16 ფაქტი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ

загруженное (1)

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანია, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო, 10 დეკემბრამდე გასტანა. ამასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ 16 ფაქტს აქვეყნებს.
ქალების 70%-ზე მეტი პარტნიორის მიერ ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ოჯახური ძალადობის შემთხვევებს სწავლობდა, ქალებზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობა ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა საზოგადოებებში. კვლევის მიხედვით, იაპონიაში ქალებზე პარტნიორების 15% ძალადობს. ეთიოპიასა და პერუში – 70 %. ქვეყნებს შორის კი საშუალო ციფრი 29–დან 62%-მდე მერყეობს.

ქალებზე ძალადობის წინასწარმეტყველება და პრევენცია შესაძლებელია

ქალებზე ძალადობის ინტენსივობა და ხარისხი განსხვავებულია თითოეულ ქვეყანაში. სოციალური, კულტურული და ეკონომიკური სიტუაციის იდენტიფიცირების შემდეგ შესაძლებელია ძალადობის გამოვლენა ვივარაუდოთ და, შესაბამისად, შევაჩეროთ ის. სკოლაში შესაბამისი პროგრამების არსებობით შესაძლებელია ბავშვობიდან გავაცნობიერებინოთ ადამიანებს ძალადობის მავნე ზეგავლენის შესახებ. შევამციროთ ალკოჰოლის მოხმარება და სოციალური და კულტურული ნორმების ცვლილებით, ასევე, ცნობიერების ამაღლებით ძალადობის პრევენცია მოხდეს.

ქალების მიმართ გამოვლენილი ძალადობა ზემოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე

პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობა ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს, როგორებიცაა: დეპრესია, პოსტტრამვული აშლილობა, შფოთვა, სუიციდის მცდელობა და ტოქსიკომანია. ფიზიკური ძალადობას კი სხეულის დაზიანებამდე, ქრონიკული ტკივილის სინდრომამდე, გასტროენტერულ დარღვევებამდე და შეზღუდულ შესაძლებლობებამდე მიჰყავს ქალები. ძალადობას ასევე არასასურველი ფეხმძიმობის, აბორტისა და გინეკოლოგიური პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

ქალების მიმართ ძალადობა ბავშვთა ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს

როდესაც ბავშვი ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობის მოწმეა, ეს საფრთხეს უქმნის მის ნორმალური განვითარებას. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის შემსწრენი გამხდარან, მოგვიანებით მათ სოციალური, ემოციური, კოგნიტური და ქცევითი პრობლემები აღენიშნათ, იმ ბავშვებისგან განსხვავებით, რომლებიც არაძალადობრივ გარემოში იზრდებიან. Continue reading