9 აპრილის ტრაგედია

images (3)

“25 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველზე, მთავრობის სასახლის წინ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენისათვის.  ტრაგიკულ და სისხლიან ღამეს დაღუპული ადამიანები საქართველოს დამოუკიდებლობას, ქვეყნის თავისუფლებას შეეწირნენ. მაგრამ მტერმა ერის დამორჩილება და დაჩოქება ვერ შეძლო. 9 აპრილი ჩვენს მეხსიერებაში დიდი ტკივილის გარდა, სიამაყესთან ასოცირდება. ეს დღე უდიდესი დღე იყო, როდესაც სრულიად საქართველომ ერთად დგომა, ეროვნული ერთიანობა და სამოქალაქო თანხმობის მიღწევა შეძლო, როდესაც სამშობლოს თავისუფლების სანუკვარმა და ნათელმა მიზანმა მთელი ერი გააერთიანა და ერთად შეკრა მთელი საქართველო. 9 აპრილი თავისუფლების გამარჯვების დღედ იქცა და მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს სევდის ელფერი დაჰკრავს, იგი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოა. ამ ტრაგიკულმა დღემ მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა – საქართველოს მოსახლეობას მიეცა საშუალება აერჩია ეროვნული ხელისუფლება, რომელმაც ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ამიტომ, ამ დღეს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და, იმავდროულად, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
9 აპრილი ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომელსაც დაცვა, გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება. თავისუფლება, რომლის მოპოვებასაც უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ ქართველი ხალხის ერთსულოვნებამ მოიტანა. მჯერა, რომ ქვეყნის ნათელი მომავლისათვის ის საოცარი სიყვარული და ერთსულოვნება, რომელიც 25 წლის წინ იგრძნობოდა, არასოდეს ჩაქრება ქართველი ხალხის გულში, რომ საქართველო კვლავაც იზეიმებს მრავალ გამარჯვებას და არასოდეს დაივიწყებს სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას.                                                   11                                                                                   
9 აპრილის ტრაგედია
 — 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

images (2)                                                                                      ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 19211931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

загруженное (2)                                                                              საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.

April9victims
დაღუპულთა სია

1. ადამია აზა, 22 წლის
2. ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის
3. ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის
4. გიორგაძე ნატო, 23 წლის
5. დოლიძე თამუნა, 28 წლის
6. ენუქიძე თინა, 70 წლის
7. თოიძე ნინო, 25 წლის
8. კიკვიძე ზაირა, 61 წლის
9. ლოლაძე მანანა, 33 წლის
10. მამულიშვილი თამარი, 50 წლის
11. მეტრეველი ვენერა,
12. ნოზაძე მამუკა, 22 წლის
13. სამარგულიანი ნანა, 41 წლის
14. ქვასროლიაშვილი შალვა,
15. ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის
16. ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის
17. ჭოველიძე თამარი, 16 წლის
18. ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის
19. ჯინჭარაძე მზია, 43 წლის
20. მელქაძე მანანა 23 წლის
21. ქარსელაძე გია 25 წლის

წყარო: //google.ge

Advertisements

One thought on “9 აპრილის ტრაგედია

  1. ეს მოვლენა საქართველოსთვის მართლაც დიდი ტრაგედია იყო, რომელსაც სამწუხაროდ არასრულწლოვნებიც შეეწირნენ ((

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s