უძველეს კანონთა კრებული;

პირველი კანონთა კრებული აღმოჩენილია ძალიან დიდი ხნის წინ,რომელშიც არის ძალიან მკაცრი შეუბრალებელი კანონები,თუ გაეცნობით პოსტს ბოლომდე თქვენ ამაში დარწმუნდებით.საინტერესო პოსტია აზრი დააფიქსირეთ კომენტარის სახით.gelatis_bublia._XII_s2

– თუ ერთი მეორეს რაიმე ბრალს დასდებს და ვერ დაუმტკიცებს, ბრალმდებელი სიკვდილით დაისჯება
– თუ მოსამართლე გამოიტანს განაჩენს და მას წერილობით წადადგენს, მასში შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში მას სახალხოდ დაატოვებინებენ მოსამართლისთვის განკუთვნილ ადგილს და აეკრძალება ეს საქმიანობა
–თუ ვინმე სხვის მეორე და მომდევნო ვაჟს მოიტაცებს, გამტაცებელი სიკვდილით დაისჯება.

 

– თუ ვინმე სახლში შეიფარებს მონას და ამას დამალავს, სახლის პატრონი სიკვდილით დაისჯება.

 

– თუ ვინმე სხვის სახლთან ორმოს გათხრის მის გასაქურდად, იგი სიკვდილით დაისჯება და ამავე ორმოში დაიმარხება
– თუ ვინმე ჩაიდენს ყაჩაღობას და მას შეიპყრობენ, სიკვდილით დაისჯება.

 

– თუ სახლს ცეცხლი გაუჩნდება და ის ვინც მის ჩასაქრობად მოვა, ხელი წაუცდება ოჯახის საკუთრებაზე, დაისჯება იმავე ცეცხლში დაწვით.

 

 

 

-თუ კაცი შეირთავს ცოლს, მაგრამ მასთან არ ექნება კავშირი, მაშინ ის არ იქნება ამ კაცის ცოლი.

 

– თუ კაცს ცოლი სხვა კაცთან უღალატებს, მაშინ ამ უკანასკნელებს ერთად შებოჭავენ და ჩააგდებენ წყალში, თუ ქმარი ცოლს არ აპატიებს და მეფე – თავის მონებს

 

– თუ კაცი სახლიდან გაიქცევა და მისი ცოლი სხვა სახლში გადავა საცხოვრებლად, ქმარი კი უკან დაბრუნდება და მოინდომებს ცოლი უკან დაიბრუნოს, იმის გამო რომ ქმარმა იგი მოატოვა, ცოლი არ დაბრუნდება მასთან საცხოვრებლად.

 

– თუ კაცი მოინდომებს დაშორდეს ცოლს, რომელმაც მას შვილები ვერ გაუჩინა, მას შეუძლია ცოლს მის მიერ გამომუშავებული ფული და მისი მამის სახლიდან წამოღებული მზითევი უკან დაუბრუნოს და ამის შემდეგ გაუშვას

 

– თუ კაცი შეირთავს ცოლს და ეს უკანასკნელი მას მოახლეს მოუყვანს და შვილებს გაუჩენს, ხოლო კაცს განშორება და სხვა ცოლის მოყვანა მოუნდება, მას ამის ნება არ მიეცემა

 

– თუ კაცი საკუთარ ქალიშვილთან ინცესტში იქნება დამნაშავე, მას გადაასახლებენ

 

– თუ კაცი საკუთარ ვაჟს დანიშნავს ქალზე, მათ შორის კავშირი მოხდება და ამის შემდეგ მამა წაბილწავს საკუთარი ვაჟის საცოლეს, იგი სიკვდილით დაისჯება

 

– თუ ვინმე იქნება დამნაშავე საკუთარ დედასთან ინცესტში, ორივე მათგანი ცოცხლად დაიწვება
– თუ ქალი გათხოვდება და ქმარს ვაჟებს გაუჩენს, ქალის სიკვდილის შემთხვევაში, მის მამას ვერ ექნება პრეტენზია ქალის მზითევზე, რადგან ის მის ვაჟებს ეკუთვნის

 

– თუ კაცს სხვისი შვილი არ უღიარებია საკუთარ შვილად, მაგრამ გაზრდის მას, ამ უკანასკნელს უფლება ექნება დაბრუნდეს მამამისის სახლში

 

– თუ მეძავის შვილი თავის მეურვეებს ეტყვის: “თქვენ არ ხართ ჩემი მშობლები”, მას ენას მოაჭრიან

 

– თუ შვილი მამას ხელს დაარტყამს, მას ხელებს მოაჭრიან

 

– თუ ერთი მეორეს კბილებს ჩაუმტვრევს, მასაც ჩაუმტვრევენ კბილებს

 

– თუ ერთი მეორეს სცემს, იგი ვალდებულია, ამ უკანასკნელს 10 შეკელი გადაუხადოს.

 

– თუ კაცი სცემს ორსულ ქალს და ამ უკანასკნელს მუცელი მოეშლება, იგი ვალდებულია ქალს 10 შეკელი გადაუხადოს
ხოლო თუ თვითონ ქალიც მოკვდება, მაშინ მოკვდება ბრალდებულის ქალიშვილიც .

 

– თუ პარიკმახერი, ისე რომ მონათმფლობელმა არაფერი იცოდეს, მონას მოაჭრის მონის ნიშანს, რათა იგი აღარ გაიყიდოს, პარიკმახერს ხელებს მოაჭრიან
– თუ მშენებელი სახლს ააშენებს და ამას კარგად არ გააკეთებს, თუ სახლი დაინგრევა და მისი პატრონი მოკვდება, მოკვდება მშენებელიც.

 

– თუ სახლის ნგრევას მისი პატრონის შვილიც ემსხვერპლება, მოკვდება მშენებლის შვილიც.

 

– თუ ვინმე იყიდის მდედრობითი ან მამრობითი სქესის მონას და ეს უკანასკნელი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში დაავადდება, მყიდველი მას ძველ პატრონს დაუბრუნებს და მიიღებს კუთვნილ ფულს უკან.

– თუ მონა ეტყვის თავის პატრონს: “შენ არ ხარ ჩემი პატრონი” და მას დამნაშავედ სცნობენ, მონას თავისი პატრონი ყურს მოაჭრის.                                                  წყარო;google.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s