”ქართველი მონები” თურქეთში–ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალური, მძიმე ისტორიები

07b3c8c7143399d12c2f16fa08a1323c

1 კილო რკინა 1 თეთრის სანაცვლოდ, მძიმე ტვირთების ზიდვა კი ანაზღაურების გარეშე – საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს 2013 წელს სულ ტრეფიკინგის 32-მა მსხვერპლმა მიმართა. მათგან 27 – შრომითი, 5 კი სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 2 არასწრულწლოვანია. 

ცენტრის იურისტი ირაკლი ჭყონია Ambebi.ge-ს კონკრეტულ დეტალებს უყვება, თუ რა გადახდათ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში.

“შვიდი მსხვერპლი მუშაობდა ჯინსების ფაბრიკაში. ქალებიც იყვნენ მათთან ერთად, ზოგს ცოლებიც ყავდათ წაყვანილი და იქვე ცხოვრობდნენ. მათ გარეთ არ უშვებდნენ. ანაზღაურება არ მისცეს საერთოდ. მერე თურქეთში ყოფნის ვადა გაუვიდათ და გამოიქცნენ. კაცები ტვირთებს ზიდავდნენ, ხოლო ქალები ძაფებზე მუშაობდნენ.

მეორე შემთხვევა იყო სტამბულში. ხალხი წაიყვანეს იმერეთიდან, კერძოდ ზესტაფონიდან. დაპირდნენ მუშის სამუშაოს, ექნებოდათ კარგი საცხოვრებელი პირობები და ანაზღაურება. თუმცა, სარდაფში აცხოვრებდნენ, სამუშაო კი იყო შემდეგი: ქუჩებში უნდა შეეგროვებინათ პლასტმასის და რკინის ნივთები და 1 კილოგრამზე აძლევდნენ 1 თეთრს. ეს ადამიანებიც წამოვიდნენ, თუმცა მანამდე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა”, – აღნიშნა ჭყონიამ.

მისივე ინფორმაციით, 2013 წელს, შრომით ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ტრეფიკინგის ყველა შემთხვევა თურქეთში მოხდა.

სექსუალური ექსპლუატაციის კუთხით კი “მიმზიდველ” ადგილად ბათუმის სანაპირო ზოლი ითვლება. ჭყონიას ინფორმაციით, საქართველოში ჩამოყავთ უზბეკი ქალები, რომლებიც პროსტიტუციაში იძულებით ერთვებიან. ამაზე მიუთითებს ის, რომ ცენტრს გასულ წელს 5-მა ადამიანმა მიმართა, საიდანაც 4 სწორედ უზბეკი იყო.

“უზბეკეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებზეც განხორციელდა სექსუალური ექსპლუატაცია საქართველოში. ეს ხდებოდა აჭარაში, კერძოდ გონიოში. ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მეხუთე შემთხვევა კი ლოკალურ დონეზე, საქართველოში”, – აღნიშნა იურისტმა.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა შორის არის არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც დედა პორნოგრაფიულ სურათებს უღებდა და ისრაელში აგზავნიდა. მან ცენტრს დახმარების თხოვნით მიმართა და თავშესაფარშიც მოუწია ცხოვრება.

რაც შეეხება სტატისტიკას, როგორც ჭყონია აცხადებს, 2013 წლის მონაცემებსა და გასული წლების მონაცემებს შორის დიდი სხვაობა არ არის: “ხდება ადამიანების გაყვანა ქვეყნიდან იმ პირობით, რომ დაასაქმებენ და ექნებათ ნორმალური ანაზღაურება. ამაზე თანხმდებიან, თუმცა ჩასვლისას ხედავენ, რომ არ ხვდებათ ის პირობები, რასაც დაპირდნენ. ვინაიდან მათ აქვთ შიში, რომ ვერაფერს მოახერხებენ, უკან ბრუნდებიან, მაგრამ როგორც წესი ანაზღაურების გარეშე. ტრეფიკინგი ისეთი დანაშაული და მოვლენაა, რომ 2014 წელს შეიძლება იფეთქოს და 100-მა ადამიანმა მოგვმართოს, 2015-ში შეიძლება სულ არ იყოს მომართვიანობა აქტიური. რომ გადავხედოთ, არც მატებაა და არც კლება”.

მისივე თქმით, თურქები, უზბეკები, უკავშირდებიან საქართველოში მყოფ ახლობელს, რომელიც არის შუამავალი.

“ეს შუამავალი შეიძლება იყოს ქართველიც. თუმცა, ბოლო შემთხვევაში უზბეკი ქალი იყო ჩამოსული, რომელსაც ჰქონდა გახსნილი ბარი და თავად ჩამოჰყავდა თავისი ქვეყნებიდან გოგონები”, – განაცხადა ჭყონიამ.

თავად ჭყონია ვერ საუბრობს, რა ბერკეტები და მექანიზმები აქვს საქართველოს ხელისუფლებას თავისი ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად, თუმცა აცხადებს, რომ პრევენციული სახის ინფორმაციები მუდმივად გადის სატელევიზიო ეთერით და ბუკლეტებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრი ტრეფიკინგის მსხვერპლთ ფულად დახმარებას უწევს (1000 ლარი). ასევე უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებით, სამართლებრივი მომსახურებით, თავშესაფრით და ფსიქოლოგიური დახმარებით. ჭყონიას თქმით, ამ დახმარებების მისაღებად რამდენიმე ეტაპიანი პროცედურების გავლაა საჭირო, რათა პირს მსხვერპლის სტატუსი მიენიჭოს.

მისივე ინფორმაციით, მსხვერპლთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში არ არის კარგი. ასევე იყო რამდენიმე შემთხვევაც, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდათ გაუარესებული.

მისივე ინფორმაციით, 2014 წლის სტატისტიკა ახლო მომავალში გამოქვეყნდება.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/101396-qqarthveli-monebiq-thurqethshi-trefikingis-mskhverpltha-realuri-mdzime-istoriebi.html#ixzz30UGMhdLy

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s