დამნაშავეთა გადაცემა და თავშესაფრის უფლება

დამნაშავეთა გადაცემა სამართლებრივი დახმარების ერთ-ერთი სახეა. სახელმწიფო რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება დამნაშავე გადაცემს მას მეორე სახელმწიფოს, რომელიც ითხოვა ამ პირის სისხლის სამართალში მიცემის ან გამოტანილი განაჩენის აღსრულებას. სახელმწიფოები იყოფა ორ ჯგუფად: ერთნი გადასცემენ დამნაშავეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ აქვთ დადებული ხელშეკრულება ამ სახელმწიფოსთან გადაცემის შესახებ (რომელიც ჩამოთვლის რა სახის დანაშაული ექვემდებარება გადაცემას), ხოლო სახელმწიფოთა მეორე ჯგუფი არ თვლის საჭიროდ ხელშეკრულების დადებას გადაცემის თაობაზე და გადასცემს დამნაშავეს თავისი კანონმდებლობის საფუძველზე.

საერთაშორისო სამართალში ჩამოყალიბდა ძირითადი წესები, რომლებსაც იცავს ყველა სახელმწიფო, მაგალითად: სხვა სახელმწიფოს არ გადაეცემა საკუთარი მოქალაქე და ასევე პოლიტიკური დამნაშავე, რომელიც სარგებლობს თავშესაფრის უფლებით. გადაცემის თაობაზე მოლაპარაკება დიპლომატიური ან საუწყებო არხებით ხორციელდება.

თავშესაფრის უფლების ქვეშ იგულისხმება თავის ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობისათვის დევნილი უცხოელის უფლება, შეაფაროს თავი სხვა სახელმწიფოს და არ იქნეს დაბრუნებული თავის სამშობლოში. ამ უფლებით მხოლოდ პოლიტიკური ემიგრანტები სარგებლობენ. ყოველი სახელმწიფო თვითონ წყვეტს ვის და როგორ მიეცემა თავშესაფრის უფლება. ეს მათ შინაგან კომპეტენციაში შედის მაგრამ ზოგი მათგანი მიმართვას საერთაშორისო შეთანხმებებსაც.

საერთაშორისო-სამართლებრივ პრაქტიკაში განასხვავებენ თავშესაფრის ორ ფორმას: ტეროტორიულ და დიპლომატიურ თავშესაფარს. პირველი ფორმა შეადგენს პირის უფლებას მოითხოვოს უცხოეთის სახელმწიფოში თავშესაფარი. საერთაშორისო სამართალი კრძალავს თავშესაფრის მინიჭებას დამნაშავისათვის ვის მიმართაც არსებობს სერიოზული საფუძველი ჩათვალონ ის სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩამდენ პირებად. დიპლომატიური თავშესაფრის ქვეშ იგულისხმება თავშესაფრის მიცემა პირისათვის დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, სამხედრო, საზღვაო ან საჰაერო ან სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე.

დღეს შეიძლება განვასხვავოთ სახელმწიფოთა ოთხი ჯგუფი:

ა)სახელმწიფოები რომლებიც არ ცნობენ ამ ინსტიტუტს.

ბ)სახელმწიფოები რომლებიც კრძალავენ დიპლომატიურ თავშესაფარს თავის ტერიტორიაზე, მაგრამ ანიჭებენ ამ უფლებას თავის დიპოლმატიურ ან საკონსულო წარმომადგენლებს.

გ)სახელმწიფოები რომლებიც აძლევენ დიპლომატიურ თავშესაფარს თავის დაწესებულებებში და აღიარებენ მათ უფლებას მათ ტერიტორიაზე.

დ)სახელმწიფოები რომლებიც თვითონ არ ანიჭებენ მაგარამ აღიარებენ ასეთ უფლებას მათ ტერიტორიაზე.

საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი
ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ
აღიარებულ პრინციპებს, საქართველოს კანონმდებლობას, განსაზღვრავს დევნილთა
სამართლებრივ სტატუსს საქართველოში, ადგენს მათ სამართლებრივ, ეკონომიკურ
და სოციალურ გარანტიებს, უზრუნველყოფს მათი უფლებებისა და კანონიერი
ინტერესების დაცვასა და განხორციელებას.

მუხლი 1. დევნილი

1. დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად
მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა
დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო
(საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში) იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან
მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის
აგრესიის, შიდა კომფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

2. დევნილის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც ცნობილია
დამნაშავედ და იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.

მუხლი 2. დევნილად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართვა

1. პირი, რომელიც ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო
დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილად ცნობის შესახებ განცხადებით
მიმართავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმ
ადგილობრივ სამსახურს, სადაც დროებით ცხოვრობს ან აპირებს დასახლებას, ან
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას აღრიცხვაზე ასაყვანად, თუ მას
მოუხდა საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა.

2. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივი სამსახური
ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან ათ დღეში დაადგინოს დევნილად
ცნობის შესახებ განცხადების საფუძვლიანობა და აღძრას შუამდგომლობა
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინაშე პირისთვის დევნილის
სტატუსის მინიჭების თაობაზე.

3. მოსახდეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს პირის
დროებით დევნილად ცნობა, სათანადო წესით მისთვის დევნილის სტატუსის
მინიჭებამდე, ხდება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამისი
სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ.

მუხლი 3. იმ პირის უფლებანი და მოვალეობანი, რომელიც განცხადებით მიმართავს
დევნილად ცნობის თაობაზე

1. პირს, რომელიც ამ კანონის მეორე მუხლის თანახმად ითხოვს დევნილად ცნობას,
განცხადების რეგისტრაციისას ეძლევა მიმართვა დროებით საცხოვრებელ ადგილზე მიმაგრების შესახებ, ამასთან, მას შეუძლია შეარჩიოს დროებითი საცხოვრებელი
ადგილი საქართველოს ნებისმიერრეგიონში ნათესავთან ან ახლობელთან. Continue reading