საქართველოს სახალხო დამცველის ბიოგრაფია.

d8d049f2d24feef2a61e6b6611365873
პირადი მონაცემები
უჩა ნანუშვილი
ეროვნება: ქართველი
დაბადების თარიღი: 23 აპრილი, 1974
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება

2002 – ბირმინგჰემის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა სამართლისა და პრაქტიკის პროგრამა / ინგლისი

2002 –საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ბრიტანული ინსტიტუტი /მკვლევარი/ ლონდონი / ინგლისი

2002 – 2005 პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, მეცნიერებათა აკადემია /ასპირანტურა/ თბილისი, საქართველო

2000 – ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი /ადამიანის უფლებების პროგრამა/ სტრასბურგი, საფრანგეთი

1994-1999 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. საერთაშორისო სამართალმცოდნის დიპლომი

1991-1996 პოლიტოლოგიის ინსტიტუტი. პოლიტოლოგიის დიპლომი. / თბილისი, საქართველო

პროფესიული გამოცდილება

2012 დეკემბრიდან – საქართველოს სახალხო დამცველი

2010 – 2012 – ადამიანის უფლებათა სახლი / გამგეობის თავჯდომარე

2007 – 2012 – ადამიანის უფლებათა ცენტრი / დირექტორი

2000 – 2002 – თბილისის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი / ლექტორი

2003 – 2004 – საქართველოს შსს პოლიციის აკადემია / ლექტორი

2000 – 2001 – ორგანიზაცია Amnesty International-ის თბილისის საინიციატივო ჯგუფი / კოორდინატორი

1998 – 1999 – ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა (HCA)–ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი / ადამიანის უფლებათა ოფიცერი

1996 – 2007 – ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი / სხვადასხვა პოზიციები (თანამდებობები)

დამატებითი საქმიანობა

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი / სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი / 2011–2012
ორგანიზაცია Amnesty International–ის წევრი / 2000 წლის მარტიდან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ადამიანის უფლებათა განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი / 1997–1999
პოლიტიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციისთან არსებული შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების კვლევის მრჩეველთა საბჭოს წევრი / 1999–2002
ყოველთვიური გამოცემის „ადამიანის უფლებები საქართველოში“ მთავარი რედაქტორი / 2000–2003
საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი – კავკასიის ქსელი / გამგეობის წევრი / 2004-2006
ორგანიზაცია People to People International-ის თბილისის საბჭოს წევრი / 2001–2012
ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტის გამგეობის წევრი / 1998–1999
War Resister’s International-ის საქართველოს სექციის გამგეობის წევრი / 2001–მიმდინარე
სამოქალაქო მედიუმის გამგეობის წევრი / 2010–2012
გლობალური ინიციატივია ფსიქიატრიაში / გამგეობის წევრი / 2011–2012
პროფესიული გაერთიანებები

საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის (GPSA) ვიცე პრეზიდენტი / 2000 – მიმდინარე

პუბლიკაციები

35-ზე მეტი მოხსენება და პუბლიკაცია ადამიანის უფლებათა საკითხებზე

წყარო :www.ombudsman.ge/

Advertisements

4 thoughts on “საქართველოს სახალხო დამცველის ბიოგრაფია.

  1. საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა დაცვის ცენტრი 2001 წელს დაარსდა. ცენტრის საქმიანობას საფუძვლად უდევს გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კონვენცია. ცენტრი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“, „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით“ და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

    ცენტრის მისია:

    ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა
    სახალხო დამცველის მიერ ბავშვის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების რეალური განხორციელების ხელშეწყობა
    ბავშვის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა პოპულარიზაციისთვის საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება
    სფეროში მოქალაქეთა სამართლებრივი ცოდნის ამაღლება
    ცენტრის ფუნქციები:

    ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების მონიტორინგი
    ბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევების შესწავლა/გამოკვლევა და მათზე რეაგირება
    რეკომენდაციების შემუშავება საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ორგანოებისთვის
    საგანმანათლებლო საქმიანობა
    ცენტრი ვალდებულია, განიხილოს განცხადებები და საჩივრები იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ან როდესაც განცხადება/ საჩივარი ეხება ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს. ცენტრის მიერ დაინტერესებულ პირთათავის გაწეული სამსახური უფასოა. განცხადებები მიიღება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოქალაქეთა მიღების დეპარტამენტში. განცხადებაში ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საკითხს შეისწავლის ბავშვის უფლებათა დაცვის ცენტრი.

    ცენტრს მიმართავს: ბავშვი, რომლის უფლებებიც დაირღვა; ბავშვის მშობელი ან ნათესავი; ნებისმიერი მესამე პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ ბავშვის უფლებები დაირღვა.

  2. სუბიექტებს შორის ბავშვის შესახებ ინფორმაციის გაცვლა. თუ შესაძლებელია,
    ინფორმაციის გაცვლა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით.
    2. ბავშთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების
    ფარგლებში ხდება შემდეგი სახის ინფორმაციის აღწერა, შეგროვება და გადაცემა:
    ა) პოლიციის თანამშრომელი ბავშვზე ძალადობის ან შესაძლო ძალადობის
    შესახებ სატელეფონო შეტყობინებას აწვდის სააგენტოს;
    ბ) პოლიცია აწარმოებს ბავშვზე ძალადობის შემთხევევების რეესტრს,
    რომელიც ხელმისაწვდომია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)
    პროცედურებში ჩართული სუბიექტებისთვის;
    გ) სკოლა, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულება ან სამედიცინო
    დაწესებულება ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის შესახებ წერილობით
    აცნობებებს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს;
    დ) სკოლა ან ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულება, სააგენტოსთან
    შეთანხმებული პერიოდულობით წერილობით აცნობებს სოციალურ მუშაკს
    ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მდგომარეობის შესახებ;
    ე) ყველა მომსახურება, სადაც განთავსდება ძალადობის მსხვერპლი ან
    სავარაუდო მსხვერპლი ბავშვი უსაფრთხო გარემოს შექმნისა ან/და რეაბილიტაციის
    მიზნით, არეგისტრირებს ბავშვს რეგისტრაციის ჟურნალში და აწარმოებს ბავშვის
    პირად საქმეს;
    ვ) სააგენტო აღრიცხავს წერილობით შემოსულ ან პოლიციისგან სატელეფონო
    ზარით მიღებულ ინფორმაციას ბავშვის ძალადობის ან შესაძლო ძალადობის შესახებ;
    ზ) სოციალური მუშაკი აფასებს ძალადობის მსხვერპლ ან სავარაუდო
    მსხვერპლ ბავშვს შეფასების ფორმის მიხედვით და წერს ბავშვის ინდივიდუალური
    განვითარების გეგმას;
    თ) თუ სააგენტოს ინიციატივით ბავშვის დასაცავად სასამართლოს მიერ
    გამოწერილია დამცავი ორდერი, სააგენტო აცნობებს სკოლას, ბავშვთა
    სპეციალიზებულ დაწესებულებას და საუბნო სამსახურს ბავშვის დაცვასთან
    დაკავშირებით გამოცემული ორდერის თაობაზე;
    ი) სოციალური მუშაკი წერილობით აღწერს ბავშვზე ზედამხედველობის
    შედეგებს.

    მუხლი 17. ინფორმაციის კონფიდენციალურობა
    ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და
    ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია
    კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ ბავშვთა დაცვის
    მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტების შესაბამის
    უფლებამოსილ თანამშრომლებს შორის სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების
    მიზნით. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ბავშვის
    მშობლისთვის/მშობლებისთვის, თუ მათ არ აქვთ შეზღუდული ან ჩამორთმეული
    მშობლის უფლება, ასევე ბავშვის მეურვისთვის/მზრუნველისთვის.

  3. ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილ პროექტი დევნილთა დასახლებებში ბავშვთა
    უფლებროივი მდგომარეობის შესახებ

    2013 წლის 29 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, ბავშვის უფლებების ცენტრმა „ბავშვი
    და ომის ტრავმა – ინტერვენცია და ზრუნვა“ პროექტის ფარგლებში, დევნილთა
    დასახლებებში სახელმწიფო ზრუნვის სერვისების მუშაობა და ბავშვის უფლებების
    დაცვის ხარისხი შეისწავლა. პროექტი ევროპის საბჭოს დაფინანსებით ხორციელდება.
    სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრთან ერთად მონიტორინგზე ჩამოსული
    იყო ნორვეგიელი კონსულტანტი რეიდარ ჰერმანი.
    * რეიდარ ჰერმანი 2004-2012 წლებში ნორვეგიის ბავშვთა ომბუდსმენი იყო. ამჟამად იგი
    ნორვეგიის სამოქალაქო დაცვის დირექტორატის კატასტროფის მართვისა და
    პრევენციის ცენტრის უფროსია.
    ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა, კონსულტანტმა,
    რეიდარ ჰერმანმა და ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა თამარ აბაშიძემ დევნილთა
    დასახლებები მოინახულეს.

    აღმოსავლეთ საქართველოში წინამძღვრიანთკარის, წეროვანის, წილკნისა და სკრის
    დევნილთა დასახლებები, დასავლეთ საქართველოში – ზუგდიდსა და ბათუმში ორ-ორი
    დასახლება და ერთიც მალთაყვაში. აღმოსავლეთ საქართველოს დევნილთა
    დასახლებებში ზოგადი სურათი დამაკმაყოფილებელია, თუმცა არსებობს მთელი რიგი
    პრობლემებისა, რაც ბავშვების ცხოვრების პირობებზე აისახება.
    ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე რესპუბლიკური
    საავადმყოფოს ყოფილი სამზარეულოს შენობაში აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s