რა შეზღუდვებს უწესებს მასწავლებლებს ეთიკის კოდექსი?

Image

.

ბატონო მინისტრო, პირველ რიგში, გვაინტერესებს, რატომ გახდა ამ კოდექსის შემოღება აუცილებელი?

ჩვენ შემოგვაქვს, როგორც მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი, ასევე, მოსწავლეებისა და დირექტორის კოდექსებიც. იქნება სამი კოდექსი, რომლის შემუშავება დამთავრდება პირველ ივლისამდე. სწორედ პირველ ივლისს, ჩემი ბრძანებით, ამოქმედდება მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, 15 ივლისს მოსწავლეების და შემდეგ უკვე დირექტორების. ასეთი კოდექსები მოქმედებს ყველა ევროპულ დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციის მექანიზმი სკოლებში. ამ კოდექსების საფუძველზე იქმნება შიდა განაწესი. სამწუხაროა, რომ მსგავსი დოკუმენტი აქამდე არ იყო ამოქმედებული. ამის მცდელობა იყო, მაგრამ ამ საკითხის პოლიტიზების გამო ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ახლა ამას ბოლომდე მივიყვანთ. კოდექსზე, დაახლოებით, 48 ექსპერტი მუშაობდა, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება. ამ ჯგუფში შედიოდნენ როგორც ფსიქოლოგები, ასევე მასწავლებლები. ჩემი აზრით, კოდექსი ძალიან სრულყოფილია.

რა სანქციები გატარდება პედაგოგზე, რომელიც ამ კოდექსს დაარღვევს?

კოდექსის მთავარი მიზანიც ისაა, რომ ის არ ითვალისწინებს რაიმე სახის სადამსჯელო ღონისძიებას. ის არეგულირებს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობებს. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ გვაქვს შრომის კანონმდებლობა, რომელიც აბსოლუტურად განსაზღვრავს შრომით ურთიერთობებს და ეთიკის კოდექსის დამრღვევის მიმართ ამოქმედდება სწორედ შრომის კოდექსი. რაც შეეხება შინაარსს… მაგალითად, ეთიკის კოდექსში მითითებულია, რომ მასწავლებელს არა აქვს უფლება, ფიზიკური, სიტყვიერი ან ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს მოსწავლეზე. არ შეიძლება, რომ მასწავლებელმა სკოლაში აწარმოოს რელიგიური ან პოლიტიკური პროპაგანდა; არ შეიძლება, რომ მოსწავლის წინაშე ეწეოდეს სიგარეტს და ა.შ.

Image

რატომ მაინცდამაინც ახლა?

სკოლებში არსებული გარკვეული პრობლემების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, თუმცა მათი ნაწილი სააშკარაოზე გამოვიდა მას შემდეგ, რაც შემოვიღეთ მანდატურის ინსტიტუტი. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა სკოლებში ურთიერთობების რეგულაცია. პედაგოგთა უმრავლესობა ამ სიახლეს აბსოლუტურად ადეკვატურად შეხვდა. ქვეყანაში არის დაახლოებით 75 ათასი მასწავლებელი. შეუძლებელია, მათ შორის არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ შეესაბამებიან მასწავლებლის მაღალ სტანდარტს. მაგალითად, იყო ფაქტი, როდესაც მასწავლებელმა მოსწავლეს ჩანთა გადაუგდო მეოთხე სართულიდან, რასაც შეესწრო მანდატური. არსებობს ფაქტები, როდესაც მასწავლებელი თავის პირად საქმეზე აგზავნის მოსწავლეს, მაგალითად, სამგლოვიარო გვირგვინის შესაძენად. ეს არის ამაზრზენი. ამის გამო ჩრდილი არ უნდა მიადგეს ათი ათასობით პროფესიონალ და პატიოსან მასწავლებელებს.

 Image

დაწყებით კლასებში ხშირად ხდება ბავშვის კუთხეში დაყენება, ან ყურის აწევა… უკრძალავს თუ არამასწავლებელს ეთიკის კოდექსი მსგავს ქმედებებს?

მასწავლებელმა ფიზიკური ზეწოლა არ უნდა მოახდინოს ბავშვზე. მას აქვს საკმაოდ ბევრი ბერკეტი კლასში წესრიგის დასამყარებლად. თუმცა ნურავის ჰგონია, რომ მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის მიღებით უფრო მეტი უფლებები ექნებათ მოსწავლეებს. არავითარ შემთხვევაში. როგორც გითხარით, შემოვა ასევე მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, რომელშიც დაწესებულია საკმაოდ მკაცრი სასჯელი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც არღვევენ დისციპლინას. როდესაც მანდატურის სამსახურის შემოღებაზე იყო საუბარი, აღმოჩნდა, რომ იყვნენ დირექტორები, რომლებიც ამბობდნენ: ჩვენ სკოლებში გვყავს ბავშვები, რომლებიც ვითარებას აკონტროლებენო… ანუ, ეს არის ქურდული მენტალიტეტი, რომელიც მოვსპეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში  და, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც დასაშვებად მიაჩნიათ ამ მენტალიტეტით სკოლის მართვა. ყველა სასტიკად დაისჯება, ვინც ეცდება, ასეთი მენტალიტეტი დანერგოს სკოლაში. თუ მოსწავლეს ძველბიჭობა სურს და თავის თავს სხვებზე მაღლა აყენებს, მოსწავლეთა კოდექსის შემოღების შემდეგ ასეთ მოსწავლეს მოუწევს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით  აანაზღაუროს თავისი რათა თავისი  მიდრეკილებები. ანუ, თუ მოსწავლე ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს, დავუშვათ, თავის თანაკლასელზე, მიდის შატალოზე ან არღვევს სკოლის შიდა განაწესს, ის დაალაგებს საკლასო ოთახს. ეს იქნება გათვალისწინებული მოსწავლეთა ეთიკის კოდექსით. ჩვენ ერთხელ და საბოლოოდ  დავამყარებთ დისციპლინას სკოლაში, ეს იქნება მანდატურების შემოყვანით, ეთიკის კოდექსების შემოღებით და სხვა ბევრი საშუალებით. ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის საქციელზე. როდესაც ვსაუბრობთ ყურის აწევაზე, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. მშობელი ბავშვს სკოლაში არ უშვებს იმისთვის, რომ ვიღაც ფიზიკურად შეეხოს და შეურაცხყოფა მიაყენოს.

მოსწავლეს ან მასწავლებელს სად  შეუძლია, განაცხადოს თავისი პრეტენზია კოდექსის დარღვევისშემთხვევაში?

დირექტორს აქვს აბსოლუტური უფლება იმისთვის, რომ დაამყაროს დისციპლინა. ის ვალდებულია, გამოიყენოს თავისი ძალაუფლება. სხვათა შორის, თქვენი გაზეთი იქნება პირველი, ვისაც ვეტყვი, რომ დირექტორების დაჟინებული მოთხოვნით, ჩვენ შევცვლით იმ წესს, როდესაც სადამსჯელო ღონისძიებას ატარებს სკოლის დისციპლინური საბჭო. საბჭოს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ის ვერ იკრიბება ყოველდღე. ამ საბჭოში შედიან მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგი და ა.შ. მათი ერთად შეკრება კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება ვერ მოხერხდეს, რის გამოც რეაგირება იგვიანებს, ამიტომ, ჩვენ მთელი ეს ვალდებულება დავაკისრეთ დირექტორებს, მათივე თხოვნის საფუძველზე. დისციპლინარული საბჭო იქნება, თუმცა დირექტორს შეეძლება, მოახდინოს მყისიერი რეაგირება ამა თუ იმ გადაცდომაზე.

ამ კოდექსის ერთერთი მუხლი არის ასეთი: დაუშვებელია მასწავლებლის მხრიდან რელიგიური ანპოლიტიკური პროპაგანდა… საარჩევნო პერიოდში თუ იყო პოლიტიკური პროპაგანდის მცდელობებიმასწავლებლების მხრიდან?

როგორც კი დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, მე მივეცი მკაცრი მითითება ყველა სკოლის დირექტორს, რომ არ დაუშვან კამპანია სკოლებში. ყველა მასწავლებელი არის თავისუფალი ადამიანი. მათ შეეძლოთ მონაწილეობის მიღება საარჩევნო კამპანიაშიც, მხოლოდ სასწავლო პროცესის შემდეგ. ჩვენი მითითება იყო, რომ სასწავლო პროცესის დროს ეს არ უნდა ხდებოდეს. ეთიკის კოდექსშიც ეს წერია: სკოლაში პოლიტიკური პროპაგანდა დაუშვებელია. სამწუხაროდ, ამ საარჩევნო პერიოდში იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სასწავლო პროცესის დროს მოხდა მასწავლებლებთან შეხვედრა და დღეს ის დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან, რა თქმა უნდა, გათავისუფლდა. დანარჩენ შემთხვევაში, მითითება შესრულდა.

პედაგოგების განწყობა როგორია… როგორ ხვდებიან ისინი ამ სიახლეს?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, გამომდინარე იქიდან, რომ პედაგოგები ყველგან აბსოლუტური გაგებით მოეკიდნენ ეთიკის კოდექსის შემოღებას. ჩვენ კოდექსის განხილვა უკვე გვქონდა პედაგოგთა ნაწილთან და ეს პროცესი გრძელდება. მათ ყველაზე კარგად ესმით, რომ ერთი ან ათი მასწავლებლის გამო, რომელთა საქციელი არ ჯდება ეთიკის ნორმებში, სხვას არ უნდა მოეცხოს ჩირქი.                                                                                                                                                                                                 წყარო:http://mes.gov.ge/

1 thoughts on “რა შეზღუდვებს უწესებს მასწავლებლებს ეთიკის კოდექსი?

  1. ai es namdvilad sainteresoa. xshird xdeba miswavlis uflebiebis rgveva maswavleblebis mxridan rac dzalin moqedebs bavshvus fsiqikaze.es rchevebi namdvilad gasatvaliswinebelia.moxaruli viqnebi tu msagvs sachiro saintereso da mizabmimartul postebs vixilav

დატოვე კომენტარი