კორუფცია

xgfqr დღევანდელ საქართველოში კორუფცია ერთ-ერთი აქტუალური თემაა, განსაკუთრებით პოლიტიკაში და თანამდებობის პირთა მიერ, რაც გამოიხატება თანამდებობის პირადი გამორჩენისათვის გამოყენებით. კორუფცია ვლინდება ასევე ადამიანების მოსყიდვითაც და პროტექციონიზმითაც (როდესაც ადგილი აქვს სამსახურში მუშაკთა დაწინაურებას ნათესაობა-მეგობრობის, ახლობლობის, პირადი სიმპათიის გამო.) იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემი პოსტი და ბევრ საინტერესო და ახალ ინფორმაციებს შეიძენთ.
stop-corruption ძალაუფლების არადანიშნულებისამებრ გამოყენებაა არალეგიტიმური, როგორც წესი საიდუმლო, პირადი კეთილდღეობისთვის.

მმართველობის ყველა ფორმა შეიძლება გახდეს კორუფციის წყარო. ყველაზე გავრცელებული ფორმებია პატრონაჟი, მოქრთამვა, გამოძალვა ძალაუფლების გამოყენება,გაფლანგვა და ნეპოტიზმი როგორც წესი სახელმწიფო მოხელეთა კორუფცია ორგანიზებული კრიმინალური ქმედებების, როგორიცაა ნარკობიზნესი ,ფულის გათეთრება ,პროსტიტუცია და სხვათა, ხელშეწყობის მიზნით ხდება, თუმცა ის ამით არ შემოიფარგლება. შესაძლებელია კორუფცია სხვა სახის კრიმინალური ქმედების დაფარვის მიზნით არ ხდებოდეს.

კორუფცია ეკონომიკური პროგრესის ბარიერია, ეკონომიკური გადაწყვეტილების შემცირებული ანგარიშვალდებულებაა, ის ანგრევს ღია კონკურენციას, ადაბლებს სტანდარტებს და აზიანებს ეთიკურ ღირებულებებს. კორუფცია ყველაზე მეტ საფრთხეს ღარიბ და მცირე ძალის მქონე ადამიანებს უქმნის; ხელს უშლის ევროპულ და მსოფლიო კონკურენციას. antitrust კორუმპირებული, ქრთამის მიმცემი თუ გამომძალველი ადამიანი ისჯება კანონით !

დაუშვებელია ისეთმა გარემოებებმა როგორიცაა : სიმპათია, გავლენა, ზეწოლა, ნაცნობობა, შიში და სხვ. იმოქმედოს საგამომძიებლო ორგანოების მუშაობასა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე . წყარო:wikipedia.org