საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის და ქალის უფლებათა ცენტრი

საინეტერესო პოსტია იმედი მაქვს მოგეწონებათ აზრი შეგიძლიათ დააფიქსიროთ კომენტარის სახით!

საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვისადა ქალის უფლებათა ცენტრი 2001 წელს დაარსდა. ცენტრის საქმიანობას საფუძვლად უდევს გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კონვენციის და გაერთიანებული ერების ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღკვეთის კონვენციის პრინციპები. ცენტრი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“, „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით“ და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
ცენტრის მისია:

· ბავშვისა და ქალის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა

· სახალხო დამცველის მიერ ბავშვისა და ქალის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და
თავისუფლებების რეალური განხორციელების ხელშეწყობა

· ბავშვისა და ქალის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა პოპულარიზაციისთვის საგანმანათლებლო
საქმიანობის განხორციელება

· სფეროში მოქალაქეთა სამართლებრივი ცოდნის ამაღლება

ცენტრის ფუნქციები:

· ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების მონიტორინგი

· ბავშვისა და ქალის უფლებების დარღვევის შემთხვევების შესწავლა/გამოკვლევა და მათზე რეაგირება

· რეკომენდაციების შემუშავება საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ორგანოებისთვის

· საგანმანათლებლო საქმიანობა

ცენტრი ვალდებულია, განიხილოს განცხადებები და საჩივრები იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ან როდესაც განცხადება/ საჩივარი ეხება ბავშვის/ქალის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს. ცენტრის მიერ დაინტერესებულ პირთათავის გაწეული სამსახური უფასოა. განცხადებები მიიღება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოქალაქეთა მიღების დეპარტამენტში. განცხადებაში ბავშვის ან ქალის უფლებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საკითხს შეისწავლის ბავშვის და ქალის უფლებათა ცენტრი.
ცენტრს მიმართავს: ბავშვი ან ქალი, რომლის უფლებებიც დაირღვა; ბავშვის მშობელი ან ნათესავი; ნებისმიერი მესამე პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ ბავშვის უფლებები დაირღვა.

წყარო : http://www.ombudsman.ge

ადამიანის უფლებათა დამცველები.

თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანის უფლებიბისა და თვისუფლებების დაცვა მხოლოდ სახელმწიფოს საშინაო საქმე არ არის მოქალაქეს ,რომლის უფლებებიც დაირღვა ეროვნულ დონეზე,საშუალება ეძლევა,თავისი უფლებების დასაცავად მიმართოს საერთაშრისო სასამართლოს.

ადამიანის უფლებათა დამცველები არიან იმ წამყვან ძალებს შორის, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის უფლებათა ეფექტიან დაცვას და ამ უფლებებით სრულფასოვნად სარგებლობას ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში. მათი მფარველობა და მათთვის სასარგებლო გარემოს შექმნა ადამიანის უფლებათა კომისრის მანდატის განმსაზღვრელი ნაწილია.
კომისრის როლი განამტკიცა მინისტრთა კომიტეტის დეკლარაციამ, რომელიც შეეხება ევროპის საბჭოს ქმედებას ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის გაუმჯობესებისა და მათი საქმიანობის ხელშეწყობისთვის. მისმა მიღებამ 2008 წლის თებერვალში დაადასტურა, რომ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები იღებენ მტკიცე ვალდებულებას, ეფექტიანი მფარველობა გაუწიონ ადამიანის უფლებათა დამცველებსა და მათ საქმიანობას, განსაკუთრებით მომეტებული საფრთხის პირობებში. გარდა ამისა, ის მოუწოდებს ევროპის საბჭოს ორგანოებსა და ინსტიტუტებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ ადამიანის უფლებათა დამცველებთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ასევე, დეკლარაცია მოუწოდებს ადამიანის უფლებათა კომისარს, განამტკიცოს მისი და მისი სამსახურის როლი და შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დამცველების სანდო და ეფექტიანი დაცვა შემდეგი საშუალებებით:
განაგრძოს რეაგირება ადამიანის უფლებათა დამცველებისგან და სხვა სათანადო წყაროებიდან, მათ შორის სახალხო დამცველებისა თუ ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტებისგან მომდინარე ინფორმაციის საფუძველზე;
განაგრძოს შეხვედრები დამცველთა ფართო წარმომადგენლობასთან სხვადასხვა ქვეყანაში მის მიერ განხორციელებული ვიზიტებისას და გამოაქვეყნოს საჯარო მოხსენებები ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ;
მიმართოს შესაბამის ორგანოებს იმგვარად, როგორც ამას თავად კომისარი ჩათვლის საჭიროდ, რათა დაეხმაროს მათ გამოსავლის მოძიებაში, თანახმად მათი ვალდებულებებისა, იმ პრობლემებიდან, რომელთაც შეიძლება წააწყდნენ ადამიანის უფლებათა დამცველები, განსაკუთრებით გადაუდებელ სიტუაციებში, როდესაც საჭიროა სასწრაფო რეაგირება;
მჭიდროდ ითანამშრომლოს სხვა სამთავრობათშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ე.წ. ფოკუსის წერტილთან, რომელიც დგას ადამიანის უფლებათა დამცველების სადარაჯოზე, ევროკავშირთან, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ადამიანის უფლებათა დამცველების საკითხში და სხვა მოქმედ მექანიზმებთან.
მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია არის ადამიანის უფლებათა დამცველების საკითხზე მომუშავე სპეციალისტთა ჯგუფის მუშაობისა და 2006 წლის ნოემბერში სტრასბურგში გამართული კოლოქვიუმის შედეგი, რომლის თემა გახლდათ “ევროპის ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვა და ხელშეწყობა”.

წყარო : http://www.coe.int/

დამნაშავეთა გადაცემა და თავშესაფრის უფლება

დამნაშავეთა გადაცემა სამართლებრივი დახმარების ერთ-ერთი სახეა. სახელმწიფო რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება დამნაშავე გადაცემს მას მეორე სახელმწიფოს, რომელიც ითხოვა ამ პირის სისხლის სამართალში მიცემის ან გამოტანილი განაჩენის აღსრულებას. სახელმწიფოები იყოფა ორ ჯგუფად: ერთნი გადასცემენ დამნაშავეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ აქვთ დადებული ხელშეკრულება ამ სახელმწიფოსთან გადაცემის შესახებ (რომელიც ჩამოთვლის რა სახის დანაშაული ექვემდებარება გადაცემას), ხოლო სახელმწიფოთა მეორე ჯგუფი არ თვლის საჭიროდ ხელშეკრულების დადებას გადაცემის თაობაზე და გადასცემს დამნაშავეს თავისი კანონმდებლობის საფუძველზე.

საერთაშორისო სამართალში ჩამოყალიბდა ძირითადი წესები, რომლებსაც იცავს ყველა სახელმწიფო, მაგალითად: სხვა სახელმწიფოს არ გადაეცემა საკუთარი მოქალაქე და ასევე პოლიტიკური დამნაშავე, რომელიც სარგებლობს თავშესაფრის უფლებით. გადაცემის თაობაზე მოლაპარაკება დიპლომატიური ან საუწყებო არხებით ხორციელდება.

თავშესაფრის უფლების ქვეშ იგულისხმება თავის ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობისათვის დევნილი უცხოელის უფლება, შეაფაროს თავი სხვა სახელმწიფოს და არ იქნეს დაბრუნებული თავის სამშობლოში. ამ უფლებით მხოლოდ პოლიტიკური ემიგრანტები სარგებლობენ. ყოველი სახელმწიფო თვითონ წყვეტს ვის და როგორ მიეცემა თავშესაფრის უფლება. ეს მათ შინაგან კომპეტენციაში შედის მაგრამ ზოგი მათგანი მიმართვას საერთაშორისო შეთანხმებებსაც.

საერთაშორისო-სამართლებრივ პრაქტიკაში განასხვავებენ თავშესაფრის ორ ფორმას: ტეროტორიულ და დიპლომატიურ თავშესაფარს. პირველი ფორმა შეადგენს პირის უფლებას მოითხოვოს უცხოეთის სახელმწიფოში თავშესაფარი. საერთაშორისო სამართალი კრძალავს თავშესაფრის მინიჭებას დამნაშავისათვის ვის მიმართაც არსებობს სერიოზული საფუძველი ჩათვალონ ის სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩამდენ პირებად. დიპლომატიური თავშესაფრის ქვეშ იგულისხმება თავშესაფრის მიცემა პირისათვის დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, სამხედრო, საზღვაო ან საჰაერო ან სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე.

დღეს შეიძლება განვასხვავოთ სახელმწიფოთა ოთხი ჯგუფი:

ა)სახელმწიფოები რომლებიც არ ცნობენ ამ ინსტიტუტს.

ბ)სახელმწიფოები რომლებიც კრძალავენ დიპლომატიურ თავშესაფარს თავის ტერიტორიაზე, მაგრამ ანიჭებენ ამ უფლებას თავის დიპოლმატიურ ან საკონსულო წარმომადგენლებს.

გ)სახელმწიფოები რომლებიც აძლევენ დიპლომატიურ თავშესაფარს თავის დაწესებულებებში და აღიარებენ მათ უფლებას მათ ტერიტორიაზე.

დ)სახელმწიფოები რომლებიც თვითონ არ ანიჭებენ მაგარამ აღიარებენ ასეთ უფლებას მათ ტერიტორიაზე.

საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი
ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ
აღიარებულ პრინციპებს, საქართველოს კანონმდებლობას, განსაზღვრავს დევნილთა
სამართლებრივ სტატუსს საქართველოში, ადგენს მათ სამართლებრივ, ეკონომიკურ
და სოციალურ გარანტიებს, უზრუნველყოფს მათი უფლებებისა და კანონიერი
ინტერესების დაცვასა და განხორციელებას.

მუხლი 1. დევნილი

1. დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად
მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა
დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო
(საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში) იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან
მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის
აგრესიის, შიდა კომფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

2. დევნილის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც ცნობილია
დამნაშავედ და იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.

მუხლი 2. დევნილად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართვა

1. პირი, რომელიც ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო
დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილად ცნობის შესახებ განცხადებით
მიმართავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმ
ადგილობრივ სამსახურს, სადაც დროებით ცხოვრობს ან აპირებს დასახლებას, ან
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას აღრიცხვაზე ასაყვანად, თუ მას
მოუხდა საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა.

2. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივი სამსახური
ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან ათ დღეში დაადგინოს დევნილად
ცნობის შესახებ განცხადების საფუძვლიანობა და აღძრას შუამდგომლობა
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინაშე პირისთვის დევნილის
სტატუსის მინიჭების თაობაზე.

3. მოსახდეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს პირის
დროებით დევნილად ცნობა, სათანადო წესით მისთვის დევნილის სტატუსის
მინიჭებამდე, ხდება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამისი
სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ.

მუხლი 3. იმ პირის უფლებანი და მოვალეობანი, რომელიც განცხადებით მიმართავს
დევნილად ცნობის თაობაზე

1. პირს, რომელიც ამ კანონის მეორე მუხლის თანახმად ითხოვს დევნილად ცნობას,
განცხადების რეგისტრაციისას ეძლევა მიმართვა დროებით საცხოვრებელ ადგილზე მიმაგრების შესახებ, ამასთან, მას შეუძლია შეარჩიოს დროებითი საცხოვრებელი
ადგილი საქართველოს ნებისმიერრეგიონში ნათესავთან ან ახლობელთან. Continue reading

გამოხატვის თავისუფლება

დათმობილი აქვს კონვენციის მე-10 მუხლი და მისი აღიარება და დაცვა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისა და თითოეული ადამიანის განვითარებისათვის. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად.
ძირითადი უნივერსალური ღირებულებაა, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებებს და განსაზღვრავს პიროვნების ღირსებას. მისი მნიშვნელობა აღიარებული იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, როდესაც მიიჩნიეს, რომ გამოხატვის თავისუფლება „ქვაკუთხედია ყველა იმ უფლებისა, რომელთა დაცვაც გაეროს პრიორიტეტს წარმოადგენს“ (UNGA, 1948). იმ საზოგადოებებში, სადაც გამოხატვის თავისუფლება დათრგუნულია, როგორც წესი ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა ხშირი დარღვევის ფაქტებს და პირიქით, იქ სადაც დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მეტია შესაძლებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენის და შემცირებისა. გამოხატვის თავისუფლება აღიარებულია გაეროს ყველა ძირითადი დოკუმენტით, მათ შორის სამი ძირითადი რეგიონალური ხელშეკრულებითაც. ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მე-19 მუხლი შემდეგნაირად განსაზღვრავს გამოხატვის თავისუფლებას: „ყოველ ადამიანს აქვს აზრის და მისი თავისუფლად გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას იქონიოს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.“
უფლება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიის აღმშენებლობაში. სიტყვისა და აზრის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი საფუძველია, დემოკრატიული საზოგადოების პროგრესისა და ცალკეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. ეს უფლება შეეხება არა მხოლოდ ისეთ ,,ინფორმაციას” ან ,,იდეას”, რომელიც სახელმწიფოს მიერ კეთილგანწყობილად მიიღება, არამედ ისეთსაც, რომელიც მიუღებელია ხელისუფლების ან მოსახლეობის ნაწილისათვის. ამას მოითხოვს პლურალიზმის, ლიბერალიზმისა და ტოლერანტობის პრინციპები, რომელთა გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება.
სიტყვის თავისუფლება შეიძლება ემსახურებოდეს მრავალ ფუნქციას: ინფორმაციის გავრცელებას; ხალხის ნების გამოხატვას (არჩევნებთან, ხელისუფლების პოლიტიკას თან დაკავშირებით და სხვ.); იდეების გენერაციას და ა.შ. დღევანდელ მსოფლიოში ძალზე ცოტა ქვეყანაა, რომელიც თავის კონსტიტუციაში არ აღიარებს სიტყვის თავისუფლებას. თუმცა აქვს თუ არა ყველა ხალხს ამ თავისუფლების გამოყენების საშუალება, ეს სრულიად სხვა საკითხია. ცივი ომის ეპოქაში პრესის თავისუფლება და აზრისა და გამოხატვის თავისუფლება კომუნისტურ და არაკომუნისტურ სახელმწიფოებში ძალზე განსხვავებულ უფლებებს გულისხმობდა, თუმცა ფორმალურად ყველა საყოველთაო დეკლარაციის ერთგულებას აცხადებდა. გაერო-მ 1948 წელს თავისუფლების შესახებ უფრო დეტალური კონვენციის მომზადება დაიწყო, მაგრამ ეს კონვენცია არ იქნა მიღებული – ჟენევის კონფერენციის შედეგად მხოლოდ ერთი კონვენცია მივიღეთ –კონვენცია შესწორების საერთაშორისო უფლების შესახებ. ამ დოკუმენტის მიხედვით ხელმომწერ სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოსცენ კომიუნიკეები ახალი ამბების ნებისმიერ ისეთ გავრცელებასთან დაკავშირებით, „რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ამ სახელმწიფოს ურთიერთობას სხვა სახელმწიფოებთან ან ზიანი მიაყენოს მის ეროვნულ ავტორიტეტსა თუ ღირსებას“ (მუხლი 2). ახალი ამბების გავრცელებას უნდა ჰქონდეს საერთაშორისო შეფერილობა და ის ტყუილი ან დამახინჯებული უნდა იყოს. მომჩივან სახელმწიფოს შეუძლია წარუდგინოს ფაქტების მისეული ვერსია სხვა სახელმწიფოებს და კორესპონდენტსა თუ საინფორმაციო სააგენტოს, რომელიც შეასწორებს მოცემულ ახალ ამბებს. შეხედულებისა და თავისუფალი აზრის უფლება აბსოლუტურია და თითქმის შეუძლებელია მისი კონტროლი. ამის მიუხედავად, ხშირად საუბრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გამოყენებულ „ხელახალი განათლების“ პროგრამებზე, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს ცალკეული პირებისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის „ტვინის გამორეცხვას“. ადამიანის უფლებათა სამართალი თამაშში რეალურად მაშინ ერთვება, როდესაც ხდება აზრის ან შეხედულების გამოხატვა, განსაკუთრებით, საჯაროდ. ამას ადასტურებს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ გაეროსთვის 1990 წელს წარდგენილი ანგარიში (დანილო თერქი და ლუი ჟუანე). საკუთარი პოლიტიკური მრწამსის ნიადაგზე დაპატიმრებული „სინდისის პატიმრების“ მდგომარეობა რიგ საქმეებს დაედო საფუძვლად. ცხადია, რომ ამგვარი პატიმრობა სხვა უფლებებსაც ხელყოფს, მაგალითად, თავისუფლების უფლებას და არაადამიანური მოპყრობისგან თავისუფლებას. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ დეტალურად ამუშავებს ამ ცნებას და ითვალისწინებს ინფორმაციისა და იდეების გაცვლას საზღვრების მიუხედავად (მუხლი 19). შესაბამისად, ადამიანს ეძლევა უფლება, გადასცეს ინფორმაცია სხვა სახელმიწოფოს ცალკეულ მოქალაქეებსა თუ ჯგუფებს და მიიღოს მათგან ინფორმაცია. ამაში შეიძლება ვიგულისხმოთ კომუნიკაცია როგორც ტრადიციული მეთოდებით, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მკაცრად არის განსაზღვრული ის გარემოებები, როდესაც სახელმწიფოებს შეუძლიათ ჩაერიონ ამ უფლების განხორციელებაში. აზრისა და გამოხატვის თავისუფლება სცდება იდეების უბრალოდ სიტყვიერად გამოხატვას. იგულისხმება გამოხატვის სხვა სახეებიც: წერილობითი სიტყვა, როგორიც არის, მაგალითად, პრესა და, რასაკვირველია, საპროტესტო ტრანსპარანტები, აგრეთვე, მხატვრული გამოსახვა. შემოქმედებითი აზრის დემონსტრირებისა და სიტყვიერი გამოხატვის ყველა ფორმა ხვდება დებულებათა ფარგლებში. დღეს მიჩნეულია, რომ საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი მოიცავს გამოხატვის ზოგად თავისუფლებას და შეიძლება ითქვას, რომ მისი ზოგიერთი ნაწილი ამჟამად ჩვეულებით სამართლად არის აღიარებული.

წყარო: googe.com

გენდერული თანასწორობა

download-7
მეგობრებო! დღეს მინდა შემოგთავაზოთ პოსტი გენდერულ თანასწორობაზე. ვინაიდან და რადგანაც ეს თემა(პრობლემა) საქართველოს ფარგლებს სცდება. დღეს–დღეისობით მსოფლიოს მრავალი ქვეყანა დგას ამ პრობლემის წინაშე. ყველას აქვს ისეთი შეხედულება თითქოს ძლიერი სქესი სჯაბნის, ან რამით მეტია სუსტი სქესის წარმომადგენელზე. დღეს ამ პოსტით შევეცდები დავამსხვრიო ეს სტერეოტიპი. ჩვენ ყველანი ხომ თანასწორები ვართ! იმედია მოგეწონებათ ჩემს მიერ შემოთავაზებული თემა და არგუმენტები. თქვენი აზრი შეგიძლიათ დააფიქსიროთ კომენტარის სახით.

1.გენდერული თანასწორობა ნიშნავს თანაბარ შესაძლებლობებს, მონაწილეობის და ორივე სქესის გამოჩენას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარ დონეზე. გენდერული თანასწორობა არ უნდა გავიგოთ როგორც გენდერული მრავალფეროვნების, არამედ პირიქით, როგორც გენდერული უთანასწორობის საწინააღმდეგო. ის მიზნად ისახავს ქალების და მამაკაცების საზოგადოებაში სრული მონაწილეობის წახალისებას. ისევე როგორც ადამიანის უფლებებისათვის, გენდერული თანასწორობისათვისაც საჭიროა მუდმივი ბრძოლა, დაცვა და მხარდაჭერა.image_gallery

2. გულისხმობს ქალის და მამაკაცის თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილოებას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია.

3.ჰარმონიული, სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელია. გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის, თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, პირიქით – დემოკრატიულ პლურალისტურ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და მიზნები, სხვადასხვა საჭიროებები და ცხოვრების წესი, მიუხედავად ამისა, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები

4.კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ყოველი ადამიანი თავისუფალია საკუთარი უნარების განვითარებაში და არჩევანის გაკეთებაში, მასზე არ მოქმედებს გენდერული როლების მიერ წამოყენებული შეზღუდვები; ქალთა და მამაკაცთა ქცევები, მისწრაფებები და სურვილები სრულიად თანასწორად განიხილება.

5.თანასწორობა კანონის წინაშე, შესაძლებლობათა თანასწორობა, რომელიც მოიცავს ადამიანური კაპიტალისა და წარმოების სხვა რესურსების თანასწორ ხელმისაწვდომობას, აგრეთვე, თანასწორობას შრომოს ანაზრაურებაში და ინტერესების გამოხატვის და გადაწყვეტილების მიღების თანასწორობას.

6.სქესთა თანასწორობა, თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები ორივე სქესისათვის.

კვოტირების სისტემა

გენდერული კვოტა არის აპრობირებული მეთოდი ქალთა მონაწილეობის
გასააქტიურებლად პოლიტიკურ ინსტიტუციებში – საკანომდებლო თუ აღმასრულებელ
ხელისუფლებაში. კვოტირების იდეა მოიზარებს ქალთა დაცვას პოლიტიკური
იზოლაციისგან. მთელს მსოფლიოში ქალთა 30 პროცენტიანი წარმომადგენლობა ითვლება
ე.წ. „კრიტიკულ მასად“, რომელიც საშუალებას აძლევს ქალებს, როგორც ინტერესთა ჯგუფს,
სახელმწიფო პოლიტიკაზე საგრძნობი გავლენა მოახდინონ. გაეროს 1990 წლის ქალთა
მდგომარეობის გაუმჯობესების რეკომენდაციის თანახმად – 30 პროცენტიანი კვოტირება
განიხილება, როგორც დირექტიული ხასიათის მინიმალური მოთხოვნა სახელმწიფო
სტრუქტურების დემოკრატიზაციისათვის

წყარო :

http://www.nplg.gov.ge

 

16 ფაქტი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ

загруженное (1)

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანია, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო, 10 დეკემბრამდე გასტანა. ამასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ 16 ფაქტს აქვეყნებს.
ქალების 70%-ზე მეტი პარტნიორის მიერ ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ოჯახური ძალადობის შემთხვევებს სწავლობდა, ქალებზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობა ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა საზოგადოებებში. კვლევის მიხედვით, იაპონიაში ქალებზე პარტნიორების 15% ძალადობს. ეთიოპიასა და პერუში – 70 %. ქვეყნებს შორის კი საშუალო ციფრი 29–დან 62%-მდე მერყეობს.

ქალებზე ძალადობის წინასწარმეტყველება და პრევენცია შესაძლებელია

ქალებზე ძალადობის ინტენსივობა და ხარისხი განსხვავებულია თითოეულ ქვეყანაში. სოციალური, კულტურული და ეკონომიკური სიტუაციის იდენტიფიცირების შემდეგ შესაძლებელია ძალადობის გამოვლენა ვივარაუდოთ და, შესაბამისად, შევაჩეროთ ის. სკოლაში შესაბამისი პროგრამების არსებობით შესაძლებელია ბავშვობიდან გავაცნობიერებინოთ ადამიანებს ძალადობის მავნე ზეგავლენის შესახებ. შევამციროთ ალკოჰოლის მოხმარება და სოციალური და კულტურული ნორმების ცვლილებით, ასევე, ცნობიერების ამაღლებით ძალადობის პრევენცია მოხდეს.

ქალების მიმართ გამოვლენილი ძალადობა ზემოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე

პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობა ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს, როგორებიცაა: დეპრესია, პოსტტრამვული აშლილობა, შფოთვა, სუიციდის მცდელობა და ტოქსიკომანია. ფიზიკური ძალადობას კი სხეულის დაზიანებამდე, ქრონიკული ტკივილის სინდრომამდე, გასტროენტერულ დარღვევებამდე და შეზღუდულ შესაძლებლობებამდე მიჰყავს ქალები. ძალადობას ასევე არასასურველი ფეხმძიმობის, აბორტისა და გინეკოლოგიური პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

ქალების მიმართ ძალადობა ბავშვთა ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს

როდესაც ბავშვი ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობის მოწმეა, ეს საფრთხეს უქმნის მის ნორმალური განვითარებას. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის შემსწრენი გამხდარან, მოგვიანებით მათ სოციალური, ემოციური, კოგნიტური და ქცევითი პრობლემები აღენიშნათ, იმ ბავშვებისგან განსხვავებით, რომლებიც არაძალადობრივ გარემოში იზრდებიან. Continue reading