საქართველოს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი
ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ
აღიარებულ პრინციპებს, საქართველოს კანონმდებლობას, განსაზღვრავს დევნილთა
სამართლებრივ სტატუსს საქართველოში, ადგენს მათ სამართლებრივ, ეკონომიკურ
და სოციალურ გარანტიებს, უზრუნველყოფს მათი უფლებებისა და კანონიერი
ინტერესების დაცვასა და განხორციელებას.

მუხლი 1. დევნილი

1. დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად
მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა
დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო
(საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში) იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან
მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის
აგრესიის, შიდა კომფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

2. დევნილის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც ცნობილია
დამნაშავედ და იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.

მუხლი 2. დევნილად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართვა

1. პირი, რომელიც ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო
დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილად ცნობის შესახებ განცხადებით
მიმართავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმ
ადგილობრივ სამსახურს, სადაც დროებით ცხოვრობს ან აპირებს დასახლებას, ან
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას აღრიცხვაზე ასაყვანად, თუ მას
მოუხდა საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა.

2. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივი სამსახური
ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან ათ დღეში დაადგინოს დევნილად
ცნობის შესახებ განცხადების საფუძვლიანობა და აღძრას შუამდგომლობა
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინაშე პირისთვის დევნილის
სტატუსის მინიჭების თაობაზე.

3. მოსახდეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს პირის
დროებით დევნილად ცნობა, სათანადო წესით მისთვის დევნილის სტატუსის
მინიჭებამდე, ხდება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამისი
სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ.

მუხლი 3. იმ პირის უფლებანი და მოვალეობანი, რომელიც განცხადებით მიმართავს
დევნილად ცნობის თაობაზე

1. პირს, რომელიც ამ კანონის მეორე მუხლის თანახმად ითხოვს დევნილად ცნობას,
განცხადების რეგისტრაციისას ეძლევა მიმართვა დროებით საცხოვრებელ ადგილზე მიმაგრების შესახებ, ამასთან, მას შეუძლია შეარჩიოს დროებითი საცხოვრებელი
ადგილი საქართველოს ნებისმიერრეგიონში ნათესავთან ან ახლობელთან. Continue reading

გამოხატვის თავისუფლება

დათმობილი აქვს კონვენციის მე-10 მუხლი და მისი აღიარება და დაცვა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისა და თითოეული ადამიანის განვითარებისათვის. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად.
ძირითადი უნივერსალური ღირებულებაა, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებებს და განსაზღვრავს პიროვნების ღირსებას. მისი მნიშვნელობა აღიარებული იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, როდესაც მიიჩნიეს, რომ გამოხატვის თავისუფლება „ქვაკუთხედია ყველა იმ უფლებისა, რომელთა დაცვაც გაეროს პრიორიტეტს წარმოადგენს“ (UNGA, 1948). იმ საზოგადოებებში, სადაც გამოხატვის თავისუფლება დათრგუნულია, როგორც წესი ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა ხშირი დარღვევის ფაქტებს და პირიქით, იქ სადაც დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მეტია შესაძლებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენის და შემცირებისა. გამოხატვის თავისუფლება აღიარებულია გაეროს ყველა ძირითადი დოკუმენტით, მათ შორის სამი ძირითადი რეგიონალური ხელშეკრულებითაც. ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მე-19 მუხლი შემდეგნაირად განსაზღვრავს გამოხატვის თავისუფლებას: „ყოველ ადამიანს აქვს აზრის და მისი თავისუფლად გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას იქონიოს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.“
უფლება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიის აღმშენებლობაში. სიტყვისა და აზრის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი საფუძველია, დემოკრატიული საზოგადოების პროგრესისა და ცალკეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. ეს უფლება შეეხება არა მხოლოდ ისეთ ,,ინფორმაციას” ან ,,იდეას”, რომელიც სახელმწიფოს მიერ კეთილგანწყობილად მიიღება, არამედ ისეთსაც, რომელიც მიუღებელია ხელისუფლების ან მოსახლეობის ნაწილისათვის. ამას მოითხოვს პლურალიზმის, ლიბერალიზმისა და ტოლერანტობის პრინციპები, რომელთა გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება.
სიტყვის თავისუფლება შეიძლება ემსახურებოდეს მრავალ ფუნქციას: ინფორმაციის გავრცელებას; ხალხის ნების გამოხატვას (არჩევნებთან, ხელისუფლების პოლიტიკას თან დაკავშირებით და სხვ.); იდეების გენერაციას და ა.შ. დღევანდელ მსოფლიოში ძალზე ცოტა ქვეყანაა, რომელიც თავის კონსტიტუციაში არ აღიარებს სიტყვის თავისუფლებას. თუმცა აქვს თუ არა ყველა ხალხს ამ თავისუფლების გამოყენების საშუალება, ეს სრულიად სხვა საკითხია. ცივი ომის ეპოქაში პრესის თავისუფლება და აზრისა და გამოხატვის თავისუფლება კომუნისტურ და არაკომუნისტურ სახელმწიფოებში ძალზე განსხვავებულ უფლებებს გულისხმობდა, თუმცა ფორმალურად ყველა საყოველთაო დეკლარაციის ერთგულებას აცხადებდა. გაერო-მ 1948 წელს თავისუფლების შესახებ უფრო დეტალური კონვენციის მომზადება დაიწყო, მაგრამ ეს კონვენცია არ იქნა მიღებული – ჟენევის კონფერენციის შედეგად მხოლოდ ერთი კონვენცია მივიღეთ –კონვენცია შესწორების საერთაშორისო უფლების შესახებ. ამ დოკუმენტის მიხედვით ხელმომწერ სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოსცენ კომიუნიკეები ახალი ამბების ნებისმიერ ისეთ გავრცელებასთან დაკავშირებით, „რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ამ სახელმწიფოს ურთიერთობას სხვა სახელმწიფოებთან ან ზიანი მიაყენოს მის ეროვნულ ავტორიტეტსა თუ ღირსებას“ (მუხლი 2). ახალი ამბების გავრცელებას უნდა ჰქონდეს საერთაშორისო შეფერილობა და ის ტყუილი ან დამახინჯებული უნდა იყოს. მომჩივან სახელმწიფოს შეუძლია წარუდგინოს ფაქტების მისეული ვერსია სხვა სახელმწიფოებს და კორესპონდენტსა თუ საინფორმაციო სააგენტოს, რომელიც შეასწორებს მოცემულ ახალ ამბებს. შეხედულებისა და თავისუფალი აზრის უფლება აბსოლუტურია და თითქმის შეუძლებელია მისი კონტროლი. ამის მიუხედავად, ხშირად საუბრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გამოყენებულ „ხელახალი განათლების“ პროგრამებზე, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს ცალკეული პირებისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის „ტვინის გამორეცხვას“. ადამიანის უფლებათა სამართალი თამაშში რეალურად მაშინ ერთვება, როდესაც ხდება აზრის ან შეხედულების გამოხატვა, განსაკუთრებით, საჯაროდ. ამას ადასტურებს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ გაეროსთვის 1990 წელს წარდგენილი ანგარიში (დანილო თერქი და ლუი ჟუანე). საკუთარი პოლიტიკური მრწამსის ნიადაგზე დაპატიმრებული „სინდისის პატიმრების“ მდგომარეობა რიგ საქმეებს დაედო საფუძვლად. ცხადია, რომ ამგვარი პატიმრობა სხვა უფლებებსაც ხელყოფს, მაგალითად, თავისუფლების უფლებას და არაადამიანური მოპყრობისგან თავისუფლებას. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ დეტალურად ამუშავებს ამ ცნებას და ითვალისწინებს ინფორმაციისა და იდეების გაცვლას საზღვრების მიუხედავად (მუხლი 19). შესაბამისად, ადამიანს ეძლევა უფლება, გადასცეს ინფორმაცია სხვა სახელმიწოფოს ცალკეულ მოქალაქეებსა თუ ჯგუფებს და მიიღოს მათგან ინფორმაცია. ამაში შეიძლება ვიგულისხმოთ კომუნიკაცია როგორც ტრადიციული მეთოდებით, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მკაცრად არის განსაზღვრული ის გარემოებები, როდესაც სახელმწიფოებს შეუძლიათ ჩაერიონ ამ უფლების განხორციელებაში. აზრისა და გამოხატვის თავისუფლება სცდება იდეების უბრალოდ სიტყვიერად გამოხატვას. იგულისხმება გამოხატვის სხვა სახეებიც: წერილობითი სიტყვა, როგორიც არის, მაგალითად, პრესა და, რასაკვირველია, საპროტესტო ტრანსპარანტები, აგრეთვე, მხატვრული გამოსახვა. შემოქმედებითი აზრის დემონსტრირებისა და სიტყვიერი გამოხატვის ყველა ფორმა ხვდება დებულებათა ფარგლებში. დღეს მიჩნეულია, რომ საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი მოიცავს გამოხატვის ზოგად თავისუფლებას და შეიძლება ითქვას, რომ მისი ზოგიერთი ნაწილი ამჟამად ჩვეულებით სამართლად არის აღიარებული.

წყარო: googe.com

გენდერული თანასწორობა

download-7
მეგობრებო! დღეს მინდა შემოგთავაზოთ პოსტი გენდერულ თანასწორობაზე. ვინაიდან და რადგანაც ეს თემა(პრობლემა) საქართველოს ფარგლებს სცდება. დღეს–დღეისობით მსოფლიოს მრავალი ქვეყანა დგას ამ პრობლემის წინაშე. ყველას აქვს ისეთი შეხედულება თითქოს ძლიერი სქესი სჯაბნის, ან რამით მეტია სუსტი სქესის წარმომადგენელზე. დღეს ამ პოსტით შევეცდები დავამსხვრიო ეს სტერეოტიპი. ჩვენ ყველანი ხომ თანასწორები ვართ! იმედია მოგეწონებათ ჩემს მიერ შემოთავაზებული თემა და არგუმენტები. თქვენი აზრი შეგიძლიათ დააფიქსიროთ კომენტარის სახით.

1.გენდერული თანასწორობა ნიშნავს თანაბარ შესაძლებლობებს, მონაწილეობის და ორივე სქესის გამოჩენას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარ დონეზე. გენდერული თანასწორობა არ უნდა გავიგოთ როგორც გენდერული მრავალფეროვნების, არამედ პირიქით, როგორც გენდერული უთანასწორობის საწინააღმდეგო. ის მიზნად ისახავს ქალების და მამაკაცების საზოგადოებაში სრული მონაწილეობის წახალისებას. ისევე როგორც ადამიანის უფლებებისათვის, გენდერული თანასწორობისათვისაც საჭიროა მუდმივი ბრძოლა, დაცვა და მხარდაჭერა.image_gallery

2. გულისხმობს ქალის და მამაკაცის თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილოებას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია.

3.ჰარმონიული, სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელია. გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის, თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, პირიქით – დემოკრატიულ პლურალისტურ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და მიზნები, სხვადასხვა საჭიროებები და ცხოვრების წესი, მიუხედავად ამისა, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები

4.კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ყოველი ადამიანი თავისუფალია საკუთარი უნარების განვითარებაში და არჩევანის გაკეთებაში, მასზე არ მოქმედებს გენდერული როლების მიერ წამოყენებული შეზღუდვები; ქალთა და მამაკაცთა ქცევები, მისწრაფებები და სურვილები სრულიად თანასწორად განიხილება.

5.თანასწორობა კანონის წინაშე, შესაძლებლობათა თანასწორობა, რომელიც მოიცავს ადამიანური კაპიტალისა და წარმოების სხვა რესურსების თანასწორ ხელმისაწვდომობას, აგრეთვე, თანასწორობას შრომოს ანაზრაურებაში და ინტერესების გამოხატვის და გადაწყვეტილების მიღების თანასწორობას.

6.სქესთა თანასწორობა, თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები ორივე სქესისათვის.

კვოტირების სისტემა

გენდერული კვოტა არის აპრობირებული მეთოდი ქალთა მონაწილეობის
გასააქტიურებლად პოლიტიკურ ინსტიტუციებში – საკანომდებლო თუ აღმასრულებელ
ხელისუფლებაში. კვოტირების იდეა მოიზარებს ქალთა დაცვას პოლიტიკური
იზოლაციისგან. მთელს მსოფლიოში ქალთა 30 პროცენტიანი წარმომადგენლობა ითვლება
ე.წ. „კრიტიკულ მასად“, რომელიც საშუალებას აძლევს ქალებს, როგორც ინტერესთა ჯგუფს,
სახელმწიფო პოლიტიკაზე საგრძნობი გავლენა მოახდინონ. გაეროს 1990 წლის ქალთა
მდგომარეობის გაუმჯობესების რეკომენდაციის თანახმად – 30 პროცენტიანი კვოტირება
განიხილება, როგორც დირექტიული ხასიათის მინიმალური მოთხოვნა სახელმწიფო
სტრუქტურების დემოკრატიზაციისათვის

წყარო :

http://www.nplg.gov.ge

 

16 ფაქტი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ

загруженное (1)

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანია, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო, 10 დეკემბრამდე გასტანა. ამასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ 16 ფაქტს აქვეყნებს.
ქალების 70%-ზე მეტი პარტნიორის მიერ ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ოჯახური ძალადობის შემთხვევებს სწავლობდა, ქალებზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობა ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა საზოგადოებებში. კვლევის მიხედვით, იაპონიაში ქალებზე პარტნიორების 15% ძალადობს. ეთიოპიასა და პერუში – 70 %. ქვეყნებს შორის კი საშუალო ციფრი 29–დან 62%-მდე მერყეობს.

ქალებზე ძალადობის წინასწარმეტყველება და პრევენცია შესაძლებელია

ქალებზე ძალადობის ინტენსივობა და ხარისხი განსხვავებულია თითოეულ ქვეყანაში. სოციალური, კულტურული და ეკონომიკური სიტუაციის იდენტიფიცირების შემდეგ შესაძლებელია ძალადობის გამოვლენა ვივარაუდოთ და, შესაბამისად, შევაჩეროთ ის. სკოლაში შესაბამისი პროგრამების არსებობით შესაძლებელია ბავშვობიდან გავაცნობიერებინოთ ადამიანებს ძალადობის მავნე ზეგავლენის შესახებ. შევამციროთ ალკოჰოლის მოხმარება და სოციალური და კულტურული ნორმების ცვლილებით, ასევე, ცნობიერების ამაღლებით ძალადობის პრევენცია მოხდეს.

ქალების მიმართ გამოვლენილი ძალადობა ზემოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე

პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობა ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს, როგორებიცაა: დეპრესია, პოსტტრამვული აშლილობა, შფოთვა, სუიციდის მცდელობა და ტოქსიკომანია. ფიზიკური ძალადობას კი სხეულის დაზიანებამდე, ქრონიკული ტკივილის სინდრომამდე, გასტროენტერულ დარღვევებამდე და შეზღუდულ შესაძლებლობებამდე მიჰყავს ქალები. ძალადობას ასევე არასასურველი ფეხმძიმობის, აბორტისა და გინეკოლოგიური პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

ქალების მიმართ ძალადობა ბავშვთა ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს

როდესაც ბავშვი ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობის მოწმეა, ეს საფრთხეს უქმნის მის ნორმალური განვითარებას. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის შემსწრენი გამხდარან, მოგვიანებით მათ სოციალური, ემოციური, კოგნიტური და ქცევითი პრობლემები აღენიშნათ, იმ ბავშვებისგან განსხვავებით, რომლებიც არაძალადობრივ გარემოში იზრდებიან. Continue reading

უძველეს კანონთა კრებული;

პირველი კანონთა კრებული აღმოჩენილია ძალიან დიდი ხნის წინ,რომელშიც არის ძალიან მკაცრი შეუბრალებელი კანონები,თუ გაეცნობით პოსტს ბოლომდე თქვენ ამაში დარწმუნდებით.საინტერესო პოსტია აზრი დააფიქსირეთ კომენტარის სახით.gelatis_bublia._XII_s2

– თუ ერთი მეორეს რაიმე ბრალს დასდებს და ვერ დაუმტკიცებს, ბრალმდებელი სიკვდილით დაისჯება
– თუ მოსამართლე გამოიტანს განაჩენს და მას წერილობით წადადგენს, მასში შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში მას სახალხოდ დაატოვებინებენ მოსამართლისთვის განკუთვნილ ადგილს და აეკრძალება ეს საქმიანობა
–თუ ვინმე სხვის მეორე და მომდევნო ვაჟს მოიტაცებს, გამტაცებელი სიკვდილით დაისჯება.

 

– თუ ვინმე სახლში შეიფარებს მონას და ამას დამალავს, სახლის პატრონი სიკვდილით დაისჯება.

 

– თუ ვინმე სხვის სახლთან ორმოს გათხრის მის გასაქურდად, იგი სიკვდილით დაისჯება და ამავე ორმოში დაიმარხება
– თუ ვინმე ჩაიდენს ყაჩაღობას და მას შეიპყრობენ, სიკვდილით დაისჯება.

 

– თუ სახლს ცეცხლი გაუჩნდება და ის ვინც მის ჩასაქრობად მოვა, ხელი წაუცდება ოჯახის საკუთრებაზე, დაისჯება იმავე ცეცხლში დაწვით.

 

 

 

-თუ კაცი შეირთავს ცოლს, მაგრამ მასთან არ ექნება კავშირი, მაშინ ის არ იქნება ამ კაცის ცოლი.

  Continue reading

რა შეზღუდვებს უწესებს მასწავლებლებს ეთიკის კოდექსი?

Image

.

ბატონო მინისტრო, პირველ რიგში, გვაინტერესებს, რატომ გახდა ამ კოდექსის შემოღება აუცილებელი?

ჩვენ შემოგვაქვს, როგორც მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი, ასევე, მოსწავლეებისა და დირექტორის კოდექსებიც. იქნება სამი კოდექსი, რომლის შემუშავება დამთავრდება პირველ ივლისამდე. სწორედ პირველ ივლისს, ჩემი ბრძანებით, ამოქმედდება მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, 15 ივლისს მოსწავლეების და შემდეგ უკვე დირექტორების. ასეთი კოდექსები მოქმედებს ყველა ევროპულ დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციის მექანიზმი სკოლებში. ამ კოდექსების საფუძველზე იქმნება შიდა განაწესი. სამწუხაროა, რომ მსგავსი დოკუმენტი აქამდე არ იყო ამოქმედებული. ამის მცდელობა იყო, მაგრამ ამ საკითხის პოლიტიზების გამო ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ახლა ამას ბოლომდე მივიყვანთ. კოდექსზე, დაახლოებით, 48 ექსპერტი მუშაობდა, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება. ამ ჯგუფში შედიოდნენ როგორც ფსიქოლოგები, ასევე მასწავლებლები. ჩემი აზრით, კოდექსი ძალიან სრულყოფილია.

რა სანქციები გატარდება პედაგოგზე, რომელიც ამ კოდექსს დაარღვევს?

კოდექსის მთავარი მიზანიც ისაა, რომ ის არ ითვალისწინებს რაიმე სახის სადამსჯელო ღონისძიებას. ის არეგულირებს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობებს. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ გვაქვს შრომის კანონმდებლობა, რომელიც აბსოლუტურად განსაზღვრავს შრომით ურთიერთობებს და ეთიკის კოდექსის დამრღვევის მიმართ ამოქმედდება სწორედ შრომის კოდექსი. რაც შეეხება შინაარსს… მაგალითად, ეთიკის კოდექსში მითითებულია, რომ მასწავლებელს არა აქვს უფლება, ფიზიკური, სიტყვიერი ან ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს მოსწავლეზე. არ შეიძლება, რომ მასწავლებელმა სკოლაში აწარმოოს რელიგიური ან პოლიტიკური პროპაგანდა; არ შეიძლება, რომ მოსწავლის წინაშე ეწეოდეს სიგარეტს და ა.შ.

Image

რატომ მაინცდამაინც ახლა?

სკოლებში არსებული გარკვეული პრობლემების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, თუმცა მათი ნაწილი სააშკარაოზე გამოვიდა მას შემდეგ, რაც შემოვიღეთ მანდატურის ინსტიტუტი. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა სკოლებში ურთიერთობების რეგულაცია. პედაგოგთა უმრავლესობა ამ სიახლეს აბსოლუტურად ადეკვატურად შეხვდა. ქვეყანაში არის დაახლოებით 75 ათასი მასწავლებელი. შეუძლებელია, მათ შორის არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ შეესაბამებიან მასწავლებლის მაღალ სტანდარტს. მაგალითად, იყო ფაქტი, როდესაც მასწავლებელმა მოსწავლეს ჩანთა გადაუგდო მეოთხე სართულიდან, რასაც შეესწრო მანდატური. არსებობს ფაქტები, როდესაც მასწავლებელი თავის პირად საქმეზე აგზავნის მოსწავლეს, მაგალითად, სამგლოვიარო გვირგვინის შესაძენად. ეს არის ამაზრზენი. ამის გამო ჩრდილი არ უნდა მიადგეს ათი ათასობით პროფესიონალ და პატიოსან მასწავლებელებს.

 Image

დაწყებით კლასებში ხშირად ხდება ბავშვის კუთხეში დაყენება, ან ყურის აწევა… უკრძალავს თუ არამასწავლებელს ეთიკის კოდექსი მსგავს ქმედებებს?

Continue reading

9 აპრილის ტრაგედია

images (3)

“25 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველზე, მთავრობის სასახლის წინ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენისათვის.  ტრაგიკულ და სისხლიან ღამეს დაღუპული ადამიანები საქართველოს დამოუკიდებლობას, ქვეყნის თავისუფლებას შეეწირნენ. მაგრამ მტერმა ერის დამორჩილება და დაჩოქება ვერ შეძლო. 9 აპრილი ჩვენს მეხსიერებაში დიდი ტკივილის გარდა, სიამაყესთან ასოცირდება. ეს დღე უდიდესი დღე იყო, როდესაც სრულიად საქართველომ ერთად დგომა, ეროვნული ერთიანობა და სამოქალაქო თანხმობის მიღწევა შეძლო, როდესაც სამშობლოს თავისუფლების სანუკვარმა და ნათელმა მიზანმა მთელი ერი გააერთიანა და ერთად შეკრა მთელი საქართველო. 9 აპრილი თავისუფლების გამარჯვების დღედ იქცა და მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს სევდის ელფერი დაჰკრავს, იგი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოა. ამ ტრაგიკულმა დღემ მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა – საქართველოს მოსახლეობას მიეცა საშუალება აერჩია ეროვნული ხელისუფლება, რომელმაც ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ამიტომ, ამ დღეს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და, იმავდროულად, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
9 აპრილი ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომელსაც დაცვა, გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება. თავისუფლება, რომლის მოპოვებასაც უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ ქართველი ხალხის ერთსულოვნებამ მოიტანა. მჯერა, რომ ქვეყნის ნათელი მომავლისათვის ის საოცარი სიყვარული და ერთსულოვნება, რომელიც 25 წლის წინ იგრძნობოდა, არასოდეს ჩაქრება ქართველი ხალხის გულში, რომ საქართველო კვლავაც იზეიმებს მრავალ გამარჯვებას და არასოდეს დაივიწყებს სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას.                                                   11                                                                                   
9 აპრილის ტრაგედია
 — 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

images (2)                                                                                      ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 19211931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

загруженное (2)                                                                              საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.

April9victims
დაღუპულთა სია

1. ადამია აზა, 22 წლის
2. ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის
3. ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის
4. გიორგაძე ნატო, 23 წლის
5. დოლიძე თამუნა, 28 წლის
6. ენუქიძე თინა, 70 წლის
7. თოიძე ნინო, 25 წლის
8. კიკვიძე ზაირა, 61 წლის
9. ლოლაძე მანანა, 33 წლის
10. მამულიშვილი თამარი, 50 წლის
11. მეტრეველი ვენერა,
12. ნოზაძე მამუკა, 22 წლის
13. სამარგულიანი ნანა, 41 წლის
14. ქვასროლიაშვილი შალვა,
15. ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის
16. ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის
17. ჭოველიძე თამარი, 16 წლის
18. ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის
19. ჯინჭარაძე მზია, 43 წლის
20. მელქაძე მანანა 23 წლის
21. ქარსელაძე გია 25 წლის

წყარო: //google.ge

სიცოცხლის უფლება

დღეს შემოგთავაზებთ მეტად საინტერესეო ინფორმაციას ვიმედოვნებთ დაგაინტერესებთ და მეტ სიახლეს გაიგებთ.ადამიანი უფლის ნებით ევლინება ქვეყნიერებას და მხოლოდ მისივე განგებით მიდის იმქვეყნად. არავის ძალუძს, უფრო სწორად, არ აქვს უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ განაგოს ადამიანის ბედი, ხელყოს მისი სიცოცხლე და განსაზღვროს მისი ყოფნა-არყოფნის დრო დედამიწაზე. ეს საყოველთაოდ ცნობილი რელიგიურ-მორალური თვალსაზრისია და ყოველი მორწმუნე ცდილობს, თავისი ცხოვრება არა კაცთა კვლას, წამებასა

და მავნებლობას უძღვნას, არამედ იცხოვროს და იღვაწოს სხვათა კეთილდღეობისათვის.

download

იმ მრავალ უფლებათა შორის, რომელთა უფლებაც გააჩნია ადამიანს დედამიწაზე, უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია სიცოცხლის უფლება განურჩევლად ასაკის, სქესის, თანამდებობისა თუ სოციალური წარმომავლობისა.
მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ნებისმიერ დროს უამრავი ადამიანი ეთხოვება სიცოცხლეს ძალადობის შედეგად. ადამიანის ცნობიერებაზე ვერ ახდენს გავლენას კანონით დაწესებული აკრძალვები და რელიგიური დოგმები. ის მაინც ცდილობს თავი ყოვლისშემძლედ წარმოაჩინოს და იმოქმედოს გულისა და გრძნობის კარნახით. ადამიანს კი სწორედ გონივრული და დაფიქრებული ქმედება გამოარჩევს ყველა სხვა ამქვეყნიურ არსებათაგან.

images (1)

ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის თანდაყოლილი უფლება. ეს უფლება კანონითაა დაცული. არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის თვითნებური აღკვეთა. სიცოცხლის უფლება ერთ-ერთი უზენაესი უფლებაა, რომელიც არ შეიძლება შეილახოს საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი, როდესაც საფრთხე მთელ სახელმწიფოს ემუქრება. სიცოცხლის უფლება ხშირად ირღვევა. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა შესახებ არ ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს სიკვდილით დასჯის გაუქმებას, მაგრამ შესაძლებლად მიიჩნევს მის გამოყენებას მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის, ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. სიკვდილით დასჯა არ გამოიყენება 18 წელზე ახალგაზრდა პირთა და ფეხმძიმეთა მიმართ. ფართო მასშტაბებით განხორციელებული გარკვეული ჯგუფის სიცოცხლის აღკვეთა შეიძლება გაუთანაბრდეს გენოციდს, რაც აკრძალულია საერთაშორისო სამართლით. გამოყენებული სახელმძღვანელო : დემოკრატია და მოქალაქეობა .

სიკვდილით დასჯა

collage სიკვდილით დასჯა სასჯელის განსაკუთრებული, უმაღლესი ზომაა. როდესაც გაჩნდა მართლმსაჯულება, შეიქმნა სასჯელის სხვადასხვა ფორმები მათ შორის სიკვდილით დასჯაც. სიკვდილით დასჯა ხშირად გამხდარა დაპირისპირებისა თუ კამათის საფუძველი თუმცა მსოფლიო მაინც ვერ შეთანხმდა . ზოგიერთ სახელმწიფოში ისევ არსებობს სიკვდილით დასჯა, ზოგში კი, ეს უკიდურესი დამსჯელი ზომა გაუქმებულია.

თამარ მეფის მეფობის პერიოდში, როდესაც ქვეყანა იმყოფებოდა თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურზე, უარი თქვა სასჯელის ამ ფორმაზე, მაგრამ მოგვიანებით, საბჭოთა იმპერიის ბატონობის პერიოდში სიკვდილით დასჯა წარმოადგენდა ქვეყნისათვის „საშიში ადამიანებისგან“ გაწმენდის საშუალებას.

სასჯელის ისეთი ფორმა, როგორიც სიკვდილით დასჯაა, საქართველოში 1997 წლის 11 ნოემბერს გაუქმდა რადგან, სიცოცხლის უფლება ადამიანის უმაღლესი უფლებაა, რომლის შელახვაც, არც კანონიერად შეიძლება და არც უკანონოდ!

სასჯელი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.“ სიკვდილით დასჯა დანაშაულს ვერ აღმოფხვრის, პირიქით ამან შეიძლება საზოგადოების აგრესია გამოიწვიოს. ადამიანი ცხოველი არ არის, რომ მისი სიცოცხლე, როგორი უფლებამოსილიც
არ უნდა იყოს ის, სხვამ გადაწყვიტოს, რადგანაც რელიგია კრძალავს მას და ვინაიდან ჩვენ ქრისტიანები გვქვია, უმაღლეს სასჯელად სამუდამო პატიმრობაც შეიძლება ვაკმაროთ მას. წყარო:www.google.ge

საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ -დაზარალებულის უფლებები.

მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

preview56-ე მუხლის:
ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პროკურორს საკუთარი ინიციატივით ან პირის მიერ დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოაქვს დადგენილება პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ. თუ შეტანიდან 48 საათის განმავლობაში, განცხადება დაზარალებულად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, პირს უფლება აქვს დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.“
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას, გააუქმოს ეს დადგენილება. დაზარალებულს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს პროკურორის გადაწყვეტილება დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაუქმების შესახებ.“.
გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. მოსამართლე უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული საკითხები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული განჩინება არ საჩივრდება.“.

Continue reading