”ქართველი მონები” თურქეთში–ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალური, მძიმე ისტორიები

07b3c8c7143399d12c2f16fa08a1323c

1 კილო რკინა 1 თეთრის სანაცვლოდ, მძიმე ტვირთების ზიდვა კი ანაზღაურების გარეშე – საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს 2013 წელს სულ ტრეფიკინგის 32-მა მსხვერპლმა მიმართა. მათგან 27 – შრომითი, 5 კი სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 2 არასწრულწლოვანია. 

ცენტრის იურისტი ირაკლი ჭყონია Ambebi.ge-ს კონკრეტულ დეტალებს უყვება, თუ რა გადახდათ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში.

“შვიდი მსხვერპლი მუშაობდა ჯინსების ფაბრიკაში. ქალებიც იყვნენ მათთან ერთად, ზოგს ცოლებიც ყავდათ წაყვანილი და იქვე ცხოვრობდნენ. მათ გარეთ არ უშვებდნენ. ანაზღაურება არ მისცეს საერთოდ. მერე თურქეთში ყოფნის ვადა გაუვიდათ და გამოიქცნენ. კაცები ტვირთებს ზიდავდნენ, ხოლო ქალები ძაფებზე მუშაობდნენ.

მეორე შემთხვევა იყო სტამბულში. ხალხი წაიყვანეს იმერეთიდან, კერძოდ ზესტაფონიდან. დაპირდნენ მუშის სამუშაოს, ექნებოდათ კარგი საცხოვრებელი პირობები და ანაზღაურება. თუმცა, სარდაფში აცხოვრებდნენ, სამუშაო კი იყო შემდეგი: ქუჩებში უნდა შეეგროვებინათ პლასტმასის და რკინის ნივთები და 1 კილოგრამზე აძლევდნენ 1 თეთრს. ეს ადამიანებიც წამოვიდნენ, თუმცა მანამდე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა”, – აღნიშნა ჭყონიამ.

მისივე ინფორმაციით, 2013 წელს, შრომით ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ტრეფიკინგის ყველა შემთხვევა თურქეთში მოხდა.

სექსუალური ექსპლუატაციის კუთხით კი “მიმზიდველ” ადგილად ბათუმის სანაპირო ზოლი ითვლება. ჭყონიას ინფორმაციით, საქართველოში ჩამოყავთ უზბეკი ქალები, რომლებიც პროსტიტუციაში იძულებით ერთვებიან. ამაზე მიუთითებს ის, რომ ცენტრს გასულ წელს 5-მა ადამიანმა მიმართა, საიდანაც 4 სწორედ უზბეკი იყო.

“უზბეკეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებზეც განხორციელდა სექსუალური ექსპლუატაცია საქართველოში. ეს ხდებოდა აჭარაში, კერძოდ გონიოში. ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მეხუთე შემთხვევა კი ლოკალურ დონეზე, საქართველოში”, – აღნიშნა იურისტმა.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა შორის არის არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც დედა პორნოგრაფიულ სურათებს უღებდა და ისრაელში აგზავნიდა. მან ცენტრს დახმარების თხოვნით მიმართა და თავშესაფარშიც მოუწია ცხოვრება.

რაც შეეხება სტატისტიკას, როგორც ჭყონია აცხადებს, 2013 წლის მონაცემებსა და გასული წლების მონაცემებს შორის დიდი სხვაობა არ არის: “ხდება ადამიანების გაყვანა ქვეყნიდან იმ პირობით, რომ დაასაქმებენ და ექნებათ ნორმალური ანაზღაურება. ამაზე თანხმდებიან, თუმცა ჩასვლისას ხედავენ, რომ არ ხვდებათ ის პირობები, რასაც დაპირდნენ. ვინაიდან მათ აქვთ შიში, რომ ვერაფერს მოახერხებენ, უკან ბრუნდებიან, მაგრამ როგორც წესი ანაზღაურების გარეშე. ტრეფიკინგი ისეთი დანაშაული და მოვლენაა, რომ 2014 წელს შეიძლება იფეთქოს და 100-მა ადამიანმა მოგვმართოს, 2015-ში შეიძლება სულ არ იყოს მომართვიანობა აქტიური. რომ გადავხედოთ, არც მატებაა და არც კლება”.

მისივე თქმით, თურქები, უზბეკები, უკავშირდებიან საქართველოში მყოფ ახლობელს, რომელიც არის შუამავალი.

“ეს შუამავალი შეიძლება იყოს ქართველიც. თუმცა, ბოლო შემთხვევაში უზბეკი ქალი იყო ჩამოსული, რომელსაც ჰქონდა გახსნილი ბარი და თავად ჩამოჰყავდა თავისი ქვეყნებიდან გოგონები”, – განაცხადა ჭყონიამ.

თავად ჭყონია ვერ საუბრობს, რა ბერკეტები და მექანიზმები აქვს საქართველოს ხელისუფლებას თავისი ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად, თუმცა აცხადებს, რომ პრევენციული სახის ინფორმაციები მუდმივად გადის სატელევიზიო ეთერით და ბუკლეტებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრი ტრეფიკინგის მსხვერპლთ ფულად დახმარებას უწევს (1000 ლარი). ასევე უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებით, სამართლებრივი მომსახურებით, თავშესაფრით და ფსიქოლოგიური დახმარებით. ჭყონიას თქმით, ამ დახმარებების მისაღებად რამდენიმე ეტაპიანი პროცედურების გავლაა საჭირო, რათა პირს მსხვერპლის სტატუსი მიენიჭოს.

მისივე ინფორმაციით, მსხვერპლთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში არ არის კარგი. ასევე იყო რამდენიმე შემთხვევაც, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდათ გაუარესებული.

მისივე ინფორმაციით, 2014 წლის სტატისტიკა ახლო მომავალში გამოქვეყნდება.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/101396-qqarthveli-monebiq-thurqethshi-trefikingis-mskhverpltha-realuri-mdzime-istoriebi.html#ixzz30UGMhdLy

Advertisements

რით დაასაქმებენ ქართველ პატიმრებს ციხეებში

cixe-1_fe75d

მსჯავრდადებულთა შრომას ფართოდ იყენებენ უცხოეთში.


“ციხის ევროპული წესების თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მუშაობა უნდა აღიქმებოდეს, როგორც ციხის რეჟიმის პოზიტიური ელემენტი და არ უნდა იყოს გამოყენებული სასჯელის სახით. ციხის ადმინისტრაცია უნდა ცდილობდეს, სასარგებლო ხასიათის სამუშაო პირობები შეუქმნას პატიმარს”.

ეს სიტყვები 2011 წლის სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პენიტენციარული სისტემის მონიტორინგს ეხება. ამავე ანგარიშის თანახმად, 2011 წელს საქართველოში 24 ათას 114 პატიმრიდან მხოლოდ 25 მსჯავრდადებულს ჰქონდა სამუშაო. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებების პურის საცხობებში მუშაობდნენ.

მსჯავრდადებულთა შრომას ფართოდ იყენებენ უცხოეთში. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი პატიმარია აშშ-ში – 2,23 მილიონი და აქედან თითქმის 2 მილიონი დასაქმებულია ციხეებთან არსებულ საწარმოებში. ამერიკელი პატიმრები ქმნიან ჯარისთვის ჩაფხუტებს, ჯავშანჟილეტებს, ქამრებს, ზურგჩანთებსა და კარვებს. მსჯავრდადებულთა შრომა საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ნივთების წარმოებისთვისაც გამოიყენება. ციხის ეკონომიკამ ამერიკაში იმდენად ფართო მასშტაბები მიიღო, რომ სარფიან საქმედ იქცა კერძო ციხეების ფლობა. იაფი მუშახელის გამოყენება წარმოებაში ნებისმიერი კომპანიისთვის ხელსაყრელი საქმეა. მსჯავრდადებულთა შრომა სხვადასხვა შტატის ციხეებში განსხვავებულად ფასდება – საათში 25 ცენტიდან 2 დოლარამდე.

მსჯავრდებულთა შრომის ექსპლუატაციაზე საუბრობენ უფლებადამცველები რუსეთში. შარშან ამ ქვეყანაში მსჯავრდადებულების მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულებამ $940 მილიონი შეადგინა. 862 ათასი პატიმრიდან უმეტესობა დასაქმებულია, მათი ანაზღაურება თვეში კი საშუალოდ, სულ რაღაც, 116 რუბლია.

თვეში 163 ევროს უხდიან შესრულებული სამუშაოსთვის პატიმრებს ბელგიაში. 2013 წლის მონაცემებით, ქვეყანას 11 100 მსჯავრდადებული ჰყავს და მათგან 3 665 დასაქმებულია. 

გიორგი გიორგაძე (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე): “ჩვენ ვიწყებთ პატიმართა კლასიფიკაციას საშიშროების რისკების შეფასების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ნაკლებ საშიშროებას წარმოადგენენ, დაბალი რისკის დაწესებულებაში განთავსდებიან. ამისთვის რუსთავის #16 დაწესებულებას ვამზადებთ. იქ იქნება უფრო ლიბერალური რეჟიმი, მსჯავრდადებულებს ხანგრძლივი პაემნისა და ოჯახთან შეხვედრის მეტი შესაძლებლობა ექნებათ, აგრეთვე უფრო მეტი კონტაქტი გარე სამყაროსთან, სატელეფონო კავშირისა და ვიდეოპაემნის სახით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა. დღეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონკრეტულ კომპანიასთან, რომელიც ამ დაწესებულებაში საწარმოს აამოქმედებს. აქ ჩვენი თანამშრომლებისთვის ფეხსაცმელი შეიკერება. ბევრი კომპანიის წარმომადგენელს შევხვდით მოსაზიდად და დასაინტერესებლად, რათა ციხეში შემოსულიყვნენ და წარმოება გაემართათ, დაესაქმებინათ პატიმრები.

– ჩემთვის ცნობილია, რომ ბიზნესი თავს იკავებდა ციხეში კაპიტალდაბანდებისგან…
– უმრავლესობა თავს იკავებს. ალბათ, ერთგვარი შიში მათ ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა ეს პირველი პროექტი წარმატებით განხორციელდება, სხვებიც შეიცვლიან აზრს. ყოველ წელს ჩვენი სამინისტრო დაახლოებით, 3 ათას წყვილ ფეხსაცმელს ყიდულობს. ამ წარმოების ამოქმედების შემდეგ შევძლებთ მაღალი ხარისხის ასეთივე ფეხსაცმლის შეძენას თითქმის ნახევარ ფასად. და რაც მთავარია, ამ პროდუქციას პატიმრები შექმნიან. ბუნებრივია, ჩვენგანაც იყო ხელსაყრელი შეთავაზება ინვესტორისთვის, მათ შორის, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით. 

მათ ჩვენ აშენებულ შენობა-ნაგებობებს გადავცემთ. თავის მხრივ, მათი ვალდებულებაა, დააბანდონ ინვესტიცია, შემოიტანონ მაღალი ტექნოლოგიების დანადგარები, პატიმრებს ასწავლონ მუშაობა და დაასაქმონ. რუსთავის #16 დაწესებულება იქნება ე.წ. საწარმოო ზონა, სადაც პატიმარი ან იმუშავებს, ან რომელიმე პროფესიას შეიძენს აქვე მდებარე პროფესიულ სასწავლებელში. 

ამდენად, კომპანია დაინტერესებულია, რომ ბიზნესი სწორედ აქ გააკეთოს – იაფია მუშახელი, გთავაზობენ ინფრასტრუქტურას, კომუნალური გადასახადებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებული ხარ და პროდუქციას, რომელსაც ქმნი, მყიდველი უკვე ჰყავს. ჩვენთვის კი ეს სოციალური პროექტია. გვინდა, ისეთი დაწესებულებები გვქონდეს, სადაც პატიმარი პროფესიას შეიძენს, დასაქმდება, თანხას დააგროვებს და გარე სამყაროს მომზადებული დაუბრუნდება, სადაც უფრო ადვილად იპოვის საკუთარ ადგილს საზოგადოებაში. 

– რამდენად დაცული იქნება პატიმართა შრომითი უფლებები?

– პატიმრების შრომითი უფლებები ისევე იქნება დაცული, როგორც ზოგადად არის გათვალისწინებული კანონმდებლობით. ინვესტორი, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ, პირველ ეტაპზე ვალდებულებას იღებს, რომ 40 მსჯავრდადებულს დაასაქმებს. სამინისტროსა და ბიზნესს შორის ათწლიანი კონტრაქტი ფორმდება და ამ ხნის განმავლობაში პროექტში, სულ მცირე, 300 მსჯავრდადებული უნდა ჩაერთოს.

სავარაუდოდ, ახალი წლიდან გაიხსნება გლდანის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ კომპანიებთან, რათა დავაინტერესოთ და ამ დაწესებულებაში შევიდნენ, ბიზნესი წარმართონ და პატიმრები დაასაქმონ. აქ მოხვდებიან ისინი, ვისაც პატიმრობის ამოწურვამდე დარჩება 1 წლიდან 6 თვემდე. გვინდა, დასაქმებით მოვამზადოთ ისინი თავისუფლებისთვის. პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოები პატიმრების კონკრეტულ კატეგორიას თავისუფლების აღკვეთას შეუცვლიან თავისუფლების შეზღუდვით. მათ გადაიყვანენ გლდანში, სადაც მოწყობილია სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი გისოსების გარეშე. აქ დიდი ტერიტორიაა, სადაც განთავსებულია აუზი, სპორტული სტადიონები, სპეციალურ სასწავლო კლასებში მსჯავრდადებულები პროფესიულ ცოდნას შეიძენენ. მოეწყობა საწარმოო ადგილები მცირე ზომის საამქროებისთვის, სადაც ისინი დასაქმდებიან. დღეისთვის უკვე გადაწყვეტილია, რომ გაკეთდება თიხის სათამაშოების საამქრო, პურის საცხობი, აგრეთვე შესაძლებელია იყოს ხის საამქრო, ბლოკის საამქრო. იქ მომუშავეებს შესაბამისი ანაზღაურება ექნებათ, სამზარეულოში მზარეულებიც მსჯავრდადებულები იქნებიან. მთელი ეს პოლიტიკა მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ემსახურება. 

– სად გაიყიდება პატიმრების წარმოებული პროდუქცია?
– ბაზრის წინასწარმა შესწავლამ აჩვენა, რომ სავაჭრო ობიექტები მზად არის, მიიღოს პატიმრების დამზადებული თიხის თოჯინები. ამ ინიციატივას მხოლოდ სოციალური დატვირთვა არ უნდა ჰქონდეს, ბიზნესი რენტაბელურიც უნდა იყოს. მაგალითად, პურთან დაკავშირებით მოველაპარაკებით ტენდერში გამარჯვებულ იმ კომპანიებს, რომლებიც ციხეებს ამარაგებენ, რათა სწორედ პატიმრების გამომცხვარი პური შეიძინონ.

სხვათა შორის, დღეს უკვე 450 მსჯავრდადებული იღებს ხელფასს ადმინისტრაციისგან. მათი ჯამაგირი 200-250 ლარის ფარგლებში მერყეობს, დასაქმების პოზიციის მიხედვით. ესენი არიან სამეურნეო ნაწილში დასაქმებულები, ე.წ. “აბსლუგა”. აქამდე ასეთი მომსახურებისთვის მათთვის სხვა პატიმრებს, მაგალითად, სიგარეტი უნდა მიეცათ. საბოლოოდ, პატიმრის ოჯახის ჯიბეს აწვებოდა “აბსლუგის” მომსახურების ანაზღაურება. ხოლო როცა ციხეში მაყურებელთა ინსტიტუტი იყო, ისინი ამ “აბსლუგის” “წილში” იყვნენ. საკითხის ამგვარად გადაჭრით კი ეს პრობლემები აღმოვფხვერით. ახლა ციხის ადმინისტრაცია თავად უხდის ხელფასს “აბსლუგას”.

პენიტენციარულ სისტემაში აგრეთვე მიმდინარეობს პროექტი “ისწავლე, ასწავლე და დაასაქმე”, სადაც ტრენინგგავლილი და სერტიფიცირებულ მსჯავრდადებულებს დასაქმების შანსი მიეცემათ. საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ციხეებში იქმნება წიგნების ელექტრონული ვერსიები და ამაში პატიმრებიც მონაწილეობენ. ზოგან მუშაობს სილამაზის სალონი, თონე, სადაც პატიმრები ასევე სწავლობენ ხელობას. გვაქვს არტსტუდია, სადაც ისინი ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან. მომავალში გეგუთშიც გვინდა გაკეთდეს საწარმოო ზონა და პატიმრები დასაქმდნენ. მხოლოდ ამგვარი მიდგომებით შევძლებთ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას”.

წყარო:  ambebi.ge

“გვინდა მაქსიმალური პატივისცემა გამოვიჩინოთ პატრიარქის მიმართ” – ტრანსგენდერების გზავნილი პატრიარქსა და ხელისუფლებას

Yuta_Onoda_illustrated_a_first_person_article_for_The_Progressive_by_a_woman_married_to_a_transgender_man ქართველი ტრანსგენდერები პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის იმ ვერსიის დაკანონებას სთხოვენ, რომელსაც საპატრიარქო აპროტესტებს.

ცირკთან ზიზი, მაცაცო და ელენე შეიკრიბნენ, ჟურნალისტები დაიბარეს და განცხადება გააკეთეს.

ტრანსგენდერი მაცაცო (ასე გაგვეცნო): “გვინდა კიდევ ერთხელ, მაქსიმალური პატივისცემა გამოვიჩინოთ საქართველოს პატრიარქის მიმართ, მიუხედავად მისი დამოკიდებულებისა, ჩვენი როგორც მოქალაქეებისა და ადამიანების მიმართ. გვინდა საპატრიარქოს წარმომადგენლებს ვთხოვოთ, შეწყვიტონ ჩვენს მიმართ ძალადობა, რაც 17 მაისს იყო, რაც დღეს მიმდინარეობს და რაც შესაძლოა, სამომავლოდაც გაგრძელდეს, თუკი არ იქნება მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოს პარლამენტის მიერ.”

ელენე და ზიზი მაცაცოს მეგობრები არიან. ქალის სახელები მათ თავად დაირქვეს. ზიზი 11 წელია ცირკთან მუშაობს. ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტები ხშირად ხდება, პოლიცია კი, არ რეაგირებს.

ზიზი: 2003 წლიდან აქ ვარ, თითქმის ყოველდღე გვაყენებენ შეურაცხყოფას, მაგრამ არ მახსოვს, რომ პატრულს რაიმე რეაგირება მოეხდინოს. თუ ასე მავიწროვებენ, მაშინ გამიშვან საქართველოდან. ჩემი პატრონი არავინ არ არის აქ, არც რომელიმე ორგანიზაცია და არც სახელმწიფო.

ელენე კი, ამბობს, რომ მას კარგად ესმის მართლმადიდებლური სამყაროს შეხედულება LGBT საზოგადოების მიმართ,ელენე: აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ. ვიცი, რომ ქრისტიანული ქვეყანაა და ტრანსგენდერობა მიუღებელია, მაგრამ ასეთი მოპყრობა, როგორც ჩვენ გვექცევიან, არ არის გამართლებული. ჩვენი უფლებები დაცული უნდა იყოს. არ ვართ ჩვენ ცხოველები, ვართ ადამიანები, როგორც სხვა დანარჩენები. მერე რა, რომ ტრანსგენდერები ვართ?!

პ.ს. მაცაცომ ტრანსგენდერის მნიშვნელობაც განმიმარტა.

მაცაცო: მამაკაცის სექსუალურ მიდრეკილებებში არის განსხვავებები და ნიშნები: ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და გეი. ასევე არის ტრანსგენდერში – ტრანსსვესტიტი და ტრანსსექსუალი. ტრანსსვესტიტი არის ბიჭი, რომელსაც აცვია ქალის ფორმა, მაგრამ არ აქვს ქალისათვის დამახასიათებელი რაიმე ნიშანი. ტრასსექსუალი არის ბიჭი, რომელსაც აქვს ქალისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი მაინც, მაგალითად მკერდი, ან გრძელი თმა. საერთო ჯამში, ტრანსგენდერი ცალკე სქესია. ანუ, არსებობს მამაკაცი, ქალი და მესამე სქესი – ტრანსგენდერი. ტრანსგენდერს მიდრეკილება მხოლოდ მამაკაცის მიმართ აქვს, არის პასიური – არ არის აქტიურ მდგომარეობაში სექსის დროს.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/101846-qgvinda-maqsimaluri-pativiscema-gamovichinoth-patriarqis-mimarthq-transgenderebis-gzavnili-patriarqsa-da-khelisuflebas.html#ixzz30NamaaXF

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე .

human rights day დღევანდელი ჩემი პოსტით მინდა შევუერთდე ამ დიდებულ დღეს და ყველას მოვუწოდო დაიცვან თავიანთი უფლებები ვიმედოვნებ მოგეწონებათ! 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა შესახებ, საყოველთაო დეკლარაცია მიიღო.

მას შემდეგ 10 დე¬კემბერი გამოცხადებულია ადამიანის უფლებათა დაც¬ვის დღედ და იგი აღინიშნება ყველა ქვეყანაში, რომელიც მი¬ერ¬თებულია ამ დეკლარაციას.

დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. კერძოდ, დოკუმენტით გათვალისწინებულია სიცოცხლის, პირადი ხელშეუხებლობის უფლებები, გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება, მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დაცვის უფლება და სხვა. საყოველთაო დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო, იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა. მაგრამ მისი დაცვა თითქმის ყველა ქვეყანამ მისთვის სავალდებულო ნორმების შემცველ საერთაშორისო ჩვეულებით სამართლად აქცია. დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის, ისეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, როგორებიცაა: ხელშეკრულება საერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, რომლებიც მიიღეს 1966 წელს და ძალაში შევიდა 1976 წელს.

მისი სათაო ოფისი განთავსებულია ჟენევაში და წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში.
წყარო:GOOGLE.GE

ადამინის უფლებათა დაცვის გაეროს, ანუ უნივერსალური სისტემა.

загруженное
ადამიანის უფლებები კაცობრიობის ისტორიულ და სოციოლკულტურულ განვითარებას აჯამებს.სწორედ ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ პოსტი იმედი მაქვს დაგაინეტერესებთ. 1377202323000-topics-article-transgender2-tcm7-90890
ადამინის უფლებათა დაცვის გაეროს, ანუ უნივერსალური სისტემა,
გაერომ, თავისი მოღვაწეობის ხანგლძლივი პრიოდის განმავლობაში, არაერთი ორგანო და პროცადურა ჩამოყალიბა , რომლებითაც ზედამხედველობას უწევს მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვას , პატივისცემას და უზრუნველყოფას . განსაკუთრებით დიდია ხელშეკრულებით შექმნილი , ანუ სახელშეკრულებო ორგანოთა როლი, სახელშეკრულებო ორგანოები საერთაშორის ნორმატული აქების საფუძვლზე იქმნება და მათ ფუნქციას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ხელშეკრულებაში მონაწილე წევრ სახელმწიფოთა ზედამხედველობა შეადგენს.
წყარო;google.ge

25/04/2014 /ტრენინგი

25 აპრილს შევხვდი მოსწავლებს შეხვედრაზე ვისაუბრე ქალთა უფლებებზე და გენდერულ თანასწორობაზე. შეხვედრის მიზანი იყო ამ თემის პოპულარიზაცია საზოგარდოებაში იმფორმაცის მიწოდება აღნისნულ თემებთან დაკავშირებით. შეხვედრამ საინტერესოთ ჩაიარა გაიმართა დისკუსია. ირღვევა თუ არა ქალთა უფლებები , რა როლი ენჭება ქალებს საზოგარდოებაში ,დაცულია თუ არა გენდერული თანასწორობა საქართველოში .

ffgfgf0659658335397_6233180496787171811_n

საქართველოს სახალხო დამცველის ბიოგრაფია.

d8d049f2d24feef2a61e6b6611365873
პირადი მონაცემები
უჩა ნანუშვილი
ეროვნება: ქართველი
დაბადების თარიღი: 23 აპრილი, 1974
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება

2002 – ბირმინგჰემის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა სამართლისა და პრაქტიკის პროგრამა / ინგლისი

2002 –საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ბრიტანული ინსტიტუტი /მკვლევარი/ ლონდონი / ინგლისი

2002 – 2005 პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, მეცნიერებათა აკადემია /ასპირანტურა/ თბილისი, საქართველო

2000 – ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი /ადამიანის უფლებების პროგრამა/ სტრასბურგი, საფრანგეთი

1994-1999 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. საერთაშორისო სამართალმცოდნის დიპლომი

1991-1996 პოლიტოლოგიის ინსტიტუტი. პოლიტოლოგიის დიპლომი. / თბილისი, საქართველო Continue reading