გენდერული თანასწორობა

download-7
მეგობრებო! დღეს მინდა შემოგთავაზოთ პოსტი გენდერულ თანასწორობაზე. ვინაიდან და რადგანაც ეს თემა(პრობლემა) საქართველოს ფარგლებს სცდება. დღეს–დღეისობით მსოფლიოს მრავალი ქვეყანა დგას ამ პრობლემის წინაშე. ყველას აქვს ისეთი შეხედულება თითქოს ძლიერი სქესი სჯაბნის, ან რამით მეტია სუსტი სქესის წარმომადგენელზე. დღეს ამ პოსტით შევეცდები დავამსხვრიო ეს სტერეოტიპი. ჩვენ ყველანი ხომ თანასწორები ვართ! იმედია მოგეწონებათ ჩემს მიერ შემოთავაზებული თემა და არგუმენტები. თქვენი აზრი შეგიძლიათ დააფიქსიროთ კომენტარის სახით.

1.გენდერული თანასწორობა ნიშნავს თანაბარ შესაძლებლობებს, მონაწილეობის და ორივე სქესის გამოჩენას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარ დონეზე. გენდერული თანასწორობა არ უნდა გავიგოთ როგორც გენდერული მრავალფეროვნების, არამედ პირიქით, როგორც გენდერული უთანასწორობის საწინააღმდეგო. ის მიზნად ისახავს ქალების და მამაკაცების საზოგადოებაში სრული მონაწილეობის წახალისებას. ისევე როგორც ადამიანის უფლებებისათვის, გენდერული თანასწორობისათვისაც საჭიროა მუდმივი ბრძოლა, დაცვა და მხარდაჭერა.image_gallery

2. გულისხმობს ქალის და მამაკაცის თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილოებას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია.

3.ჰარმონიული, სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელია. გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის, თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, პირიქით – დემოკრატიულ პლურალისტურ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და მიზნები, სხვადასხვა საჭიროებები და ცხოვრების წესი, მიუხედავად ამისა, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები

4.კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ყოველი ადამიანი თავისუფალია საკუთარი უნარების განვითარებაში და არჩევანის გაკეთებაში, მასზე არ მოქმედებს გენდერული როლების მიერ წამოყენებული შეზღუდვები; ქალთა და მამაკაცთა ქცევები, მისწრაფებები და სურვილები სრულიად თანასწორად განიხილება.

5.თანასწორობა კანონის წინაშე, შესაძლებლობათა თანასწორობა, რომელიც მოიცავს ადამიანური კაპიტალისა და წარმოების სხვა რესურსების თანასწორ ხელმისაწვდომობას, აგრეთვე, თანასწორობას შრომოს ანაზრაურებაში და ინტერესების გამოხატვის და გადაწყვეტილების მიღების თანასწორობას.

6.სქესთა თანასწორობა, თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები ორივე სქესისათვის.

კვოტირების სისტემა

გენდერული კვოტა არის აპრობირებული მეთოდი ქალთა მონაწილეობის
გასააქტიურებლად პოლიტიკურ ინსტიტუციებში – საკანომდებლო თუ აღმასრულებელ
ხელისუფლებაში. კვოტირების იდეა მოიზარებს ქალთა დაცვას პოლიტიკური
იზოლაციისგან. მთელს მსოფლიოში ქალთა 30 პროცენტიანი წარმომადგენლობა ითვლება
ე.წ. „კრიტიკულ მასად“, რომელიც საშუალებას აძლევს ქალებს, როგორც ინტერესთა ჯგუფს,
სახელმწიფო პოლიტიკაზე საგრძნობი გავლენა მოახდინონ. გაეროს 1990 წლის ქალთა
მდგომარეობის გაუმჯობესების რეკომენდაციის თანახმად – 30 პროცენტიანი კვოტირება
განიხილება, როგორც დირექტიული ხასიათის მინიმალური მოთხოვნა სახელმწიფო
სტრუქტურების დემოკრატიზაციისათვის

წყარო :

http://www.nplg.gov.ge

 

Advertisements

2 thoughts on “გენდერული თანასწორობა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s