“გვინდა მაქსიმალური პატივისცემა გამოვიჩინოთ პატრიარქის მიმართ” – ტრანსგენდერების გზავნილი პატრიარქსა და ხელისუფლებას

Yuta_Onoda_illustrated_a_first_person_article_for_The_Progressive_by_a_woman_married_to_a_transgender_man ქართველი ტრანსგენდერები პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის იმ ვერსიის დაკანონებას სთხოვენ, რომელსაც საპატრიარქო აპროტესტებს.

ცირკთან ზიზი, მაცაცო და ელენე შეიკრიბნენ, ჟურნალისტები დაიბარეს და განცხადება გააკეთეს.

ტრანსგენდერი მაცაცო (ასე გაგვეცნო): “გვინდა კიდევ ერთხელ, მაქსიმალური პატივისცემა გამოვიჩინოთ საქართველოს პატრიარქის მიმართ, მიუხედავად მისი დამოკიდებულებისა, ჩვენი როგორც მოქალაქეებისა და ადამიანების მიმართ. გვინდა საპატრიარქოს წარმომადგენლებს ვთხოვოთ, შეწყვიტონ ჩვენს მიმართ ძალადობა, რაც 17 მაისს იყო, რაც დღეს მიმდინარეობს და რაც შესაძლოა, სამომავლოდაც გაგრძელდეს, თუკი არ იქნება მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოს პარლამენტის მიერ.”

ელენე და ზიზი მაცაცოს მეგობრები არიან. ქალის სახელები მათ თავად დაირქვეს. ზიზი 11 წელია ცირკთან მუშაობს. ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტები ხშირად ხდება, პოლიცია კი, არ რეაგირებს.

ზიზი: 2003 წლიდან აქ ვარ, თითქმის ყოველდღე გვაყენებენ შეურაცხყოფას, მაგრამ არ მახსოვს, რომ პატრულს რაიმე რეაგირება მოეხდინოს. თუ ასე მავიწროვებენ, მაშინ გამიშვან საქართველოდან. ჩემი პატრონი არავინ არ არის აქ, არც რომელიმე ორგანიზაცია და არც სახელმწიფო.

ელენე კი, ამბობს, რომ მას კარგად ესმის მართლმადიდებლური სამყაროს შეხედულება LGBT საზოგადოების მიმართ,ელენე: აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ. ვიცი, რომ ქრისტიანული ქვეყანაა და ტრანსგენდერობა მიუღებელია, მაგრამ ასეთი მოპყრობა, როგორც ჩვენ გვექცევიან, არ არის გამართლებული. ჩვენი უფლებები დაცული უნდა იყოს. არ ვართ ჩვენ ცხოველები, ვართ ადამიანები, როგორც სხვა დანარჩენები. მერე რა, რომ ტრანსგენდერები ვართ?!

პ.ს. მაცაცომ ტრანსგენდერის მნიშვნელობაც განმიმარტა.

მაცაცო: მამაკაცის სექსუალურ მიდრეკილებებში არის განსხვავებები და ნიშნები: ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და გეი. ასევე არის ტრანსგენდერში – ტრანსსვესტიტი და ტრანსსექსუალი. ტრანსსვესტიტი არის ბიჭი, რომელსაც აცვია ქალის ფორმა, მაგრამ არ აქვს ქალისათვის დამახასიათებელი რაიმე ნიშანი. ტრასსექსუალი არის ბიჭი, რომელსაც აქვს ქალისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი მაინც, მაგალითად მკერდი, ან გრძელი თმა. საერთო ჯამში, ტრანსგენდერი ცალკე სქესია. ანუ, არსებობს მამაკაცი, ქალი და მესამე სქესი – ტრანსგენდერი. ტრანსგენდერს მიდრეკილება მხოლოდ მამაკაცის მიმართ აქვს, არის პასიური – არ არის აქტიურ მდგომარეობაში სექსის დროს.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/101846-qgvinda-maqsimaluri-pativiscema-gamovichinoth-patriarqis-mimarthq-transgenderebis-gzavnili-patriarqsa-da-khelisuflebas.html#ixzz30NamaaXF

Advertisements