის მოხსენება) საჯარო მოხელების მხრიდან რელიგიის თავისუფლების დარღვევას და დისკრიმინაციას წარსულში რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. მაგ: შეუწყნარებლობის გამო დევნა შსს კონსტიტუციური უსაფრთხობის დაცვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომელმა განახორციელა, ხოლო საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორისადმი წერილში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას ,,ძირგამომთხრელი,, უწოდა და გაამართლა შსს ოფიცრის დანაშაულებრივი ქმედება (იხ: სახალხო დაცველის 2007 წლის პირველი ნახევრის მოხსენება).

დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოვლინდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საპასუხო წერილში თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის გიორგი ქორქაშვილის მიმართვაზე, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვდა განემარტა, შესაძლებელი იყო თუ არა რელიგიური გაერთიანება ,,იეჰოვას მოწმის’’ ხუცესს, ესარგებლა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებით.

ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავდა, რომ იეჰოვას მოწმე სასულიერო პირი ვერ ისარგებლებს კანონით გათვალისწინებული საშეღავათო ნორმით. ამის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ იეჰოვას მოწმეთა ხუცესები ასევე უნდა სარგებლობდნენ გადავადებით, როგორც სხვა რელიგიათა მღვდელმსახურები (იხ: სახალხო დაცველის 2007 წლის პირველი ნახევრის მოხსენება).

2007 წლის 10 მარტს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზოტში სამმართველოს უფრომა ბესარიონ გელენიძემ ადგილობრევ მუსლიმ მოსახლეობას შემდეგი სიტყვებით მიმართა – ,,თქვენ რა ქართველები ხართ, თათრები ხართ! თუ ქართველები ხართ თავზე რატომ გახურავთ?“ ბესარიონ გელენიძეს შს მინისტრის 2007 წლის 18 ივნისის #874 ბრძანებით შეეფარდა დისციპლინური სახდელი – საყვედური (იხ: სახალხო დაცველის 2007 წლის პირველი ნახევრის მოხსენება).

მეორეს მხრივ ხშირია რელიგიური უმცირესობების დევნა კერძო პირების მიერ (იხ: სახალხო დაცველის მოხსენებები 2004 წლის მეორე ნახევრიდან 2007 წლის მეორე ნახევრამდე, ასევე 2008 წლის მეორე ნახევრის მოხსენება;). საინტერესოა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშებში დაფიქსირებულია ორი შემთხვევა, როდესაც ძალადობას საქართველოს რეალობაში უმცირესობაში მყოფი, მაგრამ კონკრეტულ რეგიონში უმრავლესობაში მყოფი რელიგიური გაერთიანების მიმდევრები ახორციელებდნენ (იხ: სახალხო დაცველის 2006 წლის პირველი ნახევრის და 2005 წლის მეორე ნახევრის მოხსენებები).

ამგვარი ფაქტები გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ საზოგადოებაში ზოგადად არსებობს არატოლერანტული გარემო, რომელიც არ არის მზად შეეგუოს განსხვავებულის არსებობას.

2.3 სიძულვილის ენა

საქართველოს კანონმდებლობით სიძულვილის შემცველი განცხადებების გამონათქვამები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ექცევა, სიძლვილის გამონათქვამის ობიექტებს სამოქალაქო წესით შეუძილიათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. რაც შეეხება სახელმწიფოს, იგი ქართული კანონმდებლობის თანახმად მსგავს შემთხვევებში ნეიტრალურია.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია (ECRI) საქარველოს შესახებ მეორე მოხსენებაში (2006 წელი) რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას რასობრივი შეურაცხყოფა და რასისტული განცხადებების შემცველი მასალების საჯარო გახმაურება ან გავრცელება მიაკუთვნოს სისხლის სამართლის დანაშაულს, თუმცა აღნიშნული რეკომენდაცია დღემდე არავის დაუთვალისწინებია. ქართლი მედია, კი გაჯერებულია ამგვარი გამოთქმებით.

3. დასასრულს

საქართველოში სახელმწიფო რელიგიასთან მიმართებით კონფორმისტული, არათანმიმდევრული და ყალბია, ერთის მხრივ შებოჭილია საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებებით, ხოლო მეორეს მხრივ ამ საქართველოში არსებული სიტუაციით არის შემოფარგლული. ეს არ ც არის გასაკვირი, ხელისუფლება (იგულისხმება ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც კონკრეტულ მომენტში იღებს გადაწყვეტილებას) თავად არის საზოგადოების ნაწილი, ამიტომ განპირობებულია მისით და სრულიად არ ეხალისება საკუთარი შეხედულებების წინააღმდეგ მოქმედება.

თუ კარგად დავუკვირდებით ეს პრობლემები არსებითად ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი.

ეს ნიშნავს, რომ ამ მხრივ საქართველოში არის სისტემური პრობლემები. ამ მდგომარეობას ერთის მხრივ ხელისუფლბის უმოქმდება განაპირობებს, რომელიც ერიდება ნაკლები ყურადღება გაამახვილოს საზოგადოებისათვის სენსიტიურ თემაზე, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოება, ხედავს რა ხელისუფლების ამგვარ დამოკიდებულებას უფრო და უფრო მეტად არატოლერანტული ხდება. ეს ჩაკეტილი წრეა.

წყარო: lib.ge

Advertisements

One thought on “რელიგიის თავისუფლება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s