სახალხო დამცველი ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს ეხმაურება

1396254696846153-cr-431x256
დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს თავს გვიან ღამით დაესხნენ. ინციდენტის შედეგად მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს
უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მსგავსი ფაქტები ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს ეფექტური და დროული.
“ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, როდესაც დეპუტატზე ხდება ძალადობა, ზეწოლა, თუმცა არ ვიცი, რა მიზნით. მსგავსი ფაქტები არის შემაშფოთებელი. ეს სამწუხაროდ, ცუდად აისახება ზოგადად ქვეყნის იმიჯზე”, – მიაჩნია ომბუდსმენს.